სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა
ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სკან­და­ლურ ფო­ტო­სა და მი­მარ­თვის ტექტს აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხი, მა­გი­და­ზე მწო­ლი­ა­რე პა­ცი­ენ­ტი და ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ანეს­თე­ზი­ის ქვეშ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის ფონ­ზე სელფს იღე­ბენ. გი­გა­უ­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ფოტო სა­ქარ­თვე­ლო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და მან იცის ექი­მე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი პოს­ტში ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს მი­მარ­თავს და ფაქ­ტზე სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას თხოვს:

"ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ, ბ-ნ და­ვით სერ­გე­ენ­კოს!

ეს - სა­მარ­ცხვი­ნოა! ეს ექი­მის უნი­კა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ის გა­ბი­თუ­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა!..

* * *

ამ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და სოცქსელ­ში, ქარ­თვე­ლი ექი­მი, ქალ­ბა­ტო­ნი, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს ერ­თობ "ორი­გი­ნა­ლუ­რად" აღ­ნიშ­ნავს... "სა­დღე­სას­წა­უ­ლო სელფ­საც" შე­სა­ბა­მი­სად "ამაღ­ლე­ბუ­ლი" ტექ­სტი ადევს: "ასე გა­ვა­ტა­რე ჩემი და­ბა­დე­ბის დღე­ეე!.."

არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, პირ­და­პირ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს ხდე­ბა - ფო­ტო­ზე ნათ­ლად ჩანს, ანეს­თე­ზი­ით გონ­და­კარ­გუ­ლი პა­ცი­ენ­ტი! კი­დევ მად­ლო­ბა, რომ ღია ჭრი­ლო­ბა­ში ხელ­ჩა­ყო­ფი­ლებ­მა არ გა­და­ი­ღეს "სა­დღე­სას­წა­უ­ლო ფოტო"...

და­ბა­დე­ბის დღის სა­მუ­შა­ო­ზე აღ­ნიშ­ვნა ალ­ბათ, სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე დაწ­ვე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბი­ო­და, მაგ­რამ ამას ცო­ტა­ო­დე­ნი სა­ე­ქი­მო ეთი­კა მა­ინც ხომ სჭირ­დე­ბა?! ასე­თი სელ­ფე­ბის გამო, უცხო­ეთ­ში ექი­მებს ავ­ტო­მა­ტუ­რად, სამ­სა­ხურს ატო­ვე­ბი­ნე­ბენ! ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმ ფო­ტო­ე­ბის სე­რი­ი­და­ნაა, მო­ნა­დი­რე­ე­ბი რომ იღე­ბენ ნა­ნა­დი­რევ­თან!

სხვი­სი არ ვიცი და, მე, არც ჩემ­თვის და არც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ნამ­დვი­ლად არ ვი­სურ­ვებ­დი ასეთ ექი­მებ­თან მოხ­ვედ­რას!

ეს ექი­მის უნი­კა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ის გა­ბი­თუ­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა!.. იმე­დია, ეს "ექი­მე­ბი" სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯე­ბი­ან, რომ სხვებს არ გა­უჩ­ნდეთ სურ­ვი­ლი, ასე არა­და­მი­ა­ნუ­რად დას­ცი­ნონ უგო­ნოდ მყოფ პა­ცი­ენ­ტებს!

P.S. თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მე შე­მიძ­ლია ვუ­თხრა "ექი­მის" ვი­ნა­ო­ბა!" - წერს გი­ორ­გი გი­გა­უ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

AMBEBI.GE ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, ნამ­დვი­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შია თუ არა გა­და­ღე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ კლი­ნი­კა­ში და რა რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა

ექიმების სელფი საოპერაციოდან, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები აღაშფოთა

ჟურნალისტი გიორგი გიგაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ ფოტოსა და მიმართვის ტექტს აქვეყნებს. ფოტოზე აღბეჭდილია საოპერაციო ოთახი, მაგიდაზე მწოლიარე პაციენტი და ექიმები, რომლებიც ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის ფონზე სელფს იღებენ. გიგაური ირწმუნება, რომ ფოტო საქართველოშია გადაღებული და მან იცის ექიმების ვინაობა. ჟურნალისტი პოსტში ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას თხოვს:

"ჯანდაცვის მინისტრ, ბ-ნ დავით სერგეენკოს!

ეს - სამარცხვინოა! ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..

* * *

ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ "ორიგინალურად" აღნიშნავს... "სადღესასწაულო სელფსაც" შესაბამისად "ამაღლებული" ტექსტი ადევს: "ასე გავატარე ჩემი დაბადების დღეეე!.."

არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება - ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი! კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს "სადღესასწაულო ფოტო"...

დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებიოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?! ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ! ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან!

სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!.. იმედია, ეს "ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია ვუთხრა "ექიმის" ვინაობა!" - წერს გიორგი გიგაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

AMBEBI.GE ცდილობს გაარკვიოს, ნამდვილად საქართველოშია თუ არა გადაღებული აღნიშნული, რომელ კლინიკაში და რა რეაგირება მოყვება აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროსგან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს