საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს "უწმინდურად" მიიჩნევდა - ჩრდილოკავკასიელების ტრადიციები
მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს "უწმინდურად" მიიჩნევდა - ჩრდილოკავკასიელების  ტრადიციები

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ერს სა­კუ­თა­რი ადათ-წე­სე­ბი აქვს. კავ­კა­სი­ე­ლებს ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ. მათ დაც­ვა­სა და შეს­რუ­ლე­ბას მთის ხალ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­სა და აუ­ლებ­ში. ასეთ ად­გი­ლებ­ში თე­მი­სა თუ სოფ­ლის უხუ­ცე­სის სი­ტყვას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა და კა­ნო­ნის ძალა ჰქონ­და.

ყვე­ლა მათ­გა­ნი, გა­ნურ­ჩევ­ლად გვა­რო­ბი­სა, ერთი და იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა - მა­მა­კაცს ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი უნდა ჰქონ­დეს. მან სწო­რად უნდა წარ­მარ­თოს თა­ვი­სი და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა. კა­ნო­ნე­ბი მკაც­რი, მაგ­რამ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლე­ბის აზ­რით, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო.

მა­გა­ლი­თად, ხალ­ხის თვალ­წინ ქმარს ცო­ლის შე­ხე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ხვევ­ნა-კოც­ნა­სა და ჩა­ხუ­ტე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. და­უშ­ვე­ბე­ლი იყო სა­უბ­რი­სას სხვა ადა­მი­ან­ზე ხე­ლით შე­ხე­ბა - ასე­თი ჟეს­ტი შე­უ­რა­ცხყო­ფად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და შე­საძ­ლოა, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ქორ­წი­ლამ­დე სი­ძეს პა­ტარ­ძლის ნახ­ვი­სა და სტუმ­რებ­თან გა­მო­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ამას­თან, ქორ­წილ­ში მას შე­ეძ­ლო სუფ­რას­თან ქა­ლის გა­მო­ჩე­ნი­სას ფეხ­ზე არ წა­მომ­დგა­რი­ყო, მა­შინ, როცა სხვა დროს ასე მოქ­ცე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ზო­გა­დად, ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ხალ­ხს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, ჩეჩ­ნეთ­ში ქორ­წი­ლის აპ­რი­ლის თვე­ში გა­დახ­და მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. აპ­რი­ლი გუ­გუ­ლის თვედ მი­იჩ­ნე­ო­და - ფრინ­ვე­ლის, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ბუდე არ აქვს. ამი­ტო­მაც აპ­რილ­ში ქორ­წი­ნე­ბა ცუ­დის ნი­შა­ნი იყო.

ინ­გუ­შეთ­ში სი­ძეს პა­ტარ­ძლის ნა­თე­სა­ვებ­თან ჩხუ­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მას ასე­ვე ეკ­რძა­ლე­ბო­და უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის სა­ხე­ლით მი­მარ­თვა, ან ბავ­შვე­ბის მო­ფე­რე­ბა, მათი ხელ­ში აყ­ვა­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმა­რი ცოლს მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ოდ­ში ქალი "უწ­მინ­დუ­რად" მი­იჩ­ნე­ო­და.

ქმა­რი ოჯა­ხის უფ­რო­სი და მო­სა­მარ­თლეც გახ­ლდათ. მის სი­ტყვას ყო­ველ­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ცო­ლის­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო, თუ ქმა­რი მისი ცხე­ნის შე­კაზმვის უფ­ლე­ბას მის­ცემ­და. ამას­თან, მა­მა­კა­ცი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში არ ერე­ო­და. ცო­ლის­თვის რჩე­ვის მი­ცე­მაც ცუდ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. ასე­თი ფაქ­ტი სხვა მა­მა­კა­ცე­ბის და­სა­ცი­ნი ხდე­ბო­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ კი­ბე­ზე შეხ­ვედ­რის და სა­უბ­რის შემ­თხვე­ვა­ში იყო დაშ­ვე­ბუ­ლი - მა­მა­კა­ცი ქალ­ზე ერთი-ორი კი­ბით დაბ­ლა უნდა მდგა­რი­ყო.

ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლის სი­ტყვას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. მა­მა­კა­ცე­ბის ჩხუ­ბის ან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ქა­ლის სი­ტყვა ან მო­ჩხუბ­რებს შო­რის ჩაგ­დე­ბუ­ლი თეთ­რი მან­დი­ლი კონ­ფლიქტს აჩე­რებ­და.

ისეთ მარ­ტივ ჟესტს, რო­გო­რიც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვაა, ცალ­კე შე­ზღუდ­ვე­ბი ჰქონ­და. ნა­მუს­შერ­ცხვე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თვე­ვა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. უფ­რო­სი თა­ო­ბის მა­მა­კა­ცის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ასე­ვე მო­ზარდს, რო­მელ­საც ხელ­ში ჯერ ია­რა­ღი არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, შა­რი­ა­თი კავ­კა­სი­ელ მა­მა­კა­ცებს უკ­რძა­ლავ­და ალ­კოჰოლს და ნარ­კო­ტიკს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს "უწმინდურად" მიიჩნევდა - ჩრდილოკავკასიელების ტრადიციები

მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს "უწმინდურად" მიიჩნევდა - ჩრდილოკავკასიელების  ტრადიციები

მსოფლიოში ყველა ერს საკუთარი ადათ-წესები აქვს. კავკასიელებს ყოველთვის გამორჩეული წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. მათ დაცვასა და შესრულებას მთის ხალხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის მაღალმთიან სოფლებსა და აულებში. ასეთ ადგილებში თემისა თუ სოფლის უხუცესის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა და კანონის ძალა ჰქონდა.

ყველა მათგანი, განურჩევლად გვარობისა, ერთი და იმავე მიზანს ემსახურება - მამაკაცს ღირსეული ადამიანის სახელი უნდა ჰქონდეს. მან სწორად უნდა წარმართოს თავისი და საკუთარი ოჯახის ცხოვრება. კანონები მკაცრი, მაგრამ ჩრდილო კავკასიელების აზრით, სამართლიანი იყო.

მაგალითად, ხალხის თვალწინ ქმარს ცოლის შეხების უფლება არ ჰქონდა. ხვევნა-კოცნასა და ჩახუტებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დაუშვებელი იყო საუბრისას სხვა ადამიანზე ხელით შეხება - ასეთი ჟესტი შეურაცხყოფად განიხილებოდა და შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებით დასრულებულიყო.

ქორწილამდე სიძეს პატარძლის ნახვისა და სტუმრებთან გამოჩენის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, ქორწილში მას შეეძლო სუფრასთან ქალის გამოჩენისას ფეხზე არ წამომდგარიყო, მაშინ, როცა სხვა დროს ასე მოქცევა სავალდებულოა. ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხს განსხვავებული წესები ჰქონდა. მაგალითად, ჩეჩნეთში ქორწილის აპრილის თვეში გადახდა მიუღებელი იყო. აპრილი გუგულის თვედ მიიჩნეოდა - ფრინველის, რომელსაც საკუთარი ბუდე არ აქვს. ამიტომაც აპრილში ქორწინება ცუდის ნიშანი იყო.

ინგუშეთში სიძეს პატარძლის ნათესავებთან ჩხუბის უფლება არ ჰქონდა, მას ასევე ეკრძალებოდა უფროსი თაობის წარმომადგენლების თანდასწრებით საკუთარი ცოლისთვის სახელით მიმართვა, ან ბავშვების მოფერება, მათი ხელში აყვანა. მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში ქმარი ცოლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ეკონტაქტებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ქალი "უწმინდურად" მიიჩნეოდა.

ქმარი ოჯახის უფროსი და მოსამართლეც გახლდათ. მის სიტყვას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ცოლისთვის უდიდესი პატივი იყო, თუ ქმარი მისი ცხენის შეკაზმვის უფლებას მისცემდა. ამასთან, მამაკაცი საოჯახო საქმეებში არ ერეოდა. ცოლისთვის რჩევის მიცემაც ცუდ ტონად მიიჩნეოდა. ასეთი ფაქტი სხვა მამაკაცების დასაცინი ხდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ კიბეზე შეხვედრის და საუბრის შემთხვევაში იყო დაშვებული - მამაკაცი ქალზე ერთი-ორი კიბით დაბლა უნდა მდგარიყო.

ქალების უფლებების შევიწროებისა და, პრაქტიკულად, უგულებელყოფის მიუხედავად, რიგ შემთხვევაში ქალის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაკაცების ჩხუბის ან დაპირისპირების დროს ქალის სიტყვა ან მოჩხუბრებს შორის ჩაგდებული თეთრი მანდილი კონფლიქტს აჩერებდა.

ისეთ მარტივ ჟესტს, როგორიც ხელის ჩამორთმევაა, ცალკე შეზღუდვები ჰქონდა. ნამუსშერცხვენილი ადამიანისთვის ხელის ჩამორთვევა ყოვლად დაუშვებელი იყო. უფროსი თაობის მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა ასევე მოზარდს, რომელსაც ხელში ჯერ იარაღი არ ჰქონდა აღებული.

გარდა ამისა, შარიათი კავკასიელ მამაკაცებს უკრძალავდა ალკოჰოლს და ნარკოტიკს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ექიმის ჩარევა ორსულობაში, ზედმეტ წამლებს არ უნიშნავენ“ - რას ყვება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეან-გინეკოლოგი

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა