დიდუბის მეტროსთან ავეჯის მაღაზია დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართი.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.