სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია
Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია

12 აპ­რილს თბი­ლის­ში, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სივ­რცე­ში - ტექ­ნო­პარკში, Samsung Galaxy S8 | S8+ სამ­სუნ­გის სა­თაო ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - ეონ კიმ­მა გაგ­ვაც­ნო.

ყო­ვე­ლი ახა­ლი ფლაგ­მა­ნის გა­მოს­ვლი­სას, რა თქმა უნდა, გი­კე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს მო­ე­ლი­ან, მაგ­რამ Galaxy S8-ს ან მის 6.2-ინ­ჩი­ან ძმას S8+ ხელ­ში რომ და­ი­ჭერ, ხვდე­ბი, რომ Samsung-მა მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბა.

პირ­ველ რიგ­ში რას ამ­ჩნევ? რა თქმა უნდა უსა­ზღვრო ეკ­რანს! რო­მე­ლიც კორ­პუ­სის პრო­პორ­ცი­ას­თან კი­დევ უფრო მე­ტად არის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და 18%-ით მეტი კონ­ტენ­ტის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ასე­ვე, თით­ქმის სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა - Galaxy-ს ახალ მო­დე­ლებს უკვე არ­სე­ბულ დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე (თი­თის ანა­ბეჭ­დის სკა­ნე­რი, პა­რო­ლი, ნა­ხა­ტი და პინ კოდი) და­მა­ტე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვა თვა­ლის ფე­რა­დი გარ­სის სკა­ნე­რი­თაც შე­უძ­ლია; იგი­ვე პრინ­ცი­პით და­ცულ სა­ქა­ღალ­დეს (Secure Folder), სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას/აპ­ლი­კა­ცი­ას მშვი­დად შე­ი­ნა­ხავ; ამ ყვე­ლაფ­რის თვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამ­ჩნევ, რომ სმარ­ტფო­ნე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფად მუ­შა­ო­ბენ. ეს სის­წრა­ფე მათი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა (Exynos 8895 Quad Core 2.3 GHz M2 Mangoose & Quad Core 1.7 GHz Cortex-A53). 8 ბირ­თვი­ა­ნი სის­ტე­მა ხუმ­რო­ბა ხომ არაა? და არ და­გა­ვი­წყდეს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ხელს წვი­მა და მტვე­რიც ვერ უშ­ლის. IP68 სტან­დარ­ტის წყა­ლო­ბით, ახალ მო­დე­ლებს 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 1.5 მეტრ სიღ­რმის წყალ­შიც კი შე­უძ­ლი­ათ უპ­რობ­ლე­მოდ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

ახა­ლი სმარ­ტფო­ნე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­ნიშ­ნავ, რომ Home ღი­ლა­კი გამ­ქრა­ლა. არა, მარ­თლა კი არ გაქ­რა, სენ­სო­რუ­ლი ღი­ლა­კე­ბით ჩა­ნაც­ვლდა, რომ­ლე­ბიც ეკ­რანს მიღ­მა იმა­ლე­ბა და კორ­პუს­ზე ზედ­მეტ ად­გილს აღარ იკა­ვებს. ხა­ტუ­ლე­ბიც (icons) შეც­ვლი­ლია და თე­მა­ტუ­რად სხვა­დას­ხვა ფე­რე­ბა­დაა დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი. მე­ნი­უ­ში ახალ ტიპს - Bixby-ის გა­და­ა­წყდე­ბი - ეს შენი ახა­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტია. ბიქსბი შე­გახ­სე­ნებს გა­საგ­ზავ­ნი სმს-ისა თუ წე­რი­ლის შე­სა­ხებ. იგი შენს ქმე­დე­ბებს და­აკ­ვირ­დე­ბა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს და და­ად­გენს, რომ, ვთქვათ, მე­გო­ბარს ხში­რად ურე­კავ სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე. ამ ჩვე­უ­ლე­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­რეკ­ვას უკვე თვი­თონ შე­გახ­სე­ნებს. თუ უცხო ად­გი­ლას მოხ­ვდე­ბი, ფო­ტოს გა­და­ი­ღებ და Bixby-ის ჰკი­თხავ, - სად ვარო, მარ­ტო ად­გი­ლის შე­სა­ხებ კი არ მო­გაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, გარ­შე­მო სა­ინ­ტე­რე­სო რეს­ტორ­ნებ­საც მი­გას­წავ­ლის. რეს­ტო­რან­ში შენ­თვის უცხო ენა­ზე მე­ნი­უს თუ ვერ გა­ი­გებ, გა­და­უ­ღე ფოტო და Bixby უპ­რობ­ლე­მოდ გი­თარ­გმნის. მოკ­ლედ, Bixby-ის თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ პი­როვ­ნე­ბა, თან ჭკვი­ა­ნი. მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ოც­რად პრაქ­ტი­კუ­ლია - და­ნარ­ჩე­ნი შენ თვი­თონ აღ­მო­ა­ჩი­ნე.

ეს პირ­ვე­ლი შე­ხე­ბის ეფექ­ტე­ბი ჩა­მო­გით­ვა­ლე. მერე გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, მიჯ­დე სად­მე შენ­თვის ჩუ­მად და ყვე­ლა­ფერ­ში ჩაძ­ვრე-ჩა­ე­კირ­კი­ტო. ახლა იმას მო­გიყ­ვე­ბი, ჩა­კირ­კი­ტე­ბი­სას რას აღ­მო­ა­ჩენ:

InterPressNews.Geმე სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მკლავ­და, Samsung-ის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კა­მე­რა კი­დევ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო :ამ სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­ში მა­ინც მო­უ­ხერ­ხე­ბი­ათ კა­მე­რის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა - ახალ მო­დე­ლებ­ზე ძი­რი­თა­დი კა­მე­რა 12 მე­გა­პიქ­სე­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი (f/1.7 ლინ­ზით), შიდა კი 5-დან 8 MP-ამდე აუყ­ვა­ნი­ათ. ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ობი­ექ­ტი­ვის მო­ახ­ლო­ვე­ბას ორი თითი აღარ სჭირ­დე­ბა, ანუ ფო­ტოს ერთი ხე­ლი­თაც მშვე­ნივ­რად გა­და­ი­ღებ. სელ­ფო­მა­ნე­ბი სამ­სუნ­გმა ფრონ­ტა­ლუ­რი კა­მე­რის ავტო ფო­კუ­სით გა­ა­ხა­რა. ამის გარ­და, კა­მე­რამ კი­დევ 16 ახა­ლი ფილტრი დაგ­ვახ­ვედ­რა და კურ­დღლის ყუ­რე­ბი­თა და კა­ტის ულ­ვა­შე­ბით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი snapchat აღარც დაგ­ვჭირ­დე­ბა, ეს გა­სარ­თო­ბი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი Galaxy-ს ორი­ვე ახალ მო­დელს აქვს.

Galaxy S8|S8+ მო­დე­ლებს ეკ­რან­ზე ორი სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მო­ტა­ნაც შე­უძ­ლია, ზო­მებს თა­ვად და­ა­რე­გუ­ლი­რებ და არც საყ­ვა­რე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის გოლს გა­მო­ტო­ვებ და მე­გო­ბარ­თან მი­მო­წე­რა­საც არ მოს­ცდე­ბი.

სამ­სუნგს არც გე­ი­მე­რე­ბი და­უ­ტო­ვე­ბია უკ­მა­ყო­ფი­ლო - გაზ­რდილ ეკ­რან­ზე Vulkan-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წყა­ლო­ბით სა­ა­თო­ბით შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გრა­ფი­კის მქო­ნე თა­მა­შე­ბით გარ­თო­ბა.

კომ­პა­ნი­ას კი­დევ მშვე­ნი­ე­რი სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს აუ­დი­ო­ფი­ლე­ბის­თვის - ორი­ვე მო­დელს ძი­რი­თად კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში AKG-ს ყურ­სას­მე­ნი მოყ­ვე­ბა. Galaxy S8|S8+ ერ­თდრო­უ­ლად Bluetooth-ით ორ სხვა­დას­ხვა ყურ­სას­მენს შე­გიძ­ლია და­უ­კავ­ში­რო და ორი­ვე მათ­განს სხვა­დას­ხვა რამ მო­ას­მე­ნი­ნო, მა­გა­ლი­თად - ერთს ნა­ვი­გა­ტო­რის ხმა, მე­ო­რეს კი - ფილ­მი.

ამ ყვე­ლაფ­რით სრულ­ფა­სო­ვა­ნი სარ­გებ­ლო­ბის­თვის, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სმარ­ტფო­ნე­ბის ენერ­გი­ის ინ­დექ­სი - ანუ აკუ­მუ­ლა­ტო­რი. კომ­პა­ნი­ამ აქაც საკ­მა­ოდ დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ახა­ლი მო­დე­ლე­ბის აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი (3000/3500 mAh Li-Ion) წი­ნა­მორ­ბე­დებ­ზე ხან­გრძლი­ვად ძლებს და ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბაც 20 პრო­ცენ­ტი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.Galaxy S8|S8+ მო­დე­ლე­ბის და­მუხ­ტვა სწრაფ რე­ჟიმ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და უკა­ბე­ლო­დაც.

ახა­ლი სმარ­ტფო­ნე­ბი Android OS 7.0 Nougat ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, ისი­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად სიმ-ბა­რა­თის 2 სლო­ტით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი და შიდა მეხ­სი­ე­რე­ბა 64 GB-ია (MicroSD 256 GB-მდე მხარ­და­ჭე­რით).

კი­დევ ერთი კარ­გი ამ­ბა­ვია - Samsung DeX, რომ­ლის დო­კის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც Galaxy-ს ახა­ლი მო­დე­ლე­ბი პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რად გა­და­იქ­ცე­ვი­ან და აკე­თე რაც გინ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვროა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი ფე­რის Samsung Galaxy S8|S8+ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი - შავი ღამე, რუხი ორ­ქი­დეა და ალის­ფე­რი ოქრო. წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბა სამ­სუნ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში 18 აპ­რი­ლი­დან 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ყიდ­ვე­ბი კი 8 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნე, რომ თუ რო­მე­ლი­მე ახალ მო­დელს წი­ნას­წარ შე­უკ­ვე­თავ, სა­ჩუქ­რად Samsung-ის 2017 წლის 360°-იანი ფორ­მა­ტის კა­მე­რას (Gear 360) და 32 GB-იან UHD მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­საც მი­ი­ღებ.

მოკ­ლედ, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ბო­ლოს ნაჩ­ვე­ნე­ბი ვი­დეო რგო­ლის ბოლო ფრა­ზა ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს Galaxy-ს ახა­ლი მო­დე­ლე­ბის შე­სა­ხებ ჩემს მო­სა­ფიქ­რე­ბელ დას­კვნას სულ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა­ში - ამ სმარ­ტფო­ნე­ბით "შე­გიძ­ლია აკე­თო ის, რისი გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია".

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია

Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია

12 აპრილს თბილისში, ქალაქის ყველაზე ტექნოლოგიურ სივრცეში - ტექნოპარკში, Samsung Galaxy S8 | S8+ სამსუნგის სათაო ოფისის წარმომადგენელმა - ეონ კიმმა გაგვაცნო.

ყოველი ახალი ფლაგმანის გამოსვლისას, რა თქმა უნდა, გიკები განსაკუთრებულ სიახლეებს მოელიან, მაგრამ Galaxy S8-ს ან მის 6.2-ინჩიან ძმას S8+ ხელში რომ დაიჭერ, ხვდები, რომ Samsung-მა მოლოდინებს გადააჭარბა.

პირველ რიგში რას ამჩნევ? რა თქმა უნდა უსაზღვრო ეკრანს! რომელიც კორპუსის პროპორციასთან კიდევ უფრო მეტად არის მიახლოებული და 18%-ით მეტი კონტენტის დანახვის საშუალებას იძლევა. ასევე, თითქმის სრულყოფილებამდე მისული უსაფრთხოება - Galaxy-ს ახალ მოდელებს უკვე არსებულ დაცვის მექანიზმებზე (თითის ანაბეჭდის სკანერი, პაროლი, ნახატი და პინ კოდი) დამატებით, ინფორმაციის დაცვა თვალის ფერადი გარსის სკანერითაც შეუძლია; იგივე პრინციპით დაცულ საქაღალდეს (Secure Folder), სადაც ნებისმიერ ინფორმაციას/აპლიკაციას მშვიდად შეინახავ; ამ ყველაფრის თვალიერებისას ამჩნევ, რომ სმარტფონები კიდევ უფრო სწრაფად მუშაობენ. ეს სისწრაფე მათი ინოვაციური პროცესორის დამსახურებაა (Exynos 8895 Quad Core 2.3 GHz M2 Mangoose & Quad Core 1.7 GHz Cortex-A53). 8 ბირთვიანი სისტემა ხუმრობა ხომ არაა? და არ დაგავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ხელს წვიმა და მტვერიც ვერ უშლის. IP68 სტანდარტის წყალობით, ახალ მოდელებს 30 წუთის განმავლობაში 1.5 მეტრ სიღრმის წყალშიც კი შეუძლიათ უპრობლემოდ ფუნქციონირება.

ახალი სმარტფონების დანახვისთანავე შენიშნავ, რომ Home ღილაკი გამქრალა. არა, მართლა კი არ გაქრა, სენსორული ღილაკებით ჩანაცვლდა, რომლებიც ეკრანს მიღმა იმალება და კორპუსზე ზედმეტ ადგილს აღარ იკავებს. ხატულებიც (icons) შეცვლილია და თემატურად სხვადასხვა ფერებადაა დაჯგუფებული. მენიუში ახალ ტიპს - Bixby-ის გადააწყდები - ეს შენი ახალი ინტელექტუალური ასისტენტია. ბიქსბი შეგახსენებს გასაგზავნი სმს-ისა თუ წერილის შესახებ. იგი შენს ქმედებებს დააკვირდება, გააანალიზებს და დაადგენს, რომ, ვთქვათ, მეგობარს ხშირად ურეკავ საღამოს 6 საათზე. ამ ჩვეულების დადგენის შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს დარეკვას უკვე თვითონ შეგახსენებს. თუ უცხო ადგილას მოხვდები, ფოტოს გადაიღებ და Bixby-ის ჰკითხავ, - სად ვარო, მარტო ადგილის შესახებ კი არ მოგაწვდის ინფორმაციას, გარშემო საინტერესო რესტორნებსაც მიგასწავლის. რესტორანში შენთვის უცხო ენაზე მენიუს თუ ვერ გაიგებ, გადაუღე ფოტო და Bixby უპრობლემოდ გითარგმნის. მოკლედ, Bixby-ის თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პიროვნება, თან ჭკვიანი. მისი შესაძლებლობები საოცრად პრაქტიკულია - დანარჩენი შენ თვითონ აღმოაჩინე.

ეს პირველი შეხების ეფექტები ჩამოგითვალე. მერე გიჩნდება სურვილი, მიჯდე სადმე შენთვის ჩუმად და ყველაფერში ჩაძვრე-ჩაეკირკიტო. ახლა იმას მოგიყვები, ჩაკირკიტებისას რას აღმოაჩენ:

InterPressNews.Geმე სპორტული ინტერესი მკლავდა, Samsung-ის ყოვლისმომცველი კამერა კიდევ როგორ შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო :ამ სრულყოფილებაში მაინც მოუხერხებიათ კამერის კიდევ უფრო გაუმჯობესება - ახალ მოდელებზე ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი (f/1.7 ლინზით), შიდა კი 5-დან 8 MP-ამდე აუყვანიათ. ფოტოს გადაღებისას ობიექტივის მოახლოვებას ორი თითი აღარ სჭირდება, ანუ ფოტოს ერთი ხელითაც მშვენივრად გადაიღებ. სელფომანები სამსუნგმა ფრონტალური კამერის ავტო ფოკუსით გაახარა. ამის გარდა, კამერამ კიდევ 16 ახალი ფილტრი დაგვახვედრა და კურდღლის ყურებითა და კატის ულვაშებით სახელგანთქმული snapchat აღარც დაგვჭირდება, ეს გასართობი ინსტრუმენტები Galaxy-ს ორივე ახალ მოდელს აქვს.

Galaxy S8|S8+ მოდელებს ეკრანზე ორი სხვადასხვა აპლიკაციის გამოსახულების გამოტანაც შეუძლია, ზომებს თავად დაარეგულირებ და არც საყვარელი საფეხბურთო გუნდის გოლს გამოტოვებ და მეგობართან მიმოწერასაც არ მოსცდები.

სამსუნგს არც გეიმერები დაუტოვებია უკმაყოფილო - გაზრდილ ეკრანზე Vulkan-ის შესაძლებლობების წყალობით საათობით შეგიძლიათ ყველაზე ინტენსიური გრაფიკის მქონე თამაშებით გართობა.

კომპანიას კიდევ მშვენიერი სიახლეები აქვს აუდიოფილებისთვის - ორივე მოდელს ძირითად კომპლექტაციაში AKG-ს ყურსასმენი მოყვება. Galaxy S8|S8+ ერთდროულად Bluetooth-ით ორ სხვადასხვა ყურსასმენს შეგიძლია დაუკავშირო და ორივე მათგანს სხვადასხვა რამ მოასმენინო, მაგალითად - ერთს ნავიგატორის ხმა, მეორეს კი - ფილმი.

ამ ყველაფრით სრულფასოვანი სარგებლობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სმარტფონების ენერგიის ინდექსი - ანუ აკუმულატორი. კომპანიამ აქაც საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახალი მოდელების აკუმულატორები (3000/3500 mAh Li-Ion) წინამორბედებზე ხანგრძლივად ძლებს და ენერგიის მოხმარებაც 20 პროცენტითაა შემცირებული.Galaxy S8|S8+ მოდელების დამუხტვა სწრაფ რეჟიმშიც შესაძლებელია და უკაბელოდაც.

ახალი სმარტფონები Android OS 7.0 Nougat ოპერატიული სისტემით ფუნქციონირებენ, ისინი ტრადიციულად სიმ-ბარათის 2 სლოტით არიან აღჭურვილი და შიდა მეხსიერება 64 GB-ია (MicroSD 256 GB-მდე მხარდაჭერით).

კიდევ ერთი კარგი ამბავია - Samsung DeX, რომლის დოკის საშუალებითაც Galaxy-ს ახალი მოდელები პერსონალურ კომპიუტერად გადაიქცევიან და აკეთე რაც გინდა, შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოში სამი ფერის Samsung Galaxy S8|S8+ იქნება წარმოდგენილი - შავი ღამე, რუხი ორქიდეა და ალისფერი ოქრო. წინასწარი შეკვეთების გაკეთება სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი, ოფიციალური გაყიდვები კი 8 მაისიდან დაიწყება.

გაითვალისწინე, რომ თუ რომელიმე ახალ მოდელს წინასწარ შეუკვეთავ, საჩუქრად Samsung-ის 2017 წლის 360°-იანი ფორმატის კამერას (Gear 360) და 32 GB-იან UHD მეხსიერების ბარათსაც მიიღებ.

მოკლედ, პრეზენტაციის ბოლოს ნაჩვენები ვიდეო რგოლის ბოლო ფრაზა ზუსტად გამოხატავს Galaxy-ს ახალი მოდელების შესახებ ჩემს მოსაფიქრებელ დასკვნას სულ რამდენიმე სიტყვაში - ამ სმარტფონებით “შეგიძლია აკეთო ის, რისი გაკეთებაც შეუძლებელია”.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი