პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას
სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას

2016 წლის იან­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კა­ხეთ­ში სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. რო­გორც მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ივ­რის ნა­პირ­ზე, კო­წა­ხუ­რას ქე­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით სა­ვა­რა­უ­დოდ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ივ­რის ზე­გან­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ, არ­ქე­ო­ლოგ ქეთი დიღ­მე­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც კო­ლე­გებ­თან ერ­თად ეს ობი­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა:

- ამ ეტაპ­ზე ივ­რის ნა­პირ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ ნა­ქა­ლა­ქარ­ზე დაზ­ვერ­ვი­თი სა­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვა­წარ­მო­ეთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო გაგ­ვერ­კვია, ზუს­ტად რას­თან გვქონ­და საქ­მე, იყო თუ არა ეს ისე­თი მას­შტა­ბუ­რი კომ­პლექ­სი ან ნა­მო­სახ­ლა­რი, რო­გო­რიც თა­ვი­დან წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. თან გვსურ­და გაგ­ვერ­კვია, იყო თუ არა აქ ნამ­დვი­ლად ყორ­ღა­ნი. სა­მუ­შა­ო­ებს ვა­წარ­მო­ებ­დით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ად­გილ­ზე მცი­რე ჯგუ­ფი წა­ვე­დით, რად­გან დიდი მას­შტა­ბის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო არ გვქონ­და. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ვი­ნა­ი­დან ობი­ექ­ტი სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან გვქონ­და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, რის­თვი­საც მათ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებთ.

იხი­ლეთ კად­რე­ბი აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლი­დან

20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ამ ად­გი­ლას ნამ­დვი­ლად არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ობი­ექ­ტია. ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მო­ი­სინ­ჯა. და­იზ­ვე­რა, ის ად­გი­ლიც სა­დაც ალი­ზით ნა­გე­ბი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩან­და. და­დას­ტურ­და ალი­ზის კედ­ლე­ბის ნაშ­თი, თუმ­ცა რას წარ­მო­ად­გენ­და ეს კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი ამ ეტაპ­ზე ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო ყორ­ღანს, მას­ზე მაშ­ტა­ბუ­რი კვლე­ვა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. მოხ­და მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა, რა­მაც რე­ა­ლურ შე­დე­გამ­დე ვერ მიგ­ვიყ­ვა­ნა. გო­რის არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა ერ­თგვა­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამი­ტომ ზუსტ დას­კვნებს ჯერ ვერ გა­ვა­კე­თებთ.

ამ აღ­მო­ჩე­ნი­დან 300-400 მეტრში, ზე­და­პი­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას წა­ვა­წყდით. აქ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­ოდ მძლავ­რი, ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი, რო­მე­ლიც ძვ.წ. პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლის და­სა­წყი­სით და­თა­რიღ­და. ის და­ახ­ლო­ე­ბით 2 ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი. ეს ად­გი­ლი შე­და­რე­ბით კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი, რად­გან კლდის მა­სი­ვის ძირ­შია და ერ­თგვა­რად და­ცუ­ლია ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან.

სა­თავ­სო ნა­გე­ბო­ბის გა­თხრის შე­დე­გად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მი (ქვევ­რე­ბი, დერ­გე­ბი, დო­ქე­ბი, ქოთ­ნე­ბი), კვი­რის­თა­ვე­ბი, შურ­დუ­ლის ქვე­ბი და სხვა. მა­სა­ლამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, გვე­ფიქ­რა, რომ ეს ნა­მო­სახ­ლა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად უნდა დან­გრე­უ­ლი­ყო.

გარ­და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მი­სა, ამ ად­გი­ლას მო­ვი­პო­ვეთ ბრინ­ჯა­ოს წი­დის ნარ­ჩე­ნე­ბი. ბრინ­ჯა­ოს წი­დის არ­სე­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ აქ ბრინ­ჯა­ოს და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- რო­დის აპი­რებთ ამ ად­გილ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

- შე­მოდ­გო­მა­ზე ვა­პი­რებთ, რომ კი­დევ ჩა­ვი­დეთ ივ­რის ნა­პირ­ზე და კი­დევ ერთხელ გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ ეს ად­გი­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამის შემ­დეგ სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბიც ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სახე მი­ი­ღოს ამან.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს აღ­მო­ჩე­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის?

- ვი­ნა­ი­დან ივ­რის­პი­რეთ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, ეს დაზ­ვერ­ვე­ბი ამ რე­გი­ო­ნის წარ­სულ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ის დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მდე­ბა­რე­ობს, ის, კი­დევ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

Zviadi
0

Mbonadire var.ara ertxel minaxia es kvabyli 90 clebshi, kakabze nadirobisas .asvlac mindoda magram kvelas ezareboda. Kargia rom axvedit

 

Monadire var.Ara ertxxel minaxia es kvabyli kakabze nadirobisas 90 ian clebshi.Asvlac mindoda . Kargia rom axvedi

 

სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას

სენსაციური აღმოჩენის კვალდაკვალ: რა იპოვეს არქეოლოგებმა კახეთში უძველესი ნამოსახლარის ადგილას

2016 წლის იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში სენსაციური აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს.

ივრის ზეგანზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ სასაუბროდ, არქეოლოგ ქეთი დიღმელაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც კოლეგებთან ერთად ეს ობიექტი აღმოაჩინა:

- ამ ეტაპზე ივრის ნაპირზე აღმოჩენილ ნაქალაქარზე დაზვერვითი სახის სამუშაოები ვაწარმოეთ. ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, ზუსტად რასთან გვქონდა საქმე, იყო თუ არა ეს ისეთი მასშტაბური კომპლექსი ან ნამოსახლარი, როგორიც თავიდან წარმოგვედგინა. თან გვსურდა გაგვერკვია, იყო თუ არა აქ ნამდვილად ყორღანი. სამუშაოებს ვაწარმოებდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტები. ადგილზე მცირე ჯგუფი წავედით, რადგან დიდი მასშტაბის კვლევის ჩატარების საშუალება რიგი მიზეზების გამო არ გვქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან ობიექტი სასაზღვრო ზოლში მდებარეობდა, სასაზღვრო დეპარტამენტისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებთ.

იხილეთ კადრები აღმოჩენის ადგილიდან

20 დღის განმავლობაში დაზვერვითი სამუშაოების შედეგად დადასტურდა, რომ ამ ადგილას ნამდვილად არქეოლოგიური ობიექტია. ტერიტორია რამდენიმე ადგილას მოისინჯა. დაიზვერა, ის ადგილიც სადაც ალიზით ნაგები ტერიტორიები ჩანდა. დადასტურდა ალიზის კედლების ნაშთი, თუმცა რას წარმოადგენდა ეს კონსტრუქციები ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია.

რაც შეეხება სავარაუდო ყორღანს, მასზე მაშტაბური კვლევა არ განხორციელებულა. მოხდა მხოლოდ ზედაპირული დაზვერვა, რამაც რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. გორის არქიტექტონიკა ერთგვარად განსხვავებულია, ამიტომ ზუსტ დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებთ.

ამ აღმოჩენიდან 300-400 მეტრში, ზედაპირის დათვალიერების შედეგად ძალიან საინტერესო მასალას წავაწყდით. აქ აღმოჩნდა საკმაოდ მძლავრი, ძალიან კარგად წარმოდგენილი ნამოსახლარი, რომელიც ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ის დაახლოებით 2 ჰექტარზეა გაშლილი. ეს ადგილი შედარებით კარგადაა შემონახული, რადგან კლდის მასივის ძირშია და ერთგვარად დაცულია ზემოქმედებისგან.

სათავსო ნაგებობის გათხრის შედეგად აღმოვაჩინეთ კერამიკული ნაწარმი (ქვევრები, დერგები, დოქები, ქოთნები), კვირისთავები, შურდულის ქვები და სხვა. მასალამ საშუალება მოგვცა, გვეფიქრა, რომ ეს ნამოსახლარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად უნდა დანგრეულიყო.

გარდა კერამიკული ნაწარმისა, ამ ადგილას მოვიპოვეთ ბრინჯაოს წიდის ნარჩენები. ბრინჯაოს წიდის არსებობა ნიშნავს, რომ აქ ბრინჯაოს დამუშავება ხდებოდა, რაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

- როდის აპირებთ ამ ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას?

- შემოდგომაზე ვაპირებთ, რომ კიდევ ჩავიდეთ ივრის ნაპირზე და კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთ ეს ადგილი. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ სხვა სტრუქტურებიც ჩაერთონ პროცესში და ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს ამან.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის?

- ვინაიდან ივრისპირეთში არქეოლოგიური კვლევებით განებივრებულები არ ვართ, ეს დაზვერვები ამ რეგიონის წარსულზე ინფორმაციის მოპოვების კიდევ ერთი საშუალებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დღევანდელი საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარეობს, ის, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

"ცუდად რომ იყო უთქვამს, - ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო.." - გოგიჩას დედა თავს დატეხილ ტრაგედიაზე