პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს

ფო­ნი­ჭა­ლა­ში დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში სრუ­ლად დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ხმა­თა ფარ­დო­ბი­თო­ბა იყო 10 ხმა 2-ის წი­ნა­აღ­მდეგ. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დაც­ვის მხა­რეს მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი აღარ გა­უ­კე­თე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბის ვა­დას, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ, 15:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა, სა­დაც მო­სა­მარ­თლე იმ­სჯე­ლებს ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხა­ბე­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის სა­ხად რა ვადა გა­ნე­სა­ზღვრე­ბა. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2016 წლის 22 თე­ბერ­ვალს ბრალ­დე­ბულ­მა ფო­ნი­ჭა­ლა­ში 7 ათა­სი დო­ლა­რის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით შე­აღ­წია ნაც­ნო­ბის ოჯახ­ში, და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ნონა რ.-ს და ასე­ვე მის მცი­რე­წლო­ვან შვილს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა სახ­ლი­დან ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი წა­ი­ღო, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით კი სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად დამნაშავედ ცნეს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ ცნეს.

როგორც სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, ხმათა ფარდობითობა იყო 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება პატიმრობის ვადას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პატიმრობის სახად რა ვადა განესაზღვრება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ