თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
"მონტაჟზე მუშაობდა, პატარა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. 21-ე სართულიდან გადმოვარდნილა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მშენებარე ობიექტზე მომუშავე პირმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.