სომხეთის ქალაქ გიუმრიში ადგილობრივმა რუსი ჯარისკაცი მოკლა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში ადგილობრივმა რუსი ჯარისკაცი მოკლა

სომხეთის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს რუს ჯარისკაცს. 21 წლის ჯარისკაცის გვამი 22 აპრილს აღმოაჩინეს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასის" თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის ოლქმა დაადასტურა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე დანით მოკლეს ჯარისკაცი დიმიტრი იალპაევი, რომელიც 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. სომხეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ დაკავებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი 20 წლის კარენ გაბრიელიანი. მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიება.

სომხური მედიის ცნობით, ოფიციალური უწყებები ავრცელებენ ინფრომაციაა, თითქოს დაკავებულ გაბრიელიანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გასულ წლის ნოემბერში, ის ადგილობრივ არმიაში მსახურობდა, სადაც, გამოცემა EADaily-ის ინფორმაციით, სუიციდის მიზნით, გაბრიელიანმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც ერევანის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალში, ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. გარკვეული დროის შემდეგ, ის არმიიდან ვადაზე ადრე გაათივისუფლეს.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელზევ ადგილობრივები საუბრობენ და რომლის თანხამადაც დაკავებულს რუსი სამხედროების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ არმიაში მსახურების დროს ჩამოუყალიბდა. მათთან ერთობლივი წვრთნებისას, რუს სამხედროებთან სერიოზული დაპირისპირება მოუვიდა და რამდენიმე მათგანს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა... შედეგად, ის ან უნდა გაესამართლებინათ, ან ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ.

რუსულ ჯარში არსებული უწესრიგობა, ე.წ. დედოვშჩინა და სხვა, ჯარისთვის დამახასიათებელი პრობლემები, არც სომხური სამხედრო ნაწილებისთვის არის უცხო. რისთვისაც, ადგილობრივები სამხედრო სამსახურს მაქსიმალურად თავს არიდებენ. არის შემთხვევები, როდესაც სავალდებულიო ჯარში "გაურკვეველი მიზეზების" გამო, დაღუპულან სამხედროები, ან სამხედრო ნაწილიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაუყვანიათ.

"ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია სამხედრო მეთაურობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. - "მან ვერ შეძლო, სამხედრო წნეხისთვის გაეძლო, ნერვებმა უმტყუნაო", დადებენ დასკვნას და საქმე იხურება"- ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ნაწილების მიმართ უკმაყოფილება კარგა ხანია არსებობს. 2015 წელს გიუმრიში გაუგონარი ფაქტი მოხდა, - რუსეთის არმიის ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა ადგილობრივი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ექვსი თვის ბიჭი. ამ ბოროტმოქმედებას გიუმრისა და ერევანში მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ რუსეთის სამხედროებს დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე