სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი
15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი

15 წლის ლი­ლი­ა­ნა ლო­მი­ნე­იშ­ვი­ლი გუ­რი­ა­ში იზ­რდე­ბა. ის სკო­ლის მოს­წავ­ლეა, პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მის­მა ვო­კა­ლურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა - ჟი­უ­რის წევ­რე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი ლი­ლი­ა­ნას ხმის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­ო­ცა გო­გო­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა. ჩო­ხა­ტა­უ­რელ­მა გო­გო­ნამ შე­სარ­ჩევ ტურ­ში პუ­ჩი­ნის O mio babbino caro შე­ას­რუ­ლა და ჟი­უ­რის 4 "კი"-თ პრო­ექ­ტშიც მოხ­ვდა. ლი­ლი­ა­ნა გუ­რი­ა­ში 2 ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობს - მისი მშობ­ლე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან და გო­გო­ნას სურს დედ-მამა მისი წარ­მა­ტე­ბით გა­ა­ხა­როს:

"ჩემი მშობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან და ახლა ემიგ­რა­ცი­ა­ში არი­ან. ორი­ვე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი არ გვქონ­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბა. როცა ქვეყ­ნი­დან წა­ვიდ­ნენ, ბევ­რი ვი­ტი­რე, მაგ­რამ ახლა უკვე შე­ვეჩ­ვიე. ახლა ისი­ნი ჩემს გვერ­დით არ არი­ან, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თო. ჩემი ძმე­ბი და დე­ი­და მეხ­მა­რე­ბი­ან ყვე­ლა­ფერ­ში.

- ძმე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- ჩემი ძმე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, მე გუ­რი­ა­ში. ორი­ვე ძმა მა­ნე­ბივ­რებს, მათი სურ­ვი­ლი იყო "იქს ფაქ­ტორ­ში" მე­ცა­და ბედი და ამი­ტო­მაც მო­ვე­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემს ძა­ლებ­ში, მაგ­რამ ჟი­უ­რის ასეთ აღ­ფრთო­ვა­ნებ­საც არ ვე­ლო­დი. თვით­ნას­წავ­ლი პე­და­გო­გი მყავს, სწო­რედ მას­თან ერ­თად მო­ვამ­ზა­დე ეს სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რა.

- მხო­ლოდ სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რებს მღე­რი?

- სხვა ჟანრ­შიც ვმღე­რი, მაგ­რამ სა­ო­პე­რო მუ­სი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. შე­ვეც­დე­ბი პრო­ექ­ტში კი­დევ შე­ვას­რუ­ლო სა­ო­პე­რო არი­ე­ბი, ვნა­ხოთ რამ­დე­ნად მექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ო­პე­რო მუ­სი­კა ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ჩემს ხა­სი­ათ­თან.

- ვის მი­იჩ­ნევ კონ­კუ­რენ­ტად?

- ბევ­რი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი მო­ვი­და წელს პრო­ექ­ტში, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რი კონ­კუ­რენ­ტი მყავს. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ სა­კუ­თარ ძა­ლებ­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი

15 წლის საოპერო მომღერალი გურიიდან, რომელმაც ხმის ამოღებისთანავე აატირა დარბაზი

15 წლის ლილიანა ლომინეიშვილი გურიაში იზრდება. ის სკოლის მოსწავლეა, პატარა ასაკის მიუხედავად, მისმა ვოკალურმა მონაცემებმა "X ფაქტორის" სცენაზე ფურორი მოახდინა - ჟიურის წევრები და მაყურებლები ლილიანას ხმის ამოღებისთანავე გააოცა გოგონას შესაძლებლობებმა. ჩოხატაურელმა გოგონამ შესარჩევ ტურში პუჩინის O mio babbino caro შეასრულა და ჟიურის 4 "კი"-თ პროექტშიც მოხვდა. ლილიანა გურიაში 2 ძმასთან ერთად ცხოვრობს - მისი მშობლები ემიგრანტები არიან და გოგონას სურს დედ-მამა მისი წარმატებით გაახაროს:

"ჩემი მშობლები რამდენიმე თვის წინ წავიდნენ საქართველოდან და ახლა ემიგრაციაში არიან. ორივე მუშაობდა საქართველოში, მაგრამ საკმარისი შემოსავალი არ გვქონდა, ამიტომ გადაწყვიტეს ისრაელში გამგზავრება. როცა ქვეყნიდან წავიდნენ, ბევრი ვიტირე, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე. ახლა ისინი ჩემს გვერდით არ არიან, ამიტომ განსაკუთრებულად ვცდილობ ყველაფერი კარგად გავაკეთო. ჩემი ძმები და დეიდა მეხმარებიან ყველაფერში.

- ძმები რას საქმიანობენ?

- ჩემი ძმები თბილისში ცხოვრობენ, მე გურიაში. ორივე ძმა მანებივრებს, მათი სურვილი იყო "იქს ფაქტორში" მეცადა ბედი და ამიტომაც მოვედი. დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში, მაგრამ ჟიურის ასეთ აღფრთოვანებსაც არ ველოდი. თვითნასწავლი პედაგოგი მყავს, სწორედ მასთან ერთად მოვამზადე ეს საოპერო სიმღერა.

- მხოლოდ საოპერო სიმღერებს მღერი?

- სხვა ჟანრშიც ვმღერი, მაგრამ საოპერო მუსიკა განსაკუთრებით მიყვარს. შევეცდები პროექტში კიდევ შევასრულო საოპერო არიები, ვნახოთ რამდენად მექნება ამის საშუალება. საოპერო მუსიკა ყველაზე ახლოს არის ჩემს ხასიათთან.

- ვის მიიჩნევ კონკურენტად?

- ბევრი ძლიერი კონკურსანტი მოვიდა წელს პროექტში, მათ შორის ბავშვები. შესაბამისად ბევრი კონკურენტი მყავს. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ საკუთარ ძალებშიც დარწმუნებული ვარ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება