დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.
ამ დროისთვის არსებული შედეგებით, თურქეთის მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია. ბიულეტენების აღნიშნული რაოდენობის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.