პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა
ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძის ად­ვო­კა­ტი ზაზა პა­პი­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და. რო­გორც ზაზა პა­პი­ძე ამ­ბობს, მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძის და­კა­ვე­ბით, პი­რა­დად აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი კახა ბუხ­რა­ძე და აჭა­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

"მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არა აქვთ წარ­დგე­ნი­ლი. მან შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, რად­გან უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მის მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. სწო­რედ ამ ცრუ ბრალ­დე­ბის გამო, უკი­დუ­რეს ზო­მას მი­მარ­თა. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის მი­ზე­ზი რო­გორც უკვე ვი­ცით და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენლ­მაც გა­ნა­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­ზე­ზია. შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა და მათ თუ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვთ, ეს მათი პრობ­ლე­მაა, ამის გამო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არ უნდა ირ­ღვე­ო­დეს. მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძის და­კა­ვე­ბა კახა ბუხ­რა­ძის, ასე­ვე აჭა­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და, რო­გორც თვი­თონ გან­მი­ცხა­და, მას ჰქონ­და აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე დე­ტა­ლებს ამ ეტაპ­ზე არ ახ­მა­უ­რებს. მისი და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კურ ნიშ­ნებს შე­ი­ცავს", - აცხა­დებს ზაზა პა­პი­ძე.

ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე და ირაკ­ლი ჩხვირ­კია და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ორი პირი - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ღ. და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ჩ. და­ა­კა­ვეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ან/და მათ­ზე თავ­დას­ხმა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო, მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. როგორც ზაზა პაპიძე ამბობს, მერაბ ღოღობერიძის დაკავებით, პირადად აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე და აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი არის დაინტერესებული.

"მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არა აქვთ წარდგენილი. მან შიმშილობა დაიწყო, რადგან უკანონო დაკავებას აპროტესტებს. მის მიმართ მტკიცებულებები გაყალბებულია. სწორედ ამ ცრუ ბრალდების გამო, უკიდურეს ზომას მიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი როგორც უკვე ვიცით და სახალხო დამცველის წარმომადგენლმაც განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის მიზეზია. შსს-ს საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია ერთიანი სისტემაა და მათ თუ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა, ამის გამო ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს. მერაბ ღოღობერიძის დაკავება კახა ბუხრაძის, ასევე აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ლაშა გოგნიაშვილის ინტერესში შედიოდა, როგორც თვითონ განმიცხადა, მას ჰქონდა აღნიშნულ პირებთან კომუნიკაცია. მერაბ ღოღობერიძე დეტალებს ამ ეტაპზე არ ახმაურებს. მისი დაკავება პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს", - აცხადებს ზაზა პაპიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ