პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ
ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ვერ­დიქ­ტი კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 4 სა­ა­თის ვა­და­ში ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს და და­მა­ტე­ბით 8 სა­ათს იყე­ნე­ბენ.

გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ფო­ნი­ჭა­ლა­ში დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხა­ბე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ბრალს არ აღი­ა­რებს, 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის, ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს უვა­დოდ პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან.

ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ შე­ის­წავ­ლა და გი­ორ­გი ხა­ბე­ლაშ­ვილს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. მათი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ისი­ნი საქ­მეს გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვის თქმის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხა­ბე­ლაშ­ვილ­საც, რა­საც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2016 წლის 22 თე­ბერ­ვალს ბრალ­დე­ბულ­მა ფო­ნი­ჭა­ლა­ში 7 ათა­სი დო­ლა­რის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით შე­აღ­წია ნაც­ნო­ბის ოჯახ­ში. საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ნონა რ.-ს და ასე­ვე მის მცი­რე­წლო­ვან შვილს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა სახ­ლი­დან ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი წა­ი­ღო, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით კი სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ

ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ

ნაფიცმა მსაჯულებმა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებული 4 საათის ვადაში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქალაქო სასამართლოს შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან როგორც გარდაცვლილების, ასევე, ბრალდებულის ახლობლები. გარდაცვლილების ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ისინი დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობაში ბრალდებულს უვადოდ პატიმრობას მიუსჯიან.

ბრალდებულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ პროკურატურამ საქმე საფუძვლიანად არ შეისწავლა და გიორგი ხაბელაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ისინი საქმეს გაასაჩივრებენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილსაც, რასაც სასამართლო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ