მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
დღეიდან, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

დღე­ი­დან ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ე­ხე­ბათ, რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­ში თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის შს მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თავ­შე­საფ­რის იმ მა­ძი­ებ­ლებს, რო­მელ­თა სა­კი­თხიც თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად გა­და­წყდე­ბა, აღარ მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა.

სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა­ზე ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა, რად­გან ის­რა­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ.

"თუ ადრე მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნა­ცხად­ზე მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ქვე­ყა­ნა და ამ სა­შუ­ა­ლე­ბას არ იყე­ნებ­დნენ, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, ასე­თი გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა მათი დე­პორ­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა. ეს პრო­ცე­დუ­რა დას­რულ­დე­ბა მაქ­სი­მუმ ერთი კვი­რის ვა­და­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, ვინც შე­ი­ტანს 17 აპ­რი­ლი­დან მო­თხოვ­ნას თავ­შე­სა­ფარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან მათი გან­ცხა­დე­ბა არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, მათი დე­პორ­ტა­ცია მოხ­დე­ბა მაქ­სი­მუმ ერთ კვი­რა­ში. ის­რა­ელ­მა ჩვენ შეგ­ვიყ­ვა­ნა უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ სა­ფუძ­ვე­ლი მო­ი­თხო­ვონ თავ­შე­სა­ფა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­ნა­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვა ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­რა­ე­ლის მხა­რემ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტა­ბა­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დღეიდან, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

დღეიდან, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

დღეიდან ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, ახალი რეგულაცია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ისრაელში თავშესაფრის ძიებით არიან დაინტერესებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თავშესაფრის იმ მაძიებლებს, რომელთა საკითხიც თავშესაფრის მიღების თაობაზე უარყოფითად გადაწყდება, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა.

სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მოთხოვნაზე ძირითად შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

"თუ ადრე მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება განაცხადზე მიღებული უარყოფითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა და ამ საშუალებას არ იყენებდნენ, ახალი რეგულაციით, ასეთი განაცხადის შეტანისთანავე დაიწყება მათი დეპორტაციის პროცედურა. ეს პროცედურა დასრულდება მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც შეიტანს 17 აპრილიდან მოთხოვნას თავშესაფართან დაკავშირებით, ვინაიდან მათი განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული, მათი დეპორტაცია მოხდება მაქსიმუმ ერთ კვირაში. ისრაელმა ჩვენ შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საფუძველი მოითხოვონ თავშესაფარი. შესაბამისად, არამიზნობრივი განაცხადების განხილვა ხდება. აქედან გამომდინარე, ისრაელის მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ტაბატაძემ.

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა

"თეგეტა მოტორსის" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - "მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან"

"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე