სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის - საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მორიგი მასშტაბური პროექტი
 მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის - საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მორიგი მასშტაბური პროექტი

1 მა­ისს 21:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რის თე­ატ­რში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" და კომ­პა­ნია "სო­კა­რი" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ერ­თად, მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რი­გით მე-7 კონ­ცერტს წარ­მო­გიდ­გენთ.

ფონ­დის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ამ­ჯე­რად იქ­ნე­ბი­ან მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი: თა­ნა­მედ­რო­ე­ო­ბის უდი­დე­სი დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი და პი­ა­ნის­ტი ეციო ბოს­სო, სოპ­რა­ნო კარ­მენ ჯა­ნა­ტა­ზიო, პი­ა­ნის­ტი ოლი­ვერ პული, ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ნინო სურ­გუ­ლა­ძე. ოპე­რის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს უდი­რი­ჟო­რებს მა­ესტრო ეციო ბოს­სო.

ეციო ბოს­სო - მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც 2016 წელს იტა­ლი­ა­ში ასი ათას­ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ და წარ­მა­ტე­ბულ შემ­სრუ­ლებ­ლად აღი­ა­რეს. ლონ­დონ­ში მისი ერთ-ერთი კონ­ცერ­ტი წლის უდი­დეს მოვ­ლე­ნად ერ­თხმად აღი­ა­რა პრე­სამ და კრი­ტი­კამ. მა­ესტრო ეციო ბო­ლო­ნი­ის კო­მუ­ნა­ლუ­რი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის მთა­ვა­რი მიწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი და ასე­ვე ლონ­დო­ნის სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ღე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ჯილ­დო და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია. მისი მუ­სი­კა სრულ­დე­ბა ლონ­დო­ნის კო­ვენტ გარ­დენ­ში, ვე­ნის შტატს ოპე­რა­ში, ფლო­რენ­ცი­ის, ჰი­უს­ტო­ნის, ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის კო­ლო­ნის თე­ატ­რში, სიდ­ნე­ის ოპე­რა­ში და სხვა მსოფ­ლიო წამ­ყვან თე­ატ­რებ­ში, იგი ასე­ვე თა­ნამ­შრო­ლობს სონი-კლა­სი­კალ­თან, სწო­რედ სო­ნის­თან ერ­თად გა­მო­ი­ცა დის­კი მისი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით. ეცი­ომ ცნო­ბილ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­თან ტან­დე­ბით წლე­ბის მან­ძლზე მრა­ვა­ლი ფილ­მი­სათ­ვის და­უ­ვი­წყა­რი კი­ნო­მუ­სი­კა შექ­მნა. იგი ასე­ვე ქმნის მუ­სი­კას ბა­ლე­ტის­თვის და თე­ატ­რის­თვის. შექ­მნი­ლი აქვს ტრი­ო­ე­ბი, კვარ­ტე­ტე­ბი, სიმ­ფო­ნი­ე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

2011 წელს ეცი­ოს და­უდ­გინ­და უკურ­ნე­ბე­ლი სენი, გვერ­დი­თი ამი­ოტრო­ფუ­ლი სკლე­რო­ზი, რო­მე­ლიც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეციო არ ჩერ­დე­ბა და კი­დევ უფრო მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით წერს, ქმნის და გას­ცემს, უამ­რავ პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას და სიყ­ვა­რულს.

კარ­მენ ჯა­ნა­ტა­ზიო - იტა­ლი­ე­ლი, კერ­ძოდ ნე­ა­პო­ლი­ტა­ნე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სოპ­რა­ნო. იგი დღეს სა­ო­პე­რო სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მომ­ღე­რა­ლია. "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­მა" კარ­მე­ნი თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ სოპ­რა­ნოდ და­ა­სა­ხე­ლა. კარ­მე­ნი გა­მო­დის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან თე­ატ­რებ­ში: მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა, მი­ლა­ნის ლა სკა­ლა, ლონ­დო­ნის კო­ვენტ გარ­დე­ნის, შანს ელი­ზეს, არე­ნა დი ვე­რო­ნას, ფლო­რენ­ცი­ის, ვე­ნე­ცი­ის, ლოს-ან­ჯე­ლე­სის, რო­მის, სე­უ­ლის და სხვა წამ­ყვან თე­ატ­რებ­ში. თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს უდი­დეს დი­რი­ჟო­რებ­თან. კარ­მენ­მა შე­ას­რუ­ლა ტრა­ვი­ა­ტას პარ­ტია ცნო­ბი­ლი თურ­ქი კინო-რე­ჟი­სო­რის ფრანც ოცპე­ტე­კის სა­ო­პე­რო დად­გმა­ში "ტრა­ვი­ა­ტა", რო­მელ­მაც მომ­ღე­რალს პირ­ვე­ლი კლა­სის ღირ­სე­უ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი უწო­და.

კარ­მე­ნი ახ­ლა­ხან წარ­სდგა რო­მის პა­პის წი­ნა­შე ვა­ტი­კა­ნის "ნერ­ვის" დარ­ბაზ­ში, სე­პცი­ა­ლურ კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც გა­და­ი­ცე­მო­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რაის" მიერ მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

მისი სა­ო­პე­რო მიღ­წე­ვე­ბის­თვის წელს კარ­მე­ნი და­ჯილ­დოვ­და იტა­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტის­გან იტა­ლი­ის "ვარ­სკვლა­ვის კა­ვა­ლე­რის" წო­დე­ბით. ასე­ვე კარ­მენ ჯა­ნა­ტა­ზიო არის "ბულ­გა­რის" ელჩი, მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე კი ზრუ­ნავს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ან­ტო­ნიო რივა.

ბრი­ტა­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი და ვირ­ტუ­ო­ზი, ფონ­დის მე­გო­ბა­რი ოლი­ვერ პული სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, მან "ნატ­ვრის ხის" თით­ქმის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

"ნატ­ვრის ხემ" გა­სუ­ლი ექ­ვსი ღო­ნის­ძი­ე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და დახ­მა­რე­ბით ორ­მოც­და­ა­თამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­დათ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ფონ­დის საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მერ­ზე დღემ­დე ორა­სი ათას­ზე მეტი ზა­რია შე­მო­სუ­ლი.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ან­გა­რი­შის ნო­მე­რი სს თი­ბი­სი ბან­კი ა/ა GE18TB7276636080100005

საქ­ველ­მოქ­მე­დო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი 09 01 900 999 ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია tkt.ge-ზე

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

ტელ: 593 33 61 71; 571 11 12 33

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის - საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მორიგი მასშტაბური პროექტი

 მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის - საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მორიგი მასშტაბური პროექტი

1 მაისს 21:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" და კომპანია "სოკარი" საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე-7 კონცერტს წარმოგიდგენთ.

ფონდის საპატიო სტუმრები ამჯერად იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები: თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდის დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ეციო ბოსსო.

ეციო ბოსსო - მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ-ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღვანელი გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია. მისი მუსიკა სრულდება ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატს ოპერაში, ფლორენციის, ჰიუსტონის, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრში, სიდნეის ოპერაში და სხვა მსოფლიო წამყვან თეატრებში, იგი ასევე თანამშროლობს სონი-კლასიკალთან, სწორედ სონისთან ერთად გამოიცა დისკი მისი კომპოზიციებით. ეციომ ცნობილ კინორეჟისორებთან ტანდებით წლების მანძლზე მრავალი ფილმისათვის დაუვიწყარი კინომუსიკა შექმნა. იგი ასევე ქმნის მუსიკას ბალეტისთვის და თეატრისთვის. შექმნილი აქვს ტრიოები, კვარტეტები, სიმფონიები და სხვა მრავალი ნაწარმოებები.

2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ პოზიტიურ ენერგიას და სიყვარულს.

კარმენ ჯანატაზიო - იტალიელი, კერძოდ ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღიარებული სოპრანო. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. "დეილი ტელეგრაფმა" კარმენი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: მეტროპოლიტენ ოპერა, მილანის ლა სკალა, ლონდონის კოვენტ გარდენის, შანს ელიზეს, არენა დი ვერონას, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინო-რეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში "ტრავიატა", რომელმაც მომღერალს პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.

კარმენი ახლახან წარსდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის "ნერვის" დარბაზში, სეპციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია "რაის" მიერ მთელ მსოფლიოში.

მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის "ვარსკვლავის კავალერის" წოდებით. ასევე კარმენ ჯანატაზიო არის "ბულგარის" ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი ანტონიო რივა.

ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან "ნატვრის ხის" თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.

"ნატვრის ხემ" გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ორასი ათასზე მეტი ზარია შემოსული.

საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ: 593 33 61 71; 571 11 12 33

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება