პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“
„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

20-21 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო მას­პინ­ძლობს ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს (ERC) რე­გი­ო­ნულ კვი­რე­ულს. 2017 წელს ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭო (ERC) 10 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის "ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს ათი წელი: სა­უ­კე­თე­სო მკვლე­ვარ­თა მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პა­ში", ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭო და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი. კონ­ფე­რენ­ცია და სა­ინ­ფორ­მა­ციო დღე გა­ი­მარ­თე­ბა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში, აუ­დი­ტო­რია N115.

ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იგეგ­მე­ბა ERC-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის (EaP) რე­გი­ონ­ში, რომ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბაც ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო პროგ­რა­მა "ჰო­რი­ზონტ 2020"-ის ფარ­გლებ­ში დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან (მოლ­დო­ვა, უკ­რა­ი­ნა, ბე­ლო­რუ­სი, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო). კონ­ფე­რენ­ცი­ას და სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძე­ბას და­ეს­წრე­ბი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭო­დან (პროფ. ევა კონ­დო­რო­სი - Prof. Eva Kondorosi, ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ევ­რო­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში) მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან (პროფ. მა­რია მა­კა­რო­ვი - Prof. Marja Makarow, ევ­რო­კავ­ში­რის ექ­სპერ­ტი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით), ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან (პროფ. გია დვა­ლი, პროფ. ზაალ კო­კა­ია), სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა, ევ­რო­კავ­სი­რის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი.

ERC-ის კვი­რე­უ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს: სა­ქარ­თვე­ლოს და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაზ­რდას ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს (ERC) მიერ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბულ კონ­კურ­სებ­ში; და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის­თვის ERC-ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს გრან­ტი­ო­რებს, აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ე­რებ­სა და რე­გი­ო­ნის მა­ღა­ლი დო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის დი­ა­ლო­გის ხელ­შე­წყო­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას; ინ­ტე­რაქ­ცი­ას ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს (ERC) წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს გა­აძ­ლი­ე­რონ მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა და წა­ა­ხა­ლი­სონ მათი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვი­თი საბ­ჭოს საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შე­ჯამ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბა და გა­ნი­ხი­ლე­ბა ERC-ის პროგ­რა­მებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის (EaP) რე­გი­ო­ნის მეც­ნი­ერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ERC-ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხა­ვენ ვრო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს ხედ­ვას, გან­ვი­თა­რე­ბას, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ინო­ვა­ცი­ას.

დღის წეს­რი­გი იხი­ლეთ შემ­დეგ ბმულ­ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

20-21 აპრილს საქართველო მასპინძლობს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონულ კვირეულს. 2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“, ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია და საინფორმაციო დღე გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია N115.

ამ განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, იგეგმება ERC-ის პირველი ოფიციალური ვიზიტი აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონში, რომლის ჩართულობაც ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ის ფარგლებში დღითიდღე იზრდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ მეცნიერებისა და კვლევის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ოფიციალური პირები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). კონფერენციას და საინფორმაციო ღონისძებას დაესწრებიან ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან (პროფ. ევა კონდოროსი - Prof. Eva Kondorosi, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში) მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (პროფ. მარია მაკაროვი - Prof. Marja Makarow, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით), ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან (პროფ. გია დვალი, პროფ. ზაალ კოკაია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროკავსირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები.

ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. ღონისძიება დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს გააძლიერონ მეცნიერების ინსტიტუციური მხარდაჭერა და წაახალისონ მათი აქტიური მონაწილეობა ევროპული კვლევითი საბჭოს საგრანტო კონკურსებში. ღონისძიებაზე შეჯამდება ევროპული კვლევების საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონის მეცნიერთა მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ვროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას.

დღის წესრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი