მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა
ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს კი­დევ დიდ­ხანს ექ­ნე­ბათ სა­სა­უბ­როდ "ბარ­სე­ლო­ნა"-"იუ­ვენ­ტუ­სის" 19 აპ­რი­ლის შერ­კი­ნე­ბა "კამპ ნო­უ­ზე". ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ბარ­სე­ლო­ნას" მარ­ცხს, მაგ­რამ მატ­ჩის შემ­დეგ გან­ხილ­ვის კი­დევ ერთ თე­მად ერთი უწყი­ნა­რი ფოტო გახ­და.

ფო­ტო­ზე "იუ­ვენ­ტუ­სის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ტრი­უმფს ზე­ი­მო­ბენ. ქარ­თველ­მა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მათი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის მიღ­მა სუფ­რა­ზე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი და­ა­ფიქ­სი­რეს: მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი "ბორ­ჯო­მი".

"ბარ­სე­ლო­ნა-იუ­ვენ­ტუ­სის მატ­ჩის შემ­დგო­მი ბან­კე­ტი. მა­გი­და­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი "ბორ­ჯო­მი". არის ბარ­სა-იუ­ვე­ში რა­ღაც ქარ­თუ­ლი" - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ფო­ტოს უზი­ა­რებს მე­გობ­რებს.

თა­ვი­დან ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა. გავ­რცელ­და "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა გვერ­დზე და უამ­რა­ვი სი­ა­მა­ყით აღვსი­ლი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, რომ "იუ­ვეს" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ქარ­თულ მი­ნე­რა­ლურ წყალს სვა­მენ.

თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა ფოტო "ფე­ი­კი" აღ­მოჩ­ნდა და უბ­რა­ლოდ, კარ­გი მონ­ტა­ჟის შე­დე­გია.

აქვე გთა­ვა­ზობთ ორი­გი­ნალ ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბოთ­ლის ნაც­ვლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის მი­ნის ბოთ­ლი დგას.

სხვა­თა შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი ხში­რად ხდე­ბა, ამი­ტო­მაც "ფე­ის­ბუქ­მა" ახა­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო მათ გა­მო­სავ­ლე­ნად. შე­სა­ბა­მი­სი ღი­ლა­კი ახა­ლი ამ­ბე­ბის ველ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის "კედ­ლებ­ზე" გა­მოჩ­ნდე­ბა ბმუ­ლი "რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ყალ­ბი ნი­უ­სი". ბმულ­ზე და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დავ­ლენ "ფე­ის­ბუ­ქის" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში, სა­დაც 10 პა­ტა­რა რჩე­ვის სა­ხით მათ და­ეხ­მა­რე­ბი­ან გა­მო­არ­ჩი­ონ და დაბ­ლო­კონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

კამ­პა­ნია სულ 14 ქვე­ყა­ნას მო­ი­ცავს, მათ შო­რის: გერ­მა­ნი­ას, საფ­რან­გეთს, იტა­ლი­ას, დიდ ბრი­ტა­ნეთს, ფი­ლი­პი­ნებს, ინ­დო­ნე­ზი­ას, ტა­ი­ვანს, მი­ან­მარს, ბრა­ზი­ლი­ას, მექ­სი­კას, კო­ლუმ­ბი­ას, არ­გენ­ტი­ნას, აშშ-სა და კა­ნა­დას.

მი­უ­ხე­და­ვად ცვლი­ლე­ბი­სა, ექ­სპერ­ტებს ეჭვი ეპა­რე­ბათ მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ში. მათი აზ­რით, სი­ტუ­ა­ცია მა­ნამ იქ­ნე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი, სა­ნამ "ფე­ის­ბუ­ქი" გა­აგ­რძე­ლებს მსგავ­სი სა­ხის ნი­უ­სე­ბის შემ­ქმნელ­თა დიდი ტრა­ფი­კი­თა და ად­ვი­ლი წვდო­მით "და­ჯილ­დო­ვე­ბას".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ექნებათ სასაუბროდ "ბარსელონა"-"იუვენტუსის" 19 აპრილის შერკინება "კამპ ნოუზე". ქართველი ფეისბუქმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" მარცხს, მაგრამ მატჩის შემდეგ განხილვის კიდევ ერთ თემად ერთი უწყინარი ფოტო გახდა.

ფოტოზე "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან ასახულნი, რომლებიც ტრიუმფს ზეიმობენ. ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მათი გამარჯვებული სახეების მიღმა სუფრაზე ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს: მინერალური წყალი "ბორჯომი".

"ბარსელონა-იუვენტუსის მატჩის შემდგომი ბანკეტი. მაგიდაზე მინერალური წყალი "ბორჯომი". არის ბარსა-იუვეში რაღაც ქართული" - წერს ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი და ფოტოს უზიარებს მეგობრებს.

თავიდან ფოტოს ინტერნეტმომხმარებლებში აღფრთოვანება მოჰყვა. გავრცელდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე და უამრავი სიამაყით აღვსილი კომენტარი დაიწერა, რომ "იუვეს" ფეხბურთელები ქართულ მინერალურ წყალს სვამენ.

თუმცა, როგორც ირკვევა ფოტო "ფეიკი" აღმოჩნდა და უბრალოდ, კარგი მონტაჟის შედეგია.

აქვე გთავაზობთ ორიგინალ ფოტოს, რომელზეც ქართული მინერალური წყლის ბოთლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყლის მინის ბოთლი დგას.

სხვათა შორის, სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება, ამიტომაც "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო მათ გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" გამოჩნდება ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, გადავლენ "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.

კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.

მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ "ფეისბუქი" გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით "დაჯილდოვებას".

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს