სახლის რემონტი - პროცესი, რომელიც არავის უყვარს, თუმცა რომლის შედეგიც ადამიანს დიდ კომფორტს უქმნის. სახლსა თუ ნებისმიერ დაწესებულებაში, რემონტის კეთებისას სასურველია ხარისხი და გემოვნება სრულად იყოს გათვალისწინებული, რადგან იდეალური შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.
რემონტი რამდენიმე მთავარი ნაწილისგან შედგება. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი იატაკს უკავია. საქართველოში იატაკის დაფარვის 3 ძირითადი მეთოდია გავრცელებული: ხის პარკეტი, ლამინატი და გრანიტი. თანამედროვე რემონტში პირველს უკვე აღარ გამოიყენებენ, რადგან მისი მოვლა საკმაოდ რთულია. ლამინატი, პარკეტთან შედარებით, მარტივი მოსავლელია, თუმცა მისი გამძლეობა არც ისე მაღალია. გრანიტის გამოყენების ადგილები კი შეზღუდულია.
უკანასკნელი ტენდენციებით, მსოფლიო მასშტაბით იატაკის აღნიშნულ საფარებს დიდ კონკურენციას უწევს ვინილის იატაკი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი ტიპის შენობაშია შესაძლებელი. ანტისეპტიკური, სტატიკურად გამტარი, ლამაზი და მრავალფეროვანი, ანტიბაქტერიული, აკუსტიკურად მდგრადი, ადვილად მოსავლელი - ეს ვინილის იატაკის ძირითადი მახასიათებლებია. მისი გამოყენება შესაძლებელია და ხშირად აუცილებელია: საავადმყოფოებში, სკოლებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ დარბაზებში.
ვინილის იატაკი ხელმისწავდომია როგორც ფურცლოვანი, ისე ფილების სახით - ხის, ქვის და ლითონის დიზაინით. ვინილის იატაკის გამოყენება საცხოვრებელ სახლებშიც რეკომენდირებულია. მეორე მხრივ კი, უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ის სავალდებულოა სხვადასხვა პროფესიულ დაწესებულებებში, სადაც ადამიანები აქტიურ ყოველდღიურ საქმიანობას მისდევენ. ეს არის საავადმყოფოები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები, ბიზნეს ცენტრები...
ვინილის იატაკის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ესენია ანტისტატიკური, ჰომოგენური და ანტიბაქტერიული. ანტიბაქტერიული და ჰომოგენური იატაკის გამოყენება რეკომენდირებულია სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულებებში. მას თანამედროვე ტექნოლოგიით გაუმჯობესებული ჰიგიენური და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ანტისტატიკური კი საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აუცილებელია კლინიკების იმ საპროცედუროებში, სადაც წარმოიქმნება ელექტრული მუხტი. ანტისტატიკური ვინილის იატაკის ერთ-ერთი სახეობა - ელექტროგამტარის გამოყენება აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის, საოპერაციო და კომპიუტერულ საკომუნიკაციო ოთახებში.
ვინილის იატაკის ერთ-ერთი კარგი თვისება ისაა, რომ მისი მონტაჟი მარტივი და მოსახერხებელია სველ წერტილებშიც კი. უნიკალური და ინოვაციური რელიეფური ზედაპირი უზრუნველყოფს და მაქსიმალურად იცავს დარტყმისგან ან დაჯახებისგან. მას არ სჭირდება განსაკუთრებული დასუფთავება და მოვლა, არის ადვილად საწმენდი.
კიდევ ერთი სახეობა - აკუსტიკური ვინილის იატაკი იდეალურია მრავალსართულიან შენობებში, რადგან ის ხმას 19dB-მდე ამცირებს. ხმაურის და ხმაურით გამოწვეული უარყოფითი მოვლენებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ვინილის იატაკის კიდევ ერთი სახეობა ორმაგი ზედაპირული ფენითაა დაფარული, რაც განსაკუთრებულ მდგრადობას უზრუნველყოფს. ამიტომაც, მას ხშირად გამოიყენებენ ხალხმრავალ და გადატვირთულ ობიექტებზე.
ვინილის იატაკი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. G.m. Group ქართულ ბაზარზე მაღალი ხარისხის პოლონური ვინილის იატაკის წარმომადგენელია.
"საქართველოში უკვე არსებობს კლინიკებისა თუ სხვა ხალხმრავალი დაწესებულებების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს მიჰყვებიან და ვინილის იატაკს იყენებენ. მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან კატალოგს და პროდუქციის პარალელურად, მისი დალაგების სერვისსაც ვთავაზობთ" - აღნიშნავს G.m. Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგი ნიკოლაიშვილი.
აღნიშნული კომპანია მომხმარებელს ხარისხიან მონტაჟსა და 10-წლიან გარანტიას სთავაზობს.