მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა
"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა

ცნო­ბი­ლია, რომ 28 თე­ბერ­ვალს ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზურა ვა­და­ჭ­კო­რია კლი­ნი­კა­ში ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით მო­ა­თავ­სეს. ის კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ექი­მე­ბის პროგ­ნო­ზით გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მხო­ლოდ 1% იყო. ერთი თვის თავ­ზე, პა­ცი­ენ­ტი კო­მი­დან გა­მო­ვი­და. დღეს კი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გვა­ტყო­ბი­ნე­ბენ, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა მთლი­ა­ნად და­უბ­რუნ­და, ლა­პა­რა­კი და­ი­წყო.

მიმი ვა­და­ჭ­კო­რია, ილუ­ზი­ო­ნის­ტის შვი­ლი:

- ამ ფაქ­ტით ექი­მე­ბი შოკ­ში არი­ან და ძა­ლი­ან უკ­ვირთ, ასეთ პროგ­რესს არ ელოდ­ნენ. მალე წა­ვი­და აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი. რო­გორც წესი, დიდი დრო უნდა ხოლ­მე. თუმ­ცა თა­ვი­დან მა­მა­ჩემ­ზე დრო­საც ვერ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ძი­რი­თა­დად ამ­ბობ­დნენ, რომ ვერ გა­დარ­ჩე­ბა. თუ გა­დარ­ჩა, შშმ პირი იქ­ნე­ბა, მუდ­მი­ვად აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლიო.

დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სას­წა­უ­ლი მოხ­და... ვი­ცო­დით, ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი რომ იყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ო­ცა­რი ტვი­ნი ჰქო­ნია. არა­და, სა­სი­ცო­ცხლო ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, უჯრე­დე­ბი გა­შა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვას­თან აქვთ საქ­მე.

მამა ამ­ჟა­მად "ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კი­დან" "მოვ­ლის ცენ­ტრში" გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­დუ­რა უტარ­დე­ბა.

- მისი ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა?

- არა, ინ­ტენ­სი­უ­რად ავარ­ჯი­შე­ბენ, მა­სა­ჟე­ბი უტარ­დე­ბა. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქნა, ალ­ბათ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში," სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­და­ვიყ­ვანთ. იქი­დან კი, უკვე სომ­ხეთ­ში, ისევ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი დრო სჭირ­დე­ბა.

მა­მას მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან მისი კო­ლე­გე­ბი ამე­რი­კი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, რუ­სე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან, გვი­რე­კა­ვენ, ინ­ტერ­ნე­ტით მე და ჩემს ძმას გვწე­რენ.

ოჯა­ხის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა "მაგ­თის," გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს, მხარ­ში დაგ­ვიდ­გა მე­რია, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, გამ­გე­ბე­ლი ზურა ჩიკ­ვი­ლა­ძე.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა

"ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან" - ზურა ვადაჭკორიას ერთთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება სრულად დაუბრუნდა

ცნობილია, რომ 28 თებერვალს ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ის კომაში იმყოფებოდა. ექიმების პროგნოზით გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო. ერთი თვის თავზე, პაციენტი კომიდან გამოვიდა. დღეს კი მისი ოჯახის წევრები გვატყობინებენ, რომ ცნობიერება მთლიანად დაუბრუნდა, ლაპარაკი დაიწყო.

მიმი ვადაჭკორია, ილუზიონისტის შვილი:

- ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან და ძალიან უკვირთ, ასეთ პროგრესს არ ელოდნენ. მალე წავიდა აღდგენის პროცესი. როგორც წესი, დიდი დრო უნდა ხოლმე. თუმცა თავიდან მამაჩემზე დროსაც ვერ გვეუბნებოდნენ, ძირითადად ამბობდნენ, რომ ვერ გადარჩება. თუ გადარჩა, შშმ პირი იქნება, მუდმივად აპარატზე შეერთებულიო.

დღეს აღნიშნავენ, რომ სასწაული მოხდა... ვიცოდით, ნიჭიერი და ჭკვიანი რომ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ საოცარი ტვინი ჰქონია. არადა, სასიცოცხლო ნაწილი მთლიანად დაზიანებული იყო, უჯრედები გაშავებული. ამბობენ, რომ იშვიათ შემთხვევასთან აქვთ საქმე.

მამა ამჟამად "ინგოროყვას კლინიკიდან" "მოვლის ცენტრში" გადავიყვანეთ, სადაც ყველანაირი სარეაბილიტაციო პროცედურა უტარდება.

- მისი ფეხზე წამოდგომა ჯერ არ შეიძლება?

- არა, ინტენსიურად ავარჯიშებენ, მასაჟები უტარდება. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ალბათ "ნიუ ჰოსპიტალში," სარეაბილიტაციო ცენტრში გადავიყვანთ. იქიდან კი, უკვე სომხეთში, ისევ სარეაბილიტაციოდ. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება.

მამას მდგომარეობით ინტერესდებიან მისი კოლეგები ამერიკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გვირეკავენ, ინტერნეტით მე და ჩემს ძმას გვწერენ.

ოჯახის სახელით მადლობა "მაგთის," გია ჯოხთაბერიძეს, მხარში დაგვიდგა მერია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, გამგებელი ზურა ჩიკვილაძე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი