პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...

მრა­ვალ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, სტე­ფა­ნე მსმე­ნელს "მუ­ზა­მეს" მიერ და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე უბ­რუნ­დე­ბა. სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა, სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მსმე­ნელს წლე­ბის წინ თავი შე­აყ­ვა­რა, დუ­ე­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე ახა­ლი კომ­პო­ზი­ცია - აი, რა ელო­დე­ბა მსმე­ნელს "spacehall"-ში 22 აპ­რილს და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე.

"იქ­ნე­ბა ბევ­რი ძვე­ლი სიმ­ღე­რა, თუმ­ცა არც ერთი ძვე­ლი სა­უნ­დით. ზუსტ რი­ცხვს ვერ გე­ტყვით, რამ­დენ სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ, ვიცი რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბი, მაქ­სი­მა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვა­ნი­ჭებ მსმე­ნელს, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. დიდი მად­ლო­ბა "მუ­ზა­მეს", რომ და­გეგ­მა, ძა­ლი­ან მა­გარ ადა­მი­ა­ნებს. მექ­ნე­ბა დუ­ე­ტე­ბიც - მაია დარსმე­ლი­ძეს­თან, ქე­თა­თოს­თან და ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეს­თან. Sparkle-თან მექ­ნე­ბა ასე­ვე დუ­ე­ტი, ძა­ლი­ან მა­გარ გო­გო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც "ბექ­ვო­კალ­ში" იქ­ნე­ბი­ან.

მა­ი­ას­თან ერ­თად ვიმ­ღე­რებ რო­გორც ცნო­ბილ ჰიტს - "ხე­ლებს", ასე­ვე ახალ დუ­ეტს, რო­მელ­საც არ ვი­ცით ჩავ­წერთ თუ არა, თუმ­ცა კონ­ცერ­ტზე ნამ­დვი­ლად ვიმ­ღე­რებთ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. კონ­ცერტს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, მი­ხა­რია, რომ აინ­ტე­რე­სებთ და ელო­დე­ბი­ან. მო­ლო­დი­ნი არის რომ გა­და­ივ­სე­ბა აქა­უ­რო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს სტე­ფა­ნე.

"მუ­ზა­მეს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი წოწ­კო­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, რა­ტომ გაჩ­ნდა სტე­ფა­ნეს სოლო-კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის იდეა:

"ზო­გა­დად ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ცოტა და­უ­ფა­სე­ბე­ლია, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­სი­კო­სის მოწ­ვე­ვა. "მუ­ზა­მე"-ს, რო­გორც იცით, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი ჩა­მო­ყავს, გვინ­დო­და ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტიც ყო­ფი­ლი­ყო, სტე­ფა­ნეს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში პოპ-მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან თა­მა­მი იყო. ამი­ტომ ვი­ფიქ­რეთ, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მა­ყუ­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­აა.

"მუ­ზა­მე" ჯგუ­ფი ვთვლით, რომ სტე­ფა­ნეს მუ­სი­კა ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია და პა­სუ­ხობს ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც ჩვენ შექ­მნის დროს წა­ვა­ყე­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ კარ­გი მუ­სი­კა კეთ­დე­ბა და ჩვე­ნი ერთ-ერთი სურ­ვი­ლიც ეს არის, ლო­კა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი წინ წა­მოვ­წი­ოთ", - ამ­ბობს გი­ორ­გი წოწ­კო­ლა­უ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სტეფანე მსმენელს "მუზამეს" მიერ დაგეგმილ კონცერტზე უბრუნდება. საათნახევრიანი პროგრამა, სიმღერები, რომლებმაც მსმენელს წლების წინ თავი შეაყვარა, დუეტები და რამდენიმე ახალი კომპოზიცია - აი, რა ელოდება მსმენელს "spacehall"-ში 22 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე.

"იქნება ბევრი ძველი სიმღერა, თუმცა არც ერთი ძველი საუნდით. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენ სიმღერას შევასრულებ, ვიცი რომ ბოლომდე დავიხარჯები, მაქსიმალურ სიამოვნებას მივანიჭებ მსმენელს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დიდი მადლობა "მუზამეს", რომ დაგეგმა, ძალიან მაგარ ადამიანებს. მექნება დუეტებიც - მაია დარსმელიძესთან, ქეთათოსთან და ერეკლე დეისაძესთან. Sparkle-თან მექნება ასევე დუეტი, ძალიან მაგარ გოგოებთან, რომლებიც "ბექვოკალში" იქნებიან.

მაიასთან ერთად ვიმღერებ როგორც ცნობილ ჰიტს - "ხელებს", ასევე ახალ დუეტს, რომელსაც არ ვიცით ჩავწერთ თუ არა, თუმცა კონცერტზე ნამდვილად ვიმღერებთ და ძალიან საინტერესო იქნება. კონცერტს საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს, მიხარია, რომ აინტერესებთ და ელოდებიან. მოლოდინი არის რომ გადაივსება აქაურობა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - ამბობს სტეფანე.

"მუზამეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი წოწკოლაური განმარტავს, რატომ გაჩნდა სტეფანეს სოლო-კონცერტის გამართვის იდეა:

"ზოგადად ქართველი არტისტი ჩვენს რეალობაში ცოტა დაუფასებელია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მუსიკოსის მოწვევა. "მუზამე"-ს, როგორც იცით, ძირითადად უცხოელი არტისტები ჩამოყავს, გვინდოდა ქართველი არტისტიც ყოფილიყო, სტეფანეს კი საქართველოში პოპ-მუსიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი აქვს გაკეთებული, ძალიან თამამი იყო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მისი სიმღერების ახალი ინტერპრეტაციით მაყურებლისთვის მიწოდება საკმაოდ საინტერესო იდეაა.

"მუზამე" ჯგუფი ვთვლით, რომ სტეფანეს მუსიკა ძალიან ღირებულია და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ შექმნის დროს წავაყენეთ. საქართველოში საკმაოდ კარგი მუსიკა კეთდება და ჩვენი ერთ-ერთი სურვილიც ეს არის, ლოკალური არტისტები წინ წამოვწიოთ", - ამბობს გიორგი წოწკოლაური.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება