პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ
კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ

თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" დაბ­რუნ­და და ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია. ასე­ვე, სრუ­ლი­ად ახა­ლი პრო­ექ­ტის, "პრა­იმ­შო­უს" იდე­ის ავ­ტო­რი და ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც ეთერ­ში გა­სულ კვი­რას უკვე გა­ვი­და.

"მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აქ არ ვი­ყა­ვი, მო­ნატ­რე­ბას ვგრძნობ­დი, ეს საქ­მე მე­ნა­ტე­ბო­და, რა­საც ახლა ვა­კე­თებ... თუმ­ცა ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან "გა­და­ვიწ­ვი," ბო­ლოს, რო­გორც უკვე ვთქვი, მივ­ხვდი, რომ ამის გა­რე­შე ჩემ­თვის რთუ­ლი იყო ყოფ­ნა", - ამ­ბობს ნოე.

ორ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ორი პრო­ექ­ტის გა­ძღო­ლა მა­ინც რთუ­ლია და უხა­რია, რომ "პრა­იმ­შო­უს" პრო­დი­უ­სინგზე პრო­დი­უ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე დას­თან­ხმდა, ადა­მი­ა­ნი, ვი­საც პა­ტივს სცემს და ერთ-ერთ ძლი­ერ პრო­დი­უ­სე­რად მი­აჩ­ნია.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" VII სე­ზონს სა­ერ­თა­შორ­სო მა­ინ­ცდა­მა­ინც წელს რა­ტომ უწო­დეთ, უცხო­ე­ლე­ბი ხომ ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ?

- ამ დო­ზით არ ყო­ფი­ლან, რო­გორც წელს. მო­ნა­წი­ლე­ობს ჰო­ლან­დი­ე­ლი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი...

- ბრა­ზი­ლი­ე­ლი მო­დე­ლი - ანი ბა­რო­ში რო­გორ იპო­ვე?

- ჩემი მე­გობ­რის, ნუკა ყა­რა­ლაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვეხ­მი­ა­ნე, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში ბრა­ზი­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ვთხო­ვე, - ჩემ­თვის კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი მო­ე­ძებ­ნა და ანის და­მა­კავ­ში­რა, რო­მე­ლიც მარ­თლაც წარ­მა­ტე­ბუ­ლია, პა­რიზ­სა და მი­ლან­ში "ა კლა­სის" დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს...

- კარ­გი გო­გოა, მაგ­რამ პლას­ტი­კა­ში ცოტა უჭირს...

- მო­დე­ლია, მო­ცეკ­ვა­ვე არ ჩა­მო­მიყ­ვა­ნია, მინ­და, ეს ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­გოს... მო­ცეკ­ვა­ვე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ ამ პრე­ტენ­ზი­ას მი­ვი­ღებ­დი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თან­და­თან გა­იხ­სნე­ბა და უკე­თე­სად იცეკ­ვებს. მი­მაჩ­ნია, რომ წელს ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი კარ­გია...

- VII სე­ზო­ნი მარ­ტო იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სოა?

- ჯერ ერთი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა სხვა­ნა­ი­რი, სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­კეთ­დეს და არ­სე­ბობ­დეს, ასე­ვე იმით, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი, მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გად ცეკ­ვა­ვენ და თი­თო­ე­ულს მშვე­ნი­ე­რი მო­ნა­ცე­მი და რე­სურ­სი აქვს. მარ­თა­ლია, საპ­რე­ზენ­ტა­ციო ტურ­ში ქუ­ლე­ბი თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­ნა­წილ­და, მაგ­რამ ეს ის სე­ზო­ნია, სა­დაც აუტ­სა­ი­დერს ვერ ვხე­დავ.

- სა­ქარ­თვე­ლოს მე­ექ­ვსე­მი­ლი­ო­ნე ტუ­რის­ტი ჯას­პერ ბლე­ქიც შენ და­ი­თან­ხმე, რომ პრო­ექ­ტში ეცეკ­ვა?

- ყვე­ლა მე მო­ვიწ­ვიე და ფან­ქვე­ლამ (ზურა ფან­ქვე­ლაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი). ჯას­პე­რი სრულ შოკ­შია, მისი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ დღე ისე კარ­დი­ნა­ლუ­რად იც­ვლე­ბა, რომ ხან­და­ხან უჭირს და­ჯე­რე­ბა, სად არის, რას აკე­თებს იმ­დე­ნად დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა

აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ზი­ტი­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰო­ლან­დი­ე­ლია, ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ აქ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა...

- გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. კარ­გი პლას­ტი­კა გა­მო­ავ­ლი­ნა. ად­ვი­ლად და­ი­თან­ხმე გი­ორ­გი, იგი­ვე ბა­ხუ­ტა პრო­ექ­ტში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ეს ის პრო­ექ­ტია, სა­დაც და­თან­ხმე­ბა-არ­და­თან­ხმე­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუა და ზო­გა­დად კარ­გი ტო­ნია, ცეკ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბა­ხუ­ტა პრო­ექ­ტის მი­მართ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად გა­ნე­წყო, რაც ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია.

- ერთ-ერ­თმა ათ­ლე­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბის კონ­კურ­სან­ტმა ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის გული უკვე და­ი­პყრო. მისი ცეკ­ვაც მო­ე­წო­ნათ.

- მა­ქა­ცა­რი­ა­საც მოს­წონს, რომ ქალ­ბა­ტო­ნებს მოს­წონთ (იცი­ნის). ის პო­პუ­ლა­რუ­ლია ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­შიც.

- გა­მო­დის, ირაკ­ლი ორ ახალ პრო­ექ­ტში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ერ­თო, რად­გა­ნაც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პარ­ლე­ლუ­რად, "პრა­იმ­შო­უ­ში" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. რა­ტომ?

- კი, ის "იმე­დის" სა­ხეც გახ­და. ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ე­ბი ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ესეც ამ პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. რა­ტო­მაც არა...

- ...მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­ინც ახა­ლი სა­ხეა.

- ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია... აქვე მინ­და ვთქვა ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩავ­რთეთ უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვიქ­ტო­რია ვარ­ლე­ვი. მას ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს. ბე­რი­ძეა, უბ­რა­ლოდ, სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში რომ გა­და­ვი­და, იქ ამ სა­ხე­ლით და გვა­რით გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი. ძა­ლი­ან ცნო­ბილ სე­რი­ა­ლებ­სა და ფილ­მებ­ში თა­მა­შობს და ისიც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მოკ­ლედ, იქა­ურ გა­და­ღე­ბებს მოვ­წყვი­ტეთ და აქ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ქარ­თუ­ლი ვერ­სია ნახა, თუ რა მას­შტა­ბის პრო­ექ­ტია, მა­შინ­ვე დაგ­ვთან­ხმდა. 

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბი წევ­რი - ლიზი მო­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რას გვე­ტყვი მას­ზე?

- ის სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რია. სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია. 27 წე­ლია, ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს. ჟი­უ­რი­ში ასე­ვე არის და­რენ ბე­ნე­ტი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის დღი­დან მისი ნა­წი­ლია, ანუ "ბი­ბი­სიმ" პირ­ვე­ლად რომ გა­ა­კე­თა ეს შოუ, მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შემ­დეგ იყო მსა­ჯი არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მთა­ვა­რი მსა­ჯი, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იწ­ვე­ვენ და ჩვენც მო­ვიწ­ვი­ეთ მთა­ვა­რი მსა­ჯის სტა­ტუ­სით.

- ამ სე­ზონ­ზე გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი რა­ტომ არ არის. ის ხომ უკვე ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. არა­და, მო­ლო­დი­ნი იყო, რომ იქ­ნე­ბო­და...

- არა­ფე­რია გა­მორ­ცხუ­ლი, - ის ისევ ითა­ნამ­შრომ­ლებს ჩვენ­თან, იმე­დია, შემ­დეგ­ში მას­თან გრა­ფი­კის და­ლა­გე­ბას მო­ვა­ხერ­ხებთ. ასე­ვე სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თან...

- რო­გორც გე­ნა­რა­ლურ პრო­დი­უ­სერს, რა სურ­ვი­ლე­ბი და მო­ლო­დი­ნი გაქვს სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში?

- მინ­და, რომ ამ სე­ზონ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­როს და ორი­ვე გა­და­ცე­მა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

- "პრა­იმ­შო­უს" ამ­დე­ნი წამ­ყვა­ნი რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩიე?

- პო­პუ­ლა­რო­ბით, და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­თა და კონ­ტრას­ტით. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, არ­ცერ­თი ერ­თმა­ნეთს არ ჰგავს, ხა­სი­ა­თი­თაც კი.

- პრო­ექტს და კონ­კურ­სან­ტებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად გა­ის­მის კი­თხვა, - რო­მე­ლია მანდ ვარ­სკვლა­ვი?..

- ვარ­სკვლა­ვი - ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა, ვი­ღა­ცის­თვის ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ვარ­სკვლა­ვი იყოს, ვი­ღა­ცის­თვის - არა. ეს ტი­ტუ­ლი, ან სი­გე­ლი ხომ არ არის, რომ ადა­მი­ანს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. ჩემ­თვის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვია, ვინც მაგ პრო­ექ­ტში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თუმ­ცა, ისიც მეს­მის, რომ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბიც, რაც ჩვენ­თვის არა­ნა­ირ დაბ­რკო­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს. პი­რი­ქით, მოგ­ვწონს კი­დეც კრი­ტი­კა, უბ­რა­ლოდ, ამ კრი­ტი­კის ფონ­ზე კი­დევ უფრო ვძლი­ერ­დე­ბით და მეტი სტი­მუ­ლი გვეძ­ლე­ვა უკე­თე­სი შე­დე­გის­თვის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ

კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ

თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია "იმედში" დაბრუნდა და ისევ პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" გენერალური პროდიუსერია. ასევე, სრულიად ახალი პროექტის, "პრაიმშოუს" იდეის ავტორი და ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც ეთერში გასულ კვირას უკვე გავიდა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ არ ვიყავი, მონატრებას ვგრძნობდი, ეს საქმე მენატებოდა, რასაც ახლა ვაკეთებ... თუმცა ერთი პერიოდი ძალიან "გადავიწვი," ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი, მივხვდი, რომ ამის გარეშე ჩემთვის რთული იყო ყოფნა", - ამბობს ნოე.

ორ მასშტაბურ პროექტში ერთდროულად ჩაერთო, მაგრამ ორი პროექტის გაძღოლა მაინც რთულია და უხარია, რომ "პრაიმშოუს" პროდიუსინგზე პროდიუსერი მაია სტეფნაძე დასთანხმდა, ადამიანი, ვისაც პატივს სცემს და ერთ-ერთ ძლიერ პროდიუსერად მიაჩნია.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონს საერთაშორსო მაინცდამაინც წელს რატომ უწოდეთ, უცხოელები ხომ ყოველთვის მონაწილეობდნენ?

- ამ დოზით არ ყოფილან, როგორც წელს. მონაწილეობს ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, უკრაინელი...

- ბრაზილიელი მოდელი - ანი ბაროში როგორ იპოვე?

- ჩემი მეგობრის, ნუკა ყარალაშვილის მეშვეობით შევეხმიანე, რომელიც იმ მომენტში ბრაზილიაში იმყოფებოდა, ვთხოვე, - ჩემთვის კარგი გარეგნობის, წარმატებული მოდელი მოეძებნა და ანის დამაკავშირა, რომელიც მართლაც წარმატებულია, პარიზსა და მილანში "ა კლასის" დიზაინერების ჩვენებებში მონაწილეობს...

- კარგი გოგოა, მაგრამ პლასტიკაში ცოტა უჭირს...

- მოდელია, მოცეკვავე არ ჩამომიყვანია, მინდა, ეს ყველამ კარგად გაიგოს... მოცეკვავე რომ ყოფილიყო, მაშინ ამ პრეტენზიას მივიღებდი. თავიდან ყველას უჭირს. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან გაიხსნება და უკეთესად იცეკვებს. მიმაჩნია, რომ წელს ყველა კონკურსანტი კარგია...

- VII სეზონი მარტო იმით არის გამორჩეული, რომ საერთაშორისოა?

- ჯერ ერთი, გამოსახულებაა სხვანაირი, სრულიად გამორჩეული, რაც კი შეიძლება ამ ქვეყანაში გაკეთდეს და არსებობდეს, ასევე იმით, რომ კონკურსანტები, მეტ-ნაკლებად კარგად ცეკვავენ და თითოეულს მშვენიერი მონაცემი და რესურსი აქვს. მართალია, საპრეზენტაციო ტურში ქულები თავისებურად გადანაწილდა, მაგრამ ეს ის სეზონია, სადაც აუტსაიდერს ვერ ვხედავ.

- საქართველოს მეექვსემილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექიც შენ დაითანხმე, რომ პროექტში ეცეკვა?

- ყველა მე მოვიწვიე და ფანქველამ (ზურა ფანქველაშვილი, რეჟისორი). ჯასპერი სრულ შოკშია, მისი ცხოვრება ყოველ დღე ისე კარდინალურად იცვლება, რომ ხანდახან უჭირს დაჯერება, სად არის, რას აკეთებს იმდენად დიდი ბედნიერების განცდა

აქვს. ეს ყველაფერი მისთვის სერიოზული პოზიტივია. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელია, ბარსელონაში ცხოვრობს, სადაც შესანიშნავად გრძნობდა თავს, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ასე მოულოდნელად საქართველოში ამდენი სასიხარულო ამბავი შეემთხვა...

- გიორგი ბახუტაშვილმა მოლოდინს გადააჭარბა. კარგი პლასტიკა გამოავლინა. ადვილად დაითანხმე გიორგი, იგივე ბახუტა პროექტში მიეღო მონაწილეობა?

- ეს ის პროექტია, სადაც დათანხმება-არდათანხმებაზე არ არის ლაპარაკი. ყველაზე რეიტინგული შოუა და ზოგადად კარგი ტონია, ცეკვებში მონაწილეობა. ბახუტა პროექტის მიმართ თავიდანვე ძალიან დადებითად განეწყო, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია.

- ერთ-ერთმა ათლეტური გარეგნობის კონკურსანტმა ირაკლი მაქაცარიამ ქართველი ქალების გული უკვე დაიპყრო. მისი ცეკვაც მოეწონათ.

- მაქაცარიასაც მოსწონს, რომ ქალბატონებს მოსწონთ (იცინის). ის პოპულარულია ასევე უკრაინაშიც.

- გამოდის, ირაკლი ორ ახალ პროექტში ერთდროულად ჩაერთო, რადგანაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პარლელურად, "პრაიმშოუში" ერთ-ერთი წამყვანია. რატომ?

- კი, ის "იმედის" სახეც გახდა. ვინაიდან პროექტის ისტორიის მანძილზე, ტელეკომპანიის სახეები ყოველთვის მონაწილეობდნენ, ესეც ამ პრინციპიდან გამომდინარეა. რატომაც არა...

- ...მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მაინც ახალი სახეა.

- ამაში საგანგაშო არაფერია... აქვე მინდა ვთქვა ის, რომ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩავრთეთ უკრაინაში პოპულარული მსახიობი ვიქტორია ვარლევი. მას ქართული წარმომავლობა აქვს. ბერიძეა, უბრალოდ, საცხოვრებლად უკრაინაში რომ გადავიდა, იქ ამ სახელით და გვარით გააცნო საზოგადოებას თავი. ძალიან ცნობილ სერიალებსა და ფილმებში თამაშობს და ისიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მოკლედ, იქაურ გადაღებებს მოვწყვიტეთ და აქ ჩამოვიყვანეთ. როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ქართული ვერსია ნახა, თუ რა მასშტაბის პროექტია, მაშინვე დაგვთანხმდა. 

- ჟიურის შემადგენლობაში ქართველებისთვის უცნობი წევრი - ლიზი მორია წარმოდგენილი. რას გვეტყვი მასზე?

- ის სამეჯლისო ცეკვებში საერთაშორისო არბიტრია. სერიოზული სპეციალისტია. 27 წელია, ისრაელში ცხოვრობს. ჟიურიში ასევე არის დარენ ბენეტი, ადამიანი, რომელიც ამ პროექტის არსებობის დღიდან მისი ნაწილია, ანუ "ბიბისიმ" პირველად რომ გააკეთა ეს შოუ, მონაწილეობდა, შემდეგ იყო მსაჯი არაერთ ქვეყანაში, მთავარი მსაჯი, საინტერესო პიროვნებაა, სხვადასხვა ქვეყანაში იწვევენ და ჩვენც მოვიწვიეთ მთავარი მსაჯის სტატუსით.

- ამ სეზონზე გოჩა ჩერტკოევი რატომ არ არის. ის ხომ უკვე ამ პროექტის ნაწილია. არადა, მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა...

- არაფერია გამორცხული, - ის ისევ ითანამშრომლებს ჩვენთან, იმედია, შემდეგში მასთან გრაფიკის დალაგებას მოვახერხებთ. ასევე სოფო შევარდნაძესთან...

- როგორც გენარალურ პროდიუსერს, რა სურვილები და მოლოდინი გაქვს სეზონის დასაწყისში?

- მინდა, რომ ამ სეზონმა კარგად ჩაიაროს და ორივე გადაცემა იყოს წარმატებული.

- "პრაიმშოუს" ამდენი წამყვანი რის მიხედვით შეარჩიე?

- პოპულარობით, დამაჯერებლობითა და კონტრასტით. თუ დააკვირდებით, არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს, ხასიათითაც კი.

- პროექტს და კონკურსანტებს რომ დავუბრუნდეთ. სოციალურ ქსელში ხშირად გაისმის კითხვა, - რომელია მანდ ვარსკვლავი?..

- ვარსკვლავი - ძალიან პირობითი ცნებაა, ვიღაცისთვის ესა თუ ის ადამიანი შეიძლება ვარსკვლავი იყოს, ვიღაცისთვის - არა. ეს ტიტული, ან სიგელი ხომ არ არის, რომ ადამიანს მინიჭებული ჰქონდეს. ჩემთვის ყველა ვარსკვლავია, ვინც მაგ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ისიც მესმის, რომ ყოველთვის იქნებიან განაწყენებულებიც, რაც ჩვენთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პირიქით, მოგვწონს კიდეც კრიტიკა, უბრალოდ, ამ კრიტიკის ფონზე კიდევ უფრო ვძლიერდებით და მეტი სტიმული გვეძლევა უკეთესი შედეგისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება