სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!
"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

Lizi's Blog

ამ ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, მსხვერ­პლი ისევ ქა­ლია, მკვლე­ლი კი - მისი ქმა­რი.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის წი­ნა­პი­რო­ბაც უკვე არა­ერ­თგზის გვსმე­ნია - ცოლ-ქმარს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ქმა­რი სვამ­და, ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ცოლს ხში­რად სცემ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ქალ­მა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ჯერ კი­დევ პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვის პი­რო­ბა, რომ მეტს აღარ იზამ­და, და­ი­ჯე­რა, რა­საც ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვებ­მაც შე­უ­წყო ხელი.

კე­თილ­მო­სურ­ნე­თა რჩე­ვე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლი იყო: ქმარ­გა­ცი­ლე­ბუ­ლი ქალი ცხოვ­რე­ბას რო­გორ აა­წყობ, შვი­ლებს მამა სჭირ­დე­ბათ და ა.შ. შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ ის, რომ სახ­ლში, სა­დაც ორ მცი­რე­წლო­ვან ბი­ჭუ­ნას ეძი­ნა, მა­მამ დე­დას სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მა­ინც რამ­დე­ნი ქალი უნდა და­ი­ღუ­პოს მო­ძა­ლა­დე ქმრის ხე­ლით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ფხიზ­ლდეს და ამ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კლი­შე­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, მათ შო­რის ის ქა­ლე­ბიც, ვინც ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან, თუმ­ცა ხმის ამო­ღე­ბას სირ­ცხვი­ლი­სა თუ ში­შის გამო ვერ ბე­და­ვენ...

ადრე დავ­წე­რე და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ: ძა­ლა­დო­ბაა სა­სირ­ცხვი­ლო და არ ის, თუ სხვი­სი არა­კა­ცო­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა ვინ­მე!

ჩვენ­ში კვლა­ვაც ის­მის კი­თხვა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რო­დე­საც ჩვენს მე­ზობ­ლად ცოლ-ქმა­რი გა­მუდ­მე­ბით ჩხუ­ბობს?! - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლა­ვაც ფიქ­რობს, რომ ეს ჩვე­ნი საქ­მე არ არის და ამა­ში არ უნდა ჩა­ვე­რი­ოთ...

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს მე­ზობ­ლად, იმა­ვე სარ­თულ­ზე, რო­მელ­ზეც ვცხოვ­რობ, ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­მა, სამი პა­ტა­რა ბავ­შვით იქი­რა­ვა ბინა. ერთი შე­ხედ­ვით, სა­სი­ა­მოვ­ნო ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

თუმ­ცა მათი გად­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში უცებ სა­დარ­ბა­ზო­ში სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი ატყდა, ქალი გან­წი­რუ­ლი ხმით დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, რა­საც კა­რის სა­ში­ნე­ლი გა­ჯა­ხუ­ნე­ბა მოჰ­ყვა... გა­რეთ გა­ვე­დი, თუმ­ცა უკვე აღა­რა­ფე­რი ხდე­ბო­და, მო­გუ­დუ­ლი ხმე­ბი იმ ბი­ნი­დან გა­მო­დი­ო­და, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი და­სახ­ლდა, ვი­ფიქ­რე, რომ ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და მე რა­ღაც მო­მეჩ­ვე­ნა, შევ­ცდი...

უფრო მეტი ხმა­უ­რი, ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ხმა, ბავ­შვე­ბის წი­ო­კი და არე­უ­ლო­ბა მე­ო­რე დღე­საც გან­მე­ორ­და...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი, სამი შვი­ლის დედა სა­დარ­ბა­ზო­ში შემ­ხვდა და მო­ბო­დი­შე­ბით მი­თხრა, - ხმა­უ­რით ძა­ლი­ან ხომ არ შე­გა­წუ­ხეთ, თა­ზოს ცოტა ცუდი სიმ­თვრა­ლე აქ­ვსო, თან თვალს ვერ მის­წო­რებ­და, აშ­კა­რად ნამ­ტი­რა­ლე­ვი იყო... საყ­ვე­დუ­რე­ბი არ და­მი­წყია, ვუ­თხა­რი, რომ თუ დრო­უ­ლად არ მო­უვ­ლიდ­ნენ ამ პრობ­ლე­მას, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ ცხოვ­რე­ბა...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

"ჩემი ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ" - რა ვქნათ, თუ ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობს?!

Lizi's Blog

ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მკვლელობის ამბავი გახმაურდა, მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელი კი - მისი ქმარი.

მომხდარი ტრაგედიის წინაპირობაც უკვე არაერთგზის გვსმენია - ცოლ-ქმარს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, ქმარი სვამდა, ეჭვიანობდა და ცოლს ხშირად სცემდა. საბოლოოდ, ქალმა დაშორება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პოტენციური დამნაშავის პირობა, რომ მეტს აღარ იზამდა, დაიჯერა, რასაც ახლობლების რჩევებმაც შეუწყო ხელი.

კეთილმოსურნეთა რჩევებიც ტრადიციული იყო: ქმარგაცილებული ქალი ცხოვრებას როგორ ააწყობ, შვილებს მამა სჭირდებათ და ა.შ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სახლში, სადაც ორ მცირეწლოვან ბიჭუნას ეძინა, მამამ დედას სამზარეულოს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მაინც რამდენი ქალი უნდა დაიღუპოს მოძალადე ქმრის ხელით, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ამ ჩამოყალიბებული კლიშეებისგან გათავისუფლდეს, მათ შორის ის ქალებიც, ვინც ლამის ყოველდღიურად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა ხმის ამოღებას სირცხვილისა თუ შიშის გამო ვერ ბედავენ...

ადრე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ძალადობაა სასირცხვილო და არ ის, თუ სხვისი არაკაცობის მსხვერპლი ხდება ვინმე!

ჩვენში კვლავაც ისმის კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობს?! - დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ამაში არ უნდა ჩავერიოთ...

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს მეზობლად, იმავე სართულზე, რომელზეც ვცხოვრობ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, სამი პატარა ბავშვით იქირავა ბინა. ერთი შეხედვით, სასიამოვნო ახალგაზრდები იყვნენ.

თუმცა მათი გადმოსვლიდან რამდენიმე დღეში უცებ სადარბაზოში საშინელი ხმაური ატყდა, ქალი განწირული ხმით დახმარებას ითხოვდა, რასაც კარის საშინელი გაჯახუნება მოჰყვა... გარეთ გავედი, თუმცა უკვე აღარაფერი ხდებოდა, მოგუდული ხმები იმ ბინიდან გამოდიოდა, სადაც ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა, ვიფიქრე, რომ ბავშვები იყვნენ და მე რაღაც მომეჩვენა, შევცდი...

უფრო მეტი ხმაური, ლანძღვა-გინების ხმა, ბავშვების წიოკი და არეულობა მეორე დღესაც განმეორდა...

მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა სადარბაზოში შემხვდა და მობოდიშებით მითხრა, - ხმაურით ძალიან ხომ არ შეგაწუხეთ, თაზოს ცოტა ცუდი სიმთვრალე აქვსო, თან თვალს ვერ მისწორებდა, აშკარად ნამტირალევი იყო... საყვედურები არ დამიწყია, ვუთხარი, რომ თუ დროულად არ მოუვლიდნენ ამ პრობლემას, ძალიან გაუჭირდებოდათ ცხოვრება...

განაგრძეთ კითხვა

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ