პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად
რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ნორ­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, 2017 წელს თბი­ლის­ში 21 სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­მოწ­მდა. სხვა­დას­ხვა სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბის გამო 9 სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი შედ­გა. ვერ შე­მოწ­მდა 6 სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რად­გან და­კე­ტი­ლი იყო.

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 9 ოქმი და­ი­წე­რა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, მათ შო­რის ორი სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი უპი­რა­ტე­სად შემ­დეგ სა­კი­თხებს უკავ­შირ­დე­ბა: დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცია - 46%; სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა - 31%; დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა -15%;

რაც შე­ე­ხე­ბა 2016 წელს, თბი­ლის­ში, ასე­ვე აჭა­რის, კა­ხე­თის და შიდა ქარ­თლის რე­გი­ო­ნებ­ში შე­მოწ­მდა 143 სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბის გამო შედ­გა 51 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - 4, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე - 46 ოქმი.

უპი­რა­ტე­სად გა­მოვ­ლინ­და შემ­დე­გი სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბი: დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცია - 33%; სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა -22%; დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა - 26%; ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - 10%;

2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი შე­მოწ­მდა 422 სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­ში და შემ­დეგ რე­გი­ო­ნებ­ში: აჭა­რა, სა­მეგ­რე­ლო, იმე­რე­თი, შიდა ქარ­თლი, კა­ხე­თი, ქვე­მო ქარ­თლი (აქე­დან, შე­მოწ­მე­ბის მო­მენ­ტში, არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და - 88). სხვა­დას­ხვა სა­ხის დარ­ღვე­ვის გამო, შედ­გა 237 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი. მათ შო­რის: სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - 39 ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე -198.

უპი­რა­ტე­სად გა­მოვ­ლინ­და შემ­დე­გი სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბი: დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცია -29%; სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა -25%; დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა -16%; ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი -14%;

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მათ შო­რის სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში არა­ნა­ი­რი ლი­ცენ­ზია ან ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მა და დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი დგე­ბა.

რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად

რა დარღვევები გამოვლინდა სტომატოლოგიურ კლინიკების შემოწმების შედეგად

სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა, დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, 2017 წელს თბილისში 21 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.

სამართალდარღვევის 9 ოქმი დაიწერა ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე, მათ შორის ორი სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე.

გამოვლენილი დარღვევები უპირატესად შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 46%; სამედიცინო ნარჩენების მართვა - 31%; დოკუმენტაციის წარმოება -15%;

რაც შეეხება 2016 წელს, თბილისში, ასევე აჭარის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შემოწმდა 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო შედგა 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 4, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე - 46 ოქმი.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 33%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%; დოკუმენტაციის წარმოება - 26%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები - 10%;

2015 წლის განმავლობაში კი შემოწმდა 422 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება თბილისში და შემდეგ რეგიონებში: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი (აქედან, შემოწმების მომენტში, არ ფუნქციონირებდა - 88). სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, შედგა 237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ შორის: სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 39 ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე -198.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია -29%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -25%; დოკუმენტაციის წარმოება -16%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები -14%;

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში, მათ შორის სტომატოლოგიაში არანაირი ლიცენზია ან ნებართვა არ გაიცემა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი