საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.
პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ფრანგული გამოცემა L’Express-ის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.
პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან გადაადგილებისგან. შემთხვევის ადგილი ბლოკირებულია პოლიციის მიერ.