თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგად მოტიციკლისტი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბაიკერი იყო.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.