Faceამბები
მსოფლიო
სამართალი

7

ნოემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 17:52-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. ზედმეტი აქტიური შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. დღეს ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს. არ დაგეგმოთ მოგზაურობა, თუ ამას გარემოება არ მოითხოვს. უმჯობესია გადადოთ რომანტიკული პაემნები. სასურველია თავი შეიკავოთ საქორწილო ცერემონიის გამართვისგან. შემთხვევითი ნაცნობები შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება
 პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება

პო­ლი­ცი­ას ე.წ. სა­პო­ლი­ციო გა­მო­სახ­ლე­ბის ფუნ­ქცია ნა­წი­ლობ­რივ უბ­რუნ­დე­ბა, რაც ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა.

კერ­ძოდ, მთავ­რო­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი "აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის წე­სის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ამას­თან, სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­სა და ექ­სპროპ­რი­ა­ტორ­ზე ამ უფ­ლე­ბის გა­დას­ვლის (სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის) შემ­დეგ, ექ­სპროპ­რი­ა­ტო­რი არ ახ­დენს სა­კუთ­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წა­მო­ღე­ბას. კა­ნონპ­რო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა ვადა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც უკვე ყო­ფილ­მა მე­სა­კუთ­რემ ექ­სპროპ­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. კერ­ძოდ, ეს ვადა ისეთ მი­წა­ზე, რო­მელ­ზეც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, არის არა­უ­მე­ტეს 1 თვი­სა, ხოლო მი­წა­ზე, რო­მელ­ზეც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა არ დგას - არა უმე­ტეს 14 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე.

ამ პი­რო­ბის და­უც­ვე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპროპ­რი­ა­ტორს უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს მი­მარ­თოს და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი სა­კუთ­რე­ბი­დან უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლის გა­სახ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ას ნა­წი­ლობ­რივ უბ­რუნ­დე­ბა "სა­პო­ლი­ციო გა­მო­სახ­ლე­ბის" ფუნ­ქცია ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ უძ­რავ ნივთზე ყო­ფი­ლი მე­სა­კუთ­რის მხრი­დან ექ­სპროპ­რი­ა­ტო­რის სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფის ან სხვაგ­ვა­რი ხელ­შეშ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ ექ­სპროპ­რი­ა­ტორს ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ის უფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ენი­ჭე­ბა, რაც ქო­ნე­ბის მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ვლას გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ბა­მი­სად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყო­ფი­ლი მე­სა­კუთ­რის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს ექ­სპროპ­რი­ა­ტო­რის სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფას ან სხვაგ­ვარ ხელ­შეშ­ლას, ექ­სპროპ­რი­ა­ტორს აღარ უნდა დას­ჭირ­დეს ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო დავა ყო­ფილ მე­სა­კუთ­რეს­თან იგი­ვე ქო­ნე­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან მას სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა ისე­დაც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტავს მთავ­რო­ბა.

მთავ­რო­ბა პარ­ლა­მენტს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის სა­კუთ­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ მოქ­მე­დი კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა­სა და ახ­ლის მი­ღე­ბას სთა­ვა­ზობს. პარ­ლა­მენ­ტში უკვე წარ­დგე­ნი­ლია რვა კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შემ­დგა­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­ი­წე­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება

 პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება

პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება, რაც ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გავრცელდება.

კერძოდ, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტით, სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

ამასთან, საკუთრების ჩამორთმევისა და ექსპროპრიატორზე ამ უფლების გადასვლის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის) შემდეგ, ექსპროპრიატორი არ ახდენს საკუთრების დაუყოვნებლივ წამოღებას. კანონპროექტით განისაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც უკვე ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული ქონება უნდა გაათავისუფლოს. კერძოდ, ეს ვადა ისეთ მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, არის არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არა უმეტეს 14 კალენდარული დღე.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიციას ნაწილობრივ უბრუნდება "საპოლიციო გამოსახლების" ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში.

"აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს ექსპროპრიაციის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება, რაც ქონების მის საკუთრებაში გადასვლას გულისხმობს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ადგილი აქვს ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფას ან სხვაგვარ ხელშეშლას, ექსპროპრიატორს აღარ უნდა დასჭირდეს ხელახალი სასამართლო დავა ყოფილ მესაკუთრესთან იგივე ქონებაზე, ვინაიდან მას საკუთრების უფლება ისედაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მინიჭებული", - განმარტავს მთავრობა.

მთავრობა პარლამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მოქმედი კანონის გაუქმებასა და ახლის მიღებას სთავაზობს. პარლამენტში უკვე წარდგენილია რვა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწერა.

"ინტერპრესნიუსი"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს