შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: "(იმერეთი) - ოქროს ბიჭები მორიგ გამოძახებაზე <3 მადლობა ფოტოს ავტორს, ასევე, ოქრო ადამიანს!"
როგორც ირკვევა, იმერეთში ადგილზე გამოძახებულ პატრულს დედა მცირელოვანი შვილით დახვდა... სანამ დედა ფაქტის აღმნიშვნელ ოქმს ხელს აწერს, პატარაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზრუნავს.
შეუძლებელია ფოტოზე პატრულის ემოცია ვერ დაინახოთ.