სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხურდას თვლიდა... გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო" - გულისამაჩუყებელი სააღდგომო ამბავი...
"ხურდას თვლიდა... გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო" - გულისამაჩუყებელი სააღდგომო ამბავი...

"ფე­ის­ბუქ­ზე" გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ის­ტო­რია ვრცელ­დე­ბა... ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­აღ­დგო­მოდ გა­დამ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს:

"გუ­შინ დი­ლით ბებო შემ­ხვდა ჩემი უბ­ნის მარ­კეტ­ში, ხურ­დას თვლი­და კვერ­ცხი და პას­კა უნდა ვი­ყი­დო, სა­აღ­დგო­მო­დო... რომ შევ­ხე­დე აბათ 3-4 ლა­რამ­დე ხურ­და ექ­ნე­ბო­და ხელ­ში, რიგი და­ვუთ­მე რა­ზეც დიდი მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და გამ­ყიდ­ველს სთხო­ვა 5 კვერ­ცხი და ია­ფი­ა­ნი პას­კა მო­მე­ციო... სამ­წუ­ხა­როდ არ ჰყოფ­ნი­და ფული ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და გამ­ყიდ­ველს უთხრა, კვერ­ცხი და­მა­კე­ლი ჩემ მე­უღ­ლეს პას­კა უყ­ვარს და რომ არ მი­ვუ­ტან ეწყი­ნე­ბაო. თან თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი ჩა­მო­ვარ­და და ამას და­ა­ყო­ლა ნაღ­ვლი­ა­ნად, პენ­სია სულ წამ­ლებ­ზე და­მე­ხარ­ჯა და მა­ღა­ზი­ა­ში ვალი და­ვუბ­რუ­ნე, იმათ კი მი­თხრეს ნი­სი­ად ვე­ღარ მოგ­ცემ­თო...

ამ დროს ჩემს უკან ორი ადა­მი­ა­ნი იდგა - ახალ­გაზ­რდა ბიჭი და მე­ო­რე ასა­კო­ვა­ნი კაცი, ყვე­ლას ცრემ­ლე­ბი მოგ­ვად­გა თვა­ლებ­ზე. და­უ­ფიქ­რებ­ლად ყვე­ლამ დახ­მა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. მე 2 პას­კა და 20 კვერ­ცხი ვუ­ყი­დე მო­ხუცს... ასა­კო­ვან­მა კაც­მაც რაც შე­ეძ­ლო, მცი­რე­დით მა­კა­რო­ნი და ზეთი შე­უ­ძი­ნა... ბიჭ­მა კი, რო­მელ­საც სა­ოც­რად კე­თი­ლი სახე ჰქონ­და, ტკბი­ლე­უ­ლი უყი­და და 50-ლა­რი­ა­ნი მის­ცა - ბებო ამით რაც დაგ­ჭირ­დე­ბა ის შე­ი­ძი­ნეო. ამა­ზე ბე­ბომ იუ­ა­რა, არ არ­თმევ­და ფულს, რა­ზეც ბიჭ­მა უპა­სუ­ხა - "მეც დავ­ბერ­დე­ბი და არა­ვინ იცის რო­გო­რი სი­ბე­რე მექ­ნე­ბა, გა­მო­მარ­თვით ეს ჩემ­თვის არაა ამ მო­მენ­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თქვენ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­სო". ბებო ბიჭს ჩა­ე­ხუ­ტა, ღმერ­თმა შენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რდე­ბი ამ­რავ­ლო­სო... ბიჭ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ცე­ლოფ­ნებ­ში ჩა­ა­ლა­გე­ბი­ნა გამ­ყიდ­ველს და სახ­ლამ­დე მი­ა­ტა­ნი­ნა...

ეს დღე არ და­მა­ვი­წყდე­ბა, ის ცრემ­ლე­ბი რო­მე­ლიც ბე­ბომ სი­ხა­რუ­ლის­გან გა­ნი­ცა­და და ჩვენ კი­დევ სი­კე­თის კე­თე­ბით... გა­ა­კე­თეთ სი­კე­თე ეს თქვენ გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ და დღეს გა­გი­ლა­მა­ზებთ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რამ­დე­ნით შეძ­ლებთ დახ­მა­რე­ბას, მთა­ვა­რია ეცა­დოთ და მცი­რე­დიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ხურდას თვლიდა... გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო" - გულისამაჩუყებელი სააღდგომო ამბავი...

"ხურდას თვლიდა... გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო" - გულისამაჩუყებელი სააღდგომო ამბავი...

"ფეისბუქზე" გულისამაჩუყებელი ისტორია ვრცელდება... ინტერნეტმომხმარებელი სააღდგომოდ გადამხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

"გუშინ დილით ბებო შემხვდა ჩემი უბნის მარკეტში, ხურდას თვლიდა კვერცხი და პასკა უნდა ვიყიდო, სააღდგომოდო... რომ შევხედე აბათ 3-4 ლარამდე ხურდა ექნებოდა ხელში, რიგი დავუთმე რაზეც დიდი მადლობა გადამიხადა და გამყიდველს სთხოვა 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო... სამწუხაროდ არ ჰყოფნიდა ფული ამ ყველაფრისთვის და გამყიდველს უთხრა, კვერცხი დამაკელი ჩემ მეუღლეს პასკა უყვარს და რომ არ მივუტან ეწყინებაო. თან თვალებზე ცრემლი ჩამოვარდა და ამას დააყოლა ნაღვლიანად, პენსია სულ წამლებზე დამეხარჯა და მაღაზიაში ვალი დავუბრუნე, იმათ კი მითხრეს ნისიად ვეღარ მოგცემთო...

ამ დროს ჩემს უკან ორი ადამიანი იდგა - ახალგაზრდა ბიჭი და მეორე ასაკოვანი კაცი, ყველას ცრემლები მოგვადგა თვალებზე. დაუფიქრებლად ყველამ დახმარება გადავწყვიტეთ. მე 2 პასკა და 20 კვერცხი ვუყიდე მოხუცს... ასაკოვანმა კაცმაც რაც შეეძლო, მცირედით მაკარონი და ზეთი შეუძინა... ბიჭმა კი, რომელსაც საოცრად კეთილი სახე ჰქონდა, ტკბილეული უყიდა და 50-ლარიანი მისცა - ბებო ამით რაც დაგჭირდება ის შეიძინეო. ამაზე ბებომ იუარა, არ ართმევდა ფულს, რაზეც ბიჭმა უპასუხა - "მეც დავბერდები და არავინ იცის როგორი სიბერე მექნება, გამომართვით ეს ჩემთვის არაა ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი და თქვენთვის ბევრს ნიშნავსო". ბებო ბიჭს ჩაეხუტა, ღმერთმა შენნაირი ახალგაზრდები ამრავლოსო... ბიჭმა ეს ყველაფერი ცელოფნებში ჩაალაგებინა გამყიდველს და სახლამდე მიატანინა...

ეს დღე არ დამავიწყდება, ის ცრემლები რომელიც ბებომ სიხარულისგან განიცადა და ჩვენ კიდევ სიკეთის კეთებით... გააკეთეთ სიკეთე ეს თქვენ გაგაბედნიერებთ და დღეს გაგილამაზებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენით შეძლებთ დახმარებას, მთავარია ეცადოთ და მცირედიც საკმარისი იქნება..."

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს