სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "კონჩიტა" "X ფაქტორში": "ლელა წურწუმიას არ დაურიგებია იმდენი ავტოგრაფი, რამდენიც მე დავარიგე ფილარმონიაში"
ქართველი "კონჩიტა" "X ფაქტორში": "ლელა წურწუმიას არ დაურიგებია იმდენი ავტოგრაფი, რამდენიც მე დავარიგე ფილარმონიაში"

30 წლის პაკო ტა­ბა­ტა­ძემ ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე, "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის მო­ხიბ­ვლა კონ­ჩი­ტას იმი­ჯით სცა­და და გა­მო­უ­ვი­და კი­დეც - ის შემ­დეგ ტურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი კონ­ჩი­ტას შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. ვე­ცა­დეთ, მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს კონ­კურ­სან­ტი უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო მკი­თხვე­ლის­თვის...

- პაკო, თქვენს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- 30 წლის ვარ, თა­ვი­დან­ვე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დან­გრე­ვას, სა­ქარ­თვე­ლო არ მი­მაჩ­ნია ისეთ ქვეყ­ნად, სა­დაც ტრა­დი­ცი­ებს ვერ და­არ­ღვევ. ვი­საც ჩემი ორი­ენ­ტა­ცია აინ­ტე­რე­სებს, მათ ვე­ტყვი რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, გი­ზი­დავს თუ არა მა­მა­კა­ცე­ბი?

- მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ ჩემი პი­რა­დის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა არ ღირს. გოგო მომ­წონს თუ ბიჭი, ეს ჩემი ინ­ტი­მია. წლე­ბის წინ, "ჯე­ო­ბარ­ში" პი­ა­რის­თვის ვთქვი, რომ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა, წლე­ბის წინ თქვენს მიერ გა­კე­თე­ბულ ამ გან­ცხა­დე­ბას?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო ეს მათ­თვის. სა­ნამ ბარ­ში შე­ვი­დო­დი, ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, რომ პი­ა­რი მჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა ეს გან­ცხა­დე­ბა. მე ჩვე­უ­ლებ­რივ თბი­ლი­სურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც არა­ფე­რი უკ­ვირთ.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დით "იქს ფაქ­ტო­რამ­დე"?

- სტა­ჟი­ა­ნი მიმ­ტა­ნი ვარ, სხვა­დას­ხვა პრეს­ტი­ჟულ რეს­ტორ­ნებ­ში ვმუ­შა­ობ­დი მიმ­ტა­ნად. შემ­დეგ თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი და ანი­მა­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და სტი­ლის­ტად ვმუ­შა­ობ. სა­ნამ "იქს ფაქ­ტორ­ში" მოვ­ხვდე­ბო­დი, "ნი­ჭი­ერ­ში" ვცა­დე ბედი, სა­დაც ქუს­ლე­ბით გა­ვე­დი სცე­ნა­ზე, მა­შინ ნიკა გვა­რა­მი­ამ მი­თხრა, კონ­ჩი­ტას გავ­ხა­რო და იმის მერე და­მარ­ტყა თავ­ში კონ­ჩი­ტას იმი­ჯის მორ­გე­ბამ.

6 თვე ერთ-ერთ ბარ­ში ვმუ­შა­ობ­დი კა­რა­ო­კეს წამ­ყვა­ნად. ვცა­დე სიმ­ღე­რა­ში მე­ცა­და ბედი, მო­ვირ­გე კონ­ჩი­ტას იმი­ჯი და მო­ვე­დი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ვიწ­ვიე ხალ­ხში, მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე მედ­გა. იმ დღეს დი­ვას, ლელა წურ­წუ­მი­ა­საც არ და­უ­რი­გე­ბია იმ­დე­ნი ავ­ტოგ­რა­ფი, რამ­დე­ნიც და­ვა­რი­გე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ კრი­ტი­კუ­ლად, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რად შე­მა­ფა­სა. ობი­ექ­ტუ­რად შე­მა­ფა­სეს ლელა წურ­წუ­მი­ამ და სტე­ფა­ნემ. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ნი­ჟა­რა­ძეს, მას­ზე ნა­წყე­ნი ვარ. ვერ გა­ვი­გე, მას კუნ­თი­ა­ნი ბი­ჭე­ბის ბო­დი­ბილ­დინ­გი აქვს მო­წყო­ბი­ლი თუ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი? გა­ცი­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რა მომ­ცა შე­სას­რუ­ლებ­ლად.

- შენს გა­მოს­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა...

- ვნა­ხე ის შე­ფა­სე­ბე­ბი, ვნა­ხე რო­გორ გამ­ლან­ძღეს. ვინც უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მლან­ძღა და უბე­დუ­რე­ბე­ბი მე­ძა­ხა, თა­ვად არი­ან ლა­ტენ­ტუ­რი გე­ე­ბი და ამი­ტომ ლან­ძღა­ვენ უმ­ცი­რე­სო­ბებს. რომ წერ­დნენ კონ­ჩი­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად დას­რულ­დაო, რა შუ­ა­შია ჩემ­თან სა­ა­კაშ­ვი­ლი? მე მის გვერ­დით კონ­ჩი­ტე­ბიც არ მი­ნა­ხავს. იმის მერე, რაც "იქს ფაქ­ტო­რი" გა­ვი­და ეთერ­ში, პირ­ვე­ლად გუ­შინ ვი­ყა­ვი რეს­ტო­რან­ში და "კა­რა­ლე­ვა­სა­ვით", ხე­ლი­დან ხელ­ში გა­დავ­ყავ­დი მა­მა­კა­ცებს, ისე­თი ოვა­ცი­ე­ბით შემ­ხვდნენ.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ შე­რონ სთო­უნს სა­ქარ­თვე­ლო­ში გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით თქვენ გა­უ­მას­პინ­ძლდით...

- კი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი მსა­ხი­ო­ბი შე­რონ სთო­უ­ნი, მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი პი­რა­დად. ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და უშუ­ა­ლო მან­დი­ლო­სა­ნია. კონ­ტაქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია. ხში­რად ვუც­ვლი­დი თეფშს სუფ­რა­ზე, თვი­თონ მი­თხრა, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, ასე გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­პყრო­ბას არ ვსა­ჭი­რო­ე­ბო. არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არ ჰქო­ნია. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პი­რო­ბით სას­ჯელს იხ­დით, რა მოხ­და?

- ნამ­დვი­ლად ასეა, ამი­ტო­მაც ვარ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუ­ბი­დან გა­მო­ვე­დი, ტე­ლე­ფონ­მა და­მი­რე­კა, ხმა­მაღ­ლა ვუ­პა­სუ­ხე, რა დრო­საც მო­ვი­და პო­ლი­ცია და და­მა­კა­ვეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­თვის. პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა­ში როცა ჩამ­სვეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიე და და­ვა­ზი­ა­ნე მან­ქა­ნა, სწო­რედ ამი­ტომ წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მაქვს. აგ­ვის­ტო­ში გა­დის 6 თვე, შე­წყა­ლე­ბას დავ­წერ და სა­ქარ­თვე­ლოს დავ­ტო­ვებ.

- ისევ თურ­ქეთ­ში წახ­ვალთ?

- არა, მინ­და შვე­დეთ­ში წა­ვი­დე, იქ ავი­წყობ ცხოვ­რე­ბას და კა­რი­ე­რა­საც. ოჯახ­საც შევ­ქმნი, უცხო­ელ ქალ­ზე ვი­ქორ­წი­ნებ, რად­გან კომ­პელ­ქსი­ან ქარ­თველ ქალ­თან ვერ ვი­ცხოვ­რებ. ძა­ლი­ან კომ­პლექ­სი­ა­ნე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი და და­ვი­ღა­ლე ამ კომ­პლექ­სე­ბით. სექ­სი და კა­მა­სუტ­რის პო­ზე­ბი ჩემ­თვის არის ხე­ლოვ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი კი მამა-პა­პურ პო­ზებს ითხო­ვენ ლო­გინ­ში და მე და­მა­წე­ქი, და­გა­წე­ქი არ შე­მიძ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ქართველი "კონჩიტა" "X ფაქტორში": "ლელა წურწუმიას არ დაურიგებია იმდენი ავტოგრაფი, რამდენიც მე დავარიგე ფილარმონიაში"

ქართველი "კონჩიტა" "X ფაქტორში": "ლელა წურწუმიას არ დაურიგებია იმდენი ავტოგრაფი, რამდენიც მე დავარიგე ფილარმონიაში"

30 წლის პაკო ტაბატაძემ ფილარმონიის სცენაზე, "X ფაქტორის" ჟიურის მოხიბვლა კონჩიტას იმიჯით სცადა და გამოუვიდა კიდეც - ის შემდეგ ტურში გადაიყვანეს, თუმცა ქართველი კონჩიტას შოუში გამოჩენას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ვეცადეთ, მუსიკალური შოუს კონკურსანტი უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის...

- პაკო, თქვენს შესახებ გვიამბეთ...

- 30 წლის ვარ, თავიდანვე არაორდინალური და განსხვავებული ადამიანი ვიყავი. მუდმივად ვცდილობდი სტერეოტიპების დანგრევას, საქართველო არ მიმაჩნია ისეთ ქვეყნად, სადაც ტრადიციებს ვერ დაარღვევ. ვისაც ჩემი ორიენტაცია აინტერესებს, მათ ვეტყვი რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

- ხალხს აინტერესებს, გიზიდავს თუ არა მამაკაცები?

- მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი პირადის სააშკარაოზე გამოტანა არ ღირს. გოგო მომწონს თუ ბიჭი, ეს ჩემი ინტიმია. წლების წინ, "ჯეობარში" პიარისთვის ვთქვი, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი ვარ.

- ოჯახი როგორ შეხვდა, წლების წინ თქვენს მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას?

- ჩვეულებრივი იყო ეს მათთვის. სანამ ბარში შევიდოდი, ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ პიარი მჭირდებოდა, ამიტომ მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს განცხადება. მე ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში გავიზარდე, სადაც არაფერი უკვირთ.

- რას საქმიანობდით "იქს ფაქტორამდე"?

- სტაჟიანი მიმტანი ვარ, სხვადასხვა პრესტიჟულ რესტორნებში ვმუშაობდი მიმტანად. შემდეგ თურქეთში წავედი და ანიმატორად დავიწყე მუშაობა. ახლა საქართველოში ვარ და სტილისტად ვმუშაობ. სანამ "იქს ფაქტორში" მოვხვდებოდი, "ნიჭიერში" ვცადე ბედი, სადაც ქუსლებით გავედი სცენაზე, მაშინ ნიკა გვარამიამ მითხრა, კონჩიტას გავხარო და იმის მერე დამარტყა თავში კონჩიტას იმიჯის მორგებამ.

6 თვე ერთ-ერთ ბარში ვმუშაობდი კარაოკეს წამყვანად. ვცადე სიმღერაში მეცადა ბედი, მოვირგე კონჩიტას იმიჯი და მოვედი ფილარმონიაში. ისეთი აღფრთოვანება გამოვიწვიე ხალხში, მთელი დარბაზი ფეხზე მედგა. იმ დღეს დივას, ლელა წურწუმიასაც არ დაურიგებია იმდენი ავტოგრაფი, რამდენიც დავარიგე ფილარმონიაში. გიორგი გაბუნიამ კრიტიკულად, მაგრამ ობიექტურად შემაფასა. ობიექტურად შემაფასეს ლელა წურწუმიამ და სტეფანემ. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, მასზე ნაწყენი ვარ. ვერ გავიგე, მას კუნთიანი ბიჭების ბოდიბილდინგი აქვს მოწყობილი თუ სიმღერის კონკურსი? გაციებული ვიყავი და უიტნი ჰიუსტონის სიმღერა მომცა შესასრულებლად.

- შენს გამოსვლას სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა...

- ვნახე ის შეფასებები, ვნახე როგორ გამლანძღეს. ვინც უშვერი სიტყვებით მლანძღა და უბედურებები მეძახა, თავად არიან ლატენტური გეები და ამიტომ ლანძღავენ უმცირესობებს. რომ წერდნენ კონჩიტების საქართველო, სააკაშვილთან ერთად დასრულდაო, რა შუაშია ჩემთან სააკაშვილი? მე მის გვერდით კონჩიტებიც არ მინახავს. იმის მერე, რაც "იქს ფაქტორი" გავიდა ეთერში, პირველად გუშინ ვიყავი რესტორანში და "კარალევასავით", ხელიდან ხელში გადავყავდი მამაკაცებს, ისეთი ოვაციებით შემხვდნენ.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ შერონ სთოუნს საქართველოში გემრიელი კერძებით თქვენ გაუმასპინძლდით...

- კი, როცა საქართველოში იყო ჩამოსული მსახიობი შერონ სთოუნი, მე ვემსახურებოდი პირადად. ძალიან დახვეწილი და უშუალო მანდილოსანია. კონტაქტური ადამიანია. ხშირად ვუცვლიდი თეფშს სუფრაზე, თვითონ მითხრა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ასე განსაკუთრებულ მოპყრობას არ ვსაჭიროებო. არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია. მოკრძალებული ადამიანია.

- ჩემთვის ცნობილია, რომ პირობით სასჯელს იხდით, რა მოხდა?

- ნამდვილად ასეა, ამიტომაც ვარ ახლა საქართველოში. მეგობრებთან ერთად კლუბიდან გამოვედი, ტელეფონმა დამირეკა, ხმამაღლა ვუპასუხე, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და დამაკავეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. პატრულის მანქანაში როცა ჩამსვეს, წინააღმდეგობა გავუწიე და დავაზიანე მანქანა, სწორედ ამიტომ წამიყენეს ბრალი და პირობითი სასჯელი მაქვს. აგვისტოში გადის 6 თვე, შეწყალებას დავწერ და საქართველოს დავტოვებ.

- ისევ თურქეთში წახვალთ?

- არა, მინდა შვედეთში წავიდე, იქ ავიწყობ ცხოვრებას და კარიერასაც. ოჯახსაც შევქმნი, უცხოელ ქალზე ვიქორწინებ, რადგან კომპელქსიან ქართველ ქალთან ვერ ვიცხოვრებ. ძალიან კომპლექსიანები არიან ქართველი ქალები და დავიღალე ამ კომპლექსებით. სექსი და კამასუტრის პოზები ჩემთვის არის ხელოვნება, ქართველი ქალები კი მამა-პაპურ პოზებს ითხოვენ ლოგინში და მე დამაწექი, დაგაწექი არ შემიძლია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება