პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...
ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...

სი­რი­ა­ში ევა­კუ­ა­ცი­ის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 126-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 68 ბავ­შვია.

შემ­თხვე­ვა იმ ად­გილ­ზე მოხ­და, სა­დაც ალე­პოს ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბომ­ბი თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა აა­მოქ­მე­და. შე­დე­გად ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ დრომ­დე არ­ცერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი და აქ­ტი­ვის­ტი აბდ ალ­კა­დერ ჰა­ბა­კი ფო­ტო­კა­მე­რით მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც ფო­ტო­კა­მე­რა გვერ­დით გა­და­დო და დაჭ­რი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ი­წყო. ფო­ტომ, რო­მელ­ზეც მუხ­ლებ­ზე და­ცე­მუ­ლი და ბავ­შვის გვა­მის გვერ­დით ატი­რე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია ასა­ხუ­ლი, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა.

"სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის ნახ­ვა, რო­გორ იხო­ცე­ბი­ან ბავ­შვე­ბი შენს თვალ­წინ. ამი­ტომ კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, კა­მე­რე­ბი გვერ­დით გა­დაგ­ვე­დო და და­შა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა დაგ­ვე­წყო", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რომ­ლის და­სახ­მა­რებ­ლა­დაც ფო­ტოგ­რა­ფი მი­ვი­და, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რო­დე­საც მე­ო­რემ­დე მი­აღ­წია, მი­ა­ძა­ხეს, რომ ისიც გარ­დაც­ვლი­ლი იყო და თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვი სუნ­თქავ­და. აბდ­მა ის ხელ­ში აიყ­ვა­ნა და უსაფრ­თხო ად­გი­ლის­კენ გა­იქ­ცა. მისი კა­მე­რა კვლავ ჩარ­თუ­ლი იყო და არ­სე­ბულ ქა­ოსს იღებ­და.

ფოტო, რო­მე­ლიც მე­ო­რე ფო­ტოგ­რაფ­მა მუ­ჰა­მედ ალ­რა­გებ­მა გა­და­ი­ღო, ასა­ხავს ჰა­ბაკს, რო­მე­ლიც ბავ­შვით და კა­მე­რით ხელ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნის­კენ გარ­ბის. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 68 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია edition.cnn.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...

ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...

სირიაში ევაკუაციის დროს განხორციელებული აფეთქების შედეგად 126-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 68 ბავშვია.

შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც ალეპოს ალყაშემორტყმული ტერიტორიიდან ევაკუირებული მოქალაქეები მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. შედეგად ავტობუსების ნაწილი მთლიანად დაიწვა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შემთხვევის ადგილზე ფოტოჟურნალისტი და აქტივისტი აბდ ალკადერ ჰაბაკი ფოტოკამერით მუშაობდა, როდესაც ფოტოკამერა გვერდით გადადო და დაჭრილების დახმარება დაიწყო. ფოტომ, რომელზეც მუხლებზე დაცემული და ბავშვის გვამის გვერდით ატირებული ფოტოგრაფია ასახული, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

"საშინელი სანახაობა იყო, განსაკუთრებით იმის ნახვა, როგორ იხოცებიან ბავშვები შენს თვალწინ. ამიტომ კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ, კამერები გვერდით გადაგვედო და დაშავებული ხალხის გადარჩენა დაგვეწყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

პირველი ბავშვი, რომლის დასახმარებლადაც ფოტოგრაფი მივიდა, უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც მეორემდე მიაღწია, მიაძახეს, რომ ისიც გარდაცვლილი იყო და თავი დაენებებინა, თუმცა ბავშვი სუნთქავდა. აბდმა ის ხელში აიყვანა და უსაფრთხო ადგილისკენ გაიქცა. მისი კამერა კვლავ ჩართული იყო და არსებულ ქაოსს იღებდა.

ფოტო, რომელიც მეორე ფოტოგრაფმა მუჰამედ ალრაგებმა გადაიღო, ასახავს ჰაბაკს, რომელიც ბავშვით და კამერით ხელში სასწრაფო დახმარების მანქანისკენ გარბის. თავდასხმის შედეგად 68 ბავშვი გარდაიცვალა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"