პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი და­ამ­ტკი­ცა. კა­ნონპ­რო­ექტს მე­სა­მე მოს­მე­ნით უყა­რეს კენ­ჭი და მას 89 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, წი­ნა­აღ­მდეგ არა­ვინ წა­სუ­ლა.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი­თა და თან­დე­ვი პრო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტის თა­ნახ­მად, შე­მო­დის მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მის მი­ნი­ჭე­ბის წესი. თი­თო­ე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც მარ­თვის მოწ­მო­ბის მფლო­ბე­ლის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში იქ­ნე­ბა ჩა­დე­ნი­ლი, გა­მო­იწ­ვევს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 100 ქუ­ლი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი ქუ­ლის გა­მოკ­ლე­ბას. კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის გამო ქუ­ლე­ბის 0-მდე შემ­ცი­რე­ბა ერთი წლით მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გას­ვლამ­დე, პირი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნას შეძ­ლებს მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხოლო თუ მას ერთი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე­დაც ამო­ე­წუ­რა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი, იგი მიმ­დი­ნა­რე კა­ლენ­და­რუ­ლი წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვე­ღარ შეძ­ლებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის გზით მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში 1 ივ­ლი­სი­დან შევა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წასულა.

”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებითა და თანდევი პროექტების პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

კანონპროექტი ძალაში 1 ივლისიდან შევა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."