პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მა­მა­ნო და დე­და­ნო, ძმა­ნო და დანო, მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო,

"შვი­ლო, თუ უფალს მი­ე­ახ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რად,

გან­საც­დე­ლი­სათ­ვის გა­ამ­ზა­დე თავი… ოქრო

ცე­ცხლში გა­მო­იც­დე­ბა, უფ­ლის სათ­ნო­ნი

კი,- მორ­ჩი­ლე­ბის ქუ­რა­ში"(ზირქ. 2,1,5.)

ქრის­ტე აღ­დგა!

გვეს­მის ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის, მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი­სა და სხვა მე­ნელ­სა­ცხე­ბე­ლე დე­და­თა გუ­ლან­თე­ბუ­ლი, სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ძა­ხი­ლი:

ქრის­ტე აღ­დგა!

სი­ხა­რუ­ლით აღვსილ­ნი ადას­ტუ­რე­ბენ წმინ­და მო­ცი­ქულ­ნი, - პეტ­რე და იო­ა­ნე და სხვა მო­წა­ფე­ნი ქრის­ტეს­ნი:

ქრის­ტე აღ­დგა!

ხმობს ასო­ბით სხვა თვითმხილ­ვე­ლიც.

დღეს იშ­ვებს ცანი და ქვე­ყა­ნა, გან­სცხრე­ბის სი­ო­ნი და ჩვენც, თა­ნა­ზი­არ­ნი ამ ზე­ი­მი­სა, ვის­მენთ აღ­დგო­მი­ლი მა­ცხოვ­რის დიად სი­ტყვებს:

"გი­ხა­რო­დეთ!" (მთ.28;9), "მშვი­დო­ბა თქვენ­და!" (ინ.20;19), "ნუ გე­ში­ნინ, მე ვარ პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი მკვდა­რი ვი­ყა­ვი და, აჰა, ცო­ცხალ ვარ უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. მი­პყრია სიკ­ვდი­ლი­სა და ჯო­ჯო­ხე­თის კლი­ტე­ნი" (გა­მო­ცხ.1, 17-18) და "მო­ცე­მუ­ლი მაქვს მთე­ლი ხელ­მწი­ფე­ბა ცაში და დე­და­მი­წა­ზე" (მთ 28;18); "ვინც ჩემს სი­ტყვებს ის­მენს და სწამს ჩემი მო­მავ­ლი­ნე­ბე­ლი, მას აქვს სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე" (ინ.5;24);

რა უნდა იყოს ჩვენ­თვის ამა­ზე უფრო ტკბი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სას­მე­ნად?! იხა­რეთ, ერნო!

აღ­დგა ქრის­ტე და მას­თან ერ­თად ძვე­ლი აღ­თქმის მარ­თალ­თა სულ­ნიც; ქრის­ტეს აღ­დგო­მით თი­თო­ე­ულ ასე­ვე ჩვენ­განს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სიკ­ვდი­ლის დაძ­ლე­ვი­სა და სა­მო­თხის დამ­კვიდ­რე­ბი­სა, რად­გან მა­ცხოვ­რის კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა მო­ი­ცავს ადა­მი­ან­თა მოდ­გმის მთელ სი­სავ­სეს, ერთ კა­ცად ქმნილ კა­ცობ­რი­ო­ბას და მას­ში ვართ ჩვენ ყვე­ლა­ნი; მაგ­რამ მის ჰი­პოს­ტასს ასე­ვე აქვს სრუ­ლი საღვთო ბუ­ნე­ბაც და ეს ორი ბუ­ნე­ბა შე­უ­რევ­ნე­ლად, შე­ურ­წყმე­ლად და გა­ნუ­ყოფ­ლად არის ურ­თი­ერ­თდამ­ტევ­ნე­ლი.

და­უშ­ვე­ბე­ლი რომ და­ვუშ­ვათ და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ძე კა­ცი­სას მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა ჰქო­ნო­და და მკვდრე­თით აღ­დგო­მა შე­ეძ­ლო, სიკ­ვდილს ოდენ თა­ვის თავ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დას­ძლევ­და და ისიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით, რო­გორც ეს მოხ­და, მა­გა­ლი­თად, სი­ნა­გო­გის მთავ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­ი­ნე­ლი ქვრი­ვის ვა­ჟის, ან თუნ­დაც ლა­ზა­რეს მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (უფრო ადრე კი ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა და ელი­სეს მიერ აღ­სრუ­ლე­ბულ სას­წა­უ­ლებ­ში).

მა­ცხო­ვარ­თან მი­მარ­თე­ბით კი ჯო­ჯო­ხე­თი მო­ტყუვ­და! იე­სო­ში ვერ შე­იც­ნო ღმერ­თკა­ცი. გა­ნიზ­რა­ხა მისი ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლის სხვა ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბის მსგავ­სად შთან­თქმა.

მაგ­რამ მოხ­და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რამ! იმის ნაც­ვლად, რომ ჯო­ჯო­ხეთს და­ენ­თქა ჯვარ­ცმუ­ლი "მე­უ­ფე ჰუ­რი­ა­თა," თვი­თონ და­ინ­თქა და შე­ი­მუს­რა, რად­გან ვერ და­ი­ტია ქრის­ტე და მის საღვთო ძა­ლას ვერ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა.

სიკ­ვდი­ლი შე­დე­გია ცოდ­ვი­სა და ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ არ­სე­ბე­ო­ბენ; ხოლო ვი­ნა­ი­დან მა­ცხო­ვა­რი უცოდ­ვე­ლი იყო, მას ვერც სიკ­ვდი­ლი და­ე­უფ­ლა და ვერც ჯო­ჯო­ხე­თი; პი­რი­ქით, ორი­ვე იძ­ლია და გან­ქარ­და.

"სადა არის სიკ­ვდი­ლო, სა­წერ­ტე­ლი შენი, სად არს "ჯო­ჯო­ხე­თო" ძლე­ვაი შენი" (1 კორ. 15;55)!

იესო ქრის­ტე თა­ვის­კენ უხ­მობს ცხო­ნე­ბის ყვე­ლა მსურ­ველს, ახალ­შო­ბას ანი­ჭებს მათ მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის, და, ამას­თან, ცასა და მი­წას ახალ ცად და ახალ მი­წად გარ­დაქ­მნის. ამი­ტო­მაც იგი "მე­ო­რე ადა­მად" იწო­დე­ბა. "რო­გორც ერთი კა­ცის ურ­ჩო­ბით ბევ­რი გახ­და ცოდ­ვი­ლი, ასე­ვე ერ­თის მორ­ჩი­ლე­ბით ბევ­რი გახ­დე­ბა მარ­თა­ლი" (რომ. 5,19), - ვკი­თხუ­ლობთ ახალ აღ­თქმა­ში.

უფალ­თან პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა ნათ­ლის­ღე­ბით ხდე­ბა. ეს უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლოა და ქრის­ტეს ჯვარ­ცმას, დაფლვა­სა და აღ­დგო­მას­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს; "ვინც მო­ვი­ნათ­ლეთ ქრის­ტე იე­სო­ში, მის სიკ­ვდილ­ში მო­ვი­ნათ­ლეთ, … ხოლო თუ და­ვე­ნერ­გეთ მას სიკ­ვდი­ლის მსგავ­სე­ბა­ში, ასე­ვე ვიქ­ნე­ბით მისი აღ­დგო­მი­სას, რად­გან ვი­ცით, რომ მას­თან ერ­თად ჯვარს ეცვა … ჩვე­ნი ძვე­ლი კაცი, რათა გა­უქ­მდეს ცოდ­ვის სხე­უ­ლი და აღარ ვი­ყოთ ცოდ­ვის შვი­ლე­ბი"(რომ; 6, 3, 4, 6).

ასე რომ, წყალ­ში სამ­გზის შთაფლვით ჯო­ჯო­ხეთ­ში მა­ცხოვ­რის სამი დღით ყოფ­ნას, შემ­დეგ კი მის ძლე­ვა­სა და აღ­დგო­მას ვე­მოწ­მე­ბით, ცოდ­ვა­თა­გან სრუ­ლი­ად ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით, ახალ ადამ­ში, ქრის­ტე­ში, გა­ნახ­ლე­ბულ პი­როვ­ნე­ბად ვი­ბა­დე­ბით. მი­რონ­ცხე­ბა კი გვა­ნი­ჭებს სუ­ლიწ­მინ­დის ბე­ჭედს. ნათ­ლის­ღე­ბი­სა და მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დულ­მოს მად­ლმო­სი­ლე­ბით იც­ვლე­ბა გული და გო­ნე­ბა, ძლი­ერ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი შე­მო­დის სიმ­შვი­დე, უცხო ხდე­ბა რის­ხვა, მძვინ­ვა­რე­ბა, შური, თვალ­თმაქ­ცო­ბა, ყო­ველ­გვა­რი ბო­რო­ტე­ბა და უწ­მინ­დუ­რე­ბა.

თუმ­ცა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დეს. ხელ­მე­ო­რედ შო­ბის (ნათ­ლო­ბის) შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი, თა­ვი­სი სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის გამო, ხში­რად ეშ­მა­კის მა­ხე­ში კვლავ ებ­მე­ვა და იწყე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან, ჩვენს მან­კი­ე­რე­ბებ­თან ჭი­დი­ლის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა.

გა­ვიხ­სე­ნოთ მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი: "გო­ნე­ბით რჯულს ვე­მო­ნე­ბი, საქ­მით კი ცოდ­ვით რჯულს, არ ვა­კე­თებ კე­თილს, რო­მე­ლიც მსურს, არა­მედ ვა­კე­თებ ბო­როტს, რო­მე­ლიც არც მსურს. ჩემს ასო­ებ­ში (სხე­უ­ლის ნა­წი­ლებ­ში) მე ვხე­დავ სხვა რჯულს, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს ჩემი გო­ნე­ბის რჯულს და მხდის ცოდ­ვის რჯუ­ლის ტყვედ. უბად­რუ­კი ადა­მი­ა­ნი ვარ!" (მთ.8, 19-24)

ჩვენ რაღა გვეთ­ქმის? თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გუ­ლიც ას­პა­რე­ზია კე­თილ­სა და ბო­როტს შო­რის ბრძო­ლი­სა; ამას­თან, უფრო სუს­ტი ბრძო­ლი­სა, რად­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის უნა­რი ჩვენ ნაკ­ლე­ბად გვაქვს.

რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი, თა­ვი­დან­ვე მტკი­ცე ბა­რი­ერს რომ უქ­მნი­ან საც­დურს; სხვა­ნი უფრო ად­ვი­ლად თმო­ბენ პო­ზი­ცი­ებს, ზო­გი­ერ­თნი კი სა­ერ­თოდ ვერ გრძნო­ბენ ნათ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მე­ო­რე დღეს­ვე ცოდ­ვილ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ეშ­მა­კის საც­დურ­თა­გან თავ­დახ­სნას კე­თილ­ნი და თავ­მდა­ბალ­ნი შეძ­ლე­ბენ, - წე­რენ წმინ­და მა­მე­ბი.

წმ. ან­ტო­ნი დიდი კი ბრძა­ნებს: ვინც არ არის კე­თი­ლი, ვერც ვე­რა­სო­დეს შე­ი­მეც­ნებს უფალს და იგიც ასეთს თა­ვის­თან არ მი­ი­ღებს. ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ღმერ­თის შეც­ნო­ბი­სა არის სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გზა.

შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ თუ კე­თი­ლი საქ­მე სხვა­თა და­სა­ნა­ხად და დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სათ­ვის აღეს­რუ­ლე­ბა, იგი ცოდ­ვად გარ­და­იქ­ცე­ვა; ასე­ვეა სი­მარ­თლის შემ­თხვე­ვა­შიც: სი­მარ­თლით ქედ­მაღ­ლო­ბა აცამ­ტვე­რებს სი­მარ­თლეს (წმ. იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი).

სა­ერ­თოდ, ცოდ­ვა მომ­დი­ნა­რე­ობს იქე­დან, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს უფრო ბრძნად მი­იჩ­ნევს, ვიდ­რე ღვთის მცნე­ბე­ბი და კა­ნო­ნე­ბია. ასეთ­ნი სა­კუ­თარ წე­სებ­სა და კა­ნო­ნებს გვთა­ვა­ზო­ბენ ან თა­ვის ნა­აზ­რევს ღმერ­თს მი­ა­წე­რენ. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი არის ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ან მწვა­ლებ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნა. ამის ჩამ­დენ­ნი მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი­თაც რომ აღეს­რუ­ლონ, ცოდ­ვას ვერ ჩა­მო­ი­ბა­ნენ. ასე­ვე უდი­დე­სი ცოდ­ვაა ქვეყ­ნის მტრო­ბა და მისი ერ­თი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის მცდე­ლო­ბა.

ვნე­ბა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე და­ფა­რუ­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბაა. ასე­თი კაცი ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ "მეს" უკ­მევს გუნ­დრუკს, თუმ­ცა ცდი­ლობს, ეს და­ფა­როს და სხვა­თა თვალ­ში კე­თილ­მსა­ხუ­რად გა­მოჩ­ნდეს.

ეგო­ის­ტუ­რი "მე" - სგან გან­დგო­მა და სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­რუთ­ვნე­ლი შე­ფა­სე­ბა უდი­დე­სი ღირ­სე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა.

უპა­ტი­ე­ბე­ლი ცოდ­ვაა სა­სო­წარ­კვე­თა და სი­ცო­ცხლის თვით­მკვლე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბა. ვინც ამ ნა­ბიჯს შეგ­ნე­ბუ­ლად დგამს, რა თქმა უნდა, ვე­ღარ უძ­ლებს თა­ვი­სი ჯვრის სიმ­ძი­მეს და გა­მო­სავლს ასეთ ქმე­დე­ბა­ში­ღა ხე­დავს. ამ ადა­მი­ა­ნებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში არას­წო­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვთ. მათი მთა­ვა­რი შეც­დო­მა ის არის, რომ მარ­ტო ცდი­ლო­ბენ შე­ე­ჭი­დონ სიძ­ნე­ლე­ებს და მხო­ლოდ თა­ვი­სი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბით სურთ, გა­უმკლავ­დნენ სირ­თუ­ლე­ებს. ვერ ხვდე­ბი­ან იმას, რომ ჯვა­რი იქამ­დეა მძი­მე, ვიდ­რე მის ტვირ­თვას მხო­ლოდ შენს თავ­ზე მინ­დო­ბი­ლი ცდი­ლობ; რო­გორც კი ჩვე­ნი პი­რა­დი ჯვა­რი ქრის­ტეს ჯვრად იქ­ცე­ვა, ანუ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ქრის­ტეს რწმე­ნი­თა და მისი მცნე­ბე­ბით გა­ნიმსჭვა­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­დის და აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლიც კი ჩვე­ნი სი­კე­თი­სათ­ვის ყო­ფი­ლა უფ­ლის­გან დაშ­ვე­ბუ­ლი. ამის შეგ­ნე­ბა ჩვენ­ში სიმ­შვი­დეს ასად­გუ­რებს და ღვთი­სად­მი იმე­დით, მად­ლი­ე­რე­ბი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით გან­გვა­წყობს.

ერთ-ერთი ფი­ლო­სო­ფო­სი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ორ ძი­რი­თად სა­ხეს ასე ახა­სი­ა­თებს: ეს არის კავ­ში­რი: "მე და შენ" და "მე და ის."

"მე და ის", - ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში "მე" და­შო­რე­ბუ­ლია "ის"-ისა­გან, ანუ მე­სა­მე პი­რის­გან. "ის" უცხოა, სხვაა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მი­უწ­ვდო­მე­ლიც. აქ ნდო­ბას, ახ­ლობ­ლო­ბას ად­გი­ლი არა აქვს. იგია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სუ­ბი­ექტსა და ობი­ექტს შო­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა კავ­შირს "მე და შენ," აქ "შენ" აღარ არის ობი­ექ­ტი, არა­მედ იგიც სუ­ბი­ექ­ტია, "მე-ს" თა­ნას­წო­რია და მათ შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია.

თუმ­ცა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ხში­რად იც­ვლე­ბა და "შენ"-ს ელის სა­შიშ­რო­ე­ბა, იქ­ცეს ობი­ექ­ტად. ამის მი­ზე­ზი ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბაა, ჩვე­ნი ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბაა, ადრე თუ გვი­ან იმ რე­ა­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან შე­იძ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

ამი­ტო­მაც, თუ გვინ­და, ამ­ქვეყ­ნად ვი­ცხოვ­როთ სწო­რად, გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბი­სა და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი­სა­გან და­ცუ­ლად, ჩვენ­თვის "შენ", უპირ­ვე­ლე­სად, უნდა იყოს მა­რა­დი­უ­ლი, უც­ვა­ლე­ბე­ლი ღმერ­თი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა დავძლი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი გა­უ­ცხო­ე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლე, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე "მე და შენ" ურ­თი­ერ­თო­ბი­სა.

დიახ, ქრის­ტე გან­ყე­ნე­ბუ­ლი ღმერ­თი კი არ არის, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს პი­რად მე­გობ­რო­ბას გვთა­ვა­ზობს; მისი შეც­ნო­ბა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში და ეკ­ლე­სი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: ევ­ქა­რის­ტი­ით თა­ნა­ზი­არ­ნი ვხდე­ბით მა­ცხოვ­რის ჭეშ­მა­რი­ტი ხორ­ცი­სა და სის­ხლი­სა და ვიმსჭვა­ლე­ბით მისი ცხო­ველ­მყო­ფე­ლი მად­ლით; ამას­თან გვე­უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი უღი­რე­სე­ბის შეგ­რძნე­ბა და მიმ­ტე­ვე­ბელ­ნი ვხდე­ბით. ღვთის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე კი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც არ უნდა მო­ინ­დო­მოს მან ეს, უკე­თე­სო­ბის­კენ ვერ შე­იც­ვლე­ბა და ვერც ცოდ­ვი­სა­გან გა­ნიწ­მინ­დე­ბა.

და რო­გორც მა­ცხო­ვარ­მა საღვთო ძა­ლით შე­მუს­რა ჯო­ჯო­ხე­თი და სიკ­ვდი­ლი, ჩვენც მხო­ლოდ ქრის­ტეს მად­ლი­თა და ძა­ლით აღვსილთ ძალ­გვიძს მათი და­მარ­ცხე­ბა. ჩვენ ყვე­ლას ჩვე­ნი გოლ­გო­თა გვე­ლის და ყვე­ლა მარ­თალს აღ­დგო­მა და ამაღ­ლე­ბა.

შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს კი­თხვა: თუ მა­ცხო­ვარ­მა სიკ­ვდი­ლი დათ­რგუ­ნა, რა­ტომ­ღა არ­სე­ბობს იგი ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­დგო­მი­ლი ქრის­ტე იწო­დე­ბა რო­გორც "მე­ო­რე ადა­მად," ისე "პირ­მ­შოდ შეს­ვე­ნე­ბულ­თა", რად­გან გა­რა­დაც­ვლილ­თა შო­რის პირ­ველ­მა მან შე­ი­მო­სა უხრწნე­ლი სხე­უ­ლი, ანუ აღ­დგა იმ სა­ხით, რაც ადამს, ღვთის მად­ლით, ჰქონ­და ცოდ­ვით და­ცე­მა­მა­დე. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი კი მა­ცხოვ­რის მე­ო­რედ მოს­ვლი­სას აღვდგე­ბით უხრწნე­ლი სხე­უ­ლით; მა­ნამ­დე კი ხორ­ცი­ე­ლი სიკ­ვდი­ლი იარ­სე­ბებს, ვიდ­რე თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა დე­და­მი­წა­ზე.

სა­ყო­ველ­თაო გან­კი­თხვი­სას კი სიკ­ვდი­ლი სა­ბო­ლო­ოდ გან­ქარ­დე­ბა, რად­გან აღარც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაც დას­რულ­დე­ბა და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სუ­ლიც, თა­ვის უნივ­თო სხე­ულ­თან შე­ერ­თე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ხვედრს გა­ნი­კუთ­ვნებს,- მარ­თალ­ნი, დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა­მებრ, ზე­ცი­უ­რი იე­რუ­სა­ლი­მის სახ­დას­ხვა სა­ვა­ნე­ში, ცოდ­ვილ­ნი, - მა­რა­დი­უ­ლი სა­ტან­ჯვე­ლის სხვა­დას­ხვა სამ­ყო­ფელ­ში.

ხოლო ვიდ­რე ეს ჟამი დამ­დგა­რა, ჯო­ჯო­ხეთ­ში მყოფ გარ­დაც­ვლილ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა, ღვთის მო­წყა­ლე­ბით, კი­დევ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მათ თა­ვი­სი თა­ვის­თვის არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ ძა­ლუძთ, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის მე­ო­ხე­ბა, ახ­ლო­ბელ­თა მხურ­ვა­ლე ლოც­ვა და მათ სა­ხელ­ზე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ქვე­ლის­საქ­მე­ნი, თვით ჯო­ჯო­ხე­თი­და­ნაც იხ­სნის იმ ადა­მი­ან­თა სუ­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ნა­ნუ­ლით აღეს­რულ­ნენ, თუმც კი საქ­მით ვერ მო­ას­წრეს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ამის ნა­ყო­ფი. ასეთ­ნი გა­მოხ­სნად­ნი არი­ან და ჩვე­ნი ვა­ლია, ვიზ­რუ­ნოთ მათ­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხო­ნე­ბულ­თა მდგო­მა­რე­ო­ბას, მარ­თა­ლია, ისი­ნი ზე­ცად ნე­ტა­რე­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­სი რწმე­ნი­სა და ღვაწ­ლის სრულ სა­ზღა­ურს ისი­ნიც მა­ცხოვ­რის მე­ო­რედ მოს­ვლი­სას მი­ი­ღე­ბენ.

ეს არის მარ­თალ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ბევ­რმა იცის, მა­გა­რამ ბევ­რსაც სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, ამი­ტო­მაც ამ თე­მას შე­ვე­ხეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ქვეყ­ნად მყოფთ: ჩვენ ერ­თმა­ნეთს ხან­გრძლივ და ჯან­მრთელ სი­ცო­ცხლეს ვუ­სურ­ვებთ ხოლ­მე და ამი­სათ­ვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა­ნი ვზრუ­ნავთ, მაგ­რამ ყვე­ლა არ ზრუ­ნავს იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად, ღვთის­ნი­ე­რად იცხოვ­როს; არა­და, სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა უფ­ლის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სწო­რად ცხოვ­რე­ბა კი,- ჩვენ­ზე. შევ­თხოვთ ღმერ­თს, ეს იქ­ცეს ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რეს მიზ­ნად.

- რით და­ვი­წყოთ?

- სი­ნა­ნუ­ლით, რო­გორც გვას­წავ­ლის წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, რო­გორც გვას­წავ­ლის იესო ქრის­ტე.

იგია სას­წა­ულთმოქ­მე­დი წა­მა­ლი ჩვე­ნი სუ­ლი­სა!

სი­ნა­ნუ­ლი ზე­ცი­უ­რი ნი­ჭია და წყა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ღვთის მსჯავ­რსაც კი სცვლის; სცვლის პი­როვ­ნე­ბი­სად­მი რო­გორც შე­მოქ­მე­დის, ისე მოყ­ვა­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მე­ძა­ვიც, ქურ­დიც, ამ­პარ­ტა­ვა­ნიც, მო­შურ­ნეც, ლო­თიც, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც და მო­ძა­ლა­დეც… გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით მთელ ჭუ­ჭყს იცი­ლებს და ბო­რო­ტე­ბას ასა­მა­რებს.

სი­ნა­ნუ­ლი სინ­დი­სის გან­წმენ­დაა, ნათ­ლის­ღე­ბის გა­ნახ­ლე­ბაა, ცოდ­ვით მომ­კვდარ­თა აღ­დგო­მა და ღმერ­თთან კავ­ში­რის გა­ნახ­ლე­ბაა, ოღონდ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა.

უფ­ლი­სათ­ვის ცოდ­ვის სიმ­ძი­მე იმ­დე­ნად გა­მამ­წა­რე­ბე­ლი არ არის, რამ­დე­ნა­დაც გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლის არ­ქო­ნა. ხოლო ცოდ­ვით თავ­მო­წო­ნე­ბა ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მისი თავ­სმოხ­ვე­ვა გა­ცი­ლე­ბით დიდი და­ნა­შა­უ­ლია.

უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ სი­ნა­ნუ­ლი დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, არა­მედ გან­ცდის სიღ­რმით, რად­გან სხვა არის სა­მარ­თა­ლი ღვთი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნი­სა. ამა­სა­თან სუ­ლი­ერ კი­ბე­ზე ამაღ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ პი­როვ­ნე­ბას ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან შე­უძ­ლია და ამ წუ­თი­სო­ფელ­ში არ არ­სე­ბობს ბო­რო­ტე­ბა, არ არ­სე­ბობს ისე­თი და­ცე­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ი­და­ნაც უფ­ლი­სა­კენ მობ­რუ­ნე­ბა იყოს შე­უძ­ლე­ბე­ლი, რად­გან არ არ­სე­ბობს ისე­თი ცოდ­ვა, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა ღვთის სიყ­ვა­რულ­სა და მო­წყა­ლე­ბას.

გა­ვიხ­სე­ნოთ ვნე­ბის კვი­რა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი: გამ­ცე­მე­ლი იუდა, უფ­ლის სამ­გზის უარ­მყო­ფე­ლი, - გულ­მხურ­ვა­ლე მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე, შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ე­ბი, ერ­თგუ­ლი იო­ა­ნე და მე­ნალ­სა­ცხებ­ლე დე­დე­ბი, ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის უსა­მარ­თლო მსჯავ­რის გა­მომ­ტა­ნი პი­ლა­ტე, ასე­ვე უსა­მარ­თლო სი­ნედ­რი­ო­ნი, მათ მინ­დო­ბი­ლი გუ­ლუბ­რყვი­ლო ხალ­ხი და სხვა­ნი.

გა­ვიხ­სე­ნოთ ორი ავა­ზა­კიც, ისი­ნი ხომ ჯვარ­ცმამ­დე, ფაქ­ტი­უ­რად, მსგა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დე­ნენ და ერთი ხვედ­რი ამი­ტო­მაც ერ­გოთ. სულ ბოლო მო­მენ­ტში, კი, - ჯვარ­ზე, - მათი გზე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გა­ი­ყო: ერ­თმა სი­ნა­ნუ­ლი­თა და ქრის­ტეს რწმე­ნით სა­მო­თხე და­იმ­კვიდ­რა, მე­ო­რემ კი, უტიფ­რო­ბი­თა და უგუ­ლის­ხმო­ბით, -ჯო­ჯო­ხე­თი.

თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი გზა და ჯვა­რი გვაქვს. რო­გო­რი იქ­ნე­ბა იგი და სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს? ინე­ბოს ღმერ­თმა, ჩვენც ჩვე­ნი გულ­წრფე­ლო­ბით და ცოდ­ვის გან­ცდით მა­ცხოვ­რის შე­წყა­ლე­ბის ღირ­სნი გავ­ხდეთ და სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის დღეს ჩვენც გან­გვე­ცხა­დოს მისი სი­ტყვე­ბი: "მო­ვე­დით, კურ­თხე­ულ­ნო მა­მი­სა ჩე­მი­სა­ნო, და და­იმ­კვიდ­რეთ სამ­ყა­როს შექ­მნი­დან თქვენ­თვის გან­მზა­დე­ბუ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი" (მთ.25,34).

გი­ხა­რო­დეთ, ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, უდინ­ნო, ქურთნო, იე­ზიდ­ნო, ბერ­ძენ­ნო, რუს­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, ქისტნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო და ყო­ველ­ნო შვილ­ნო ივე­რი­ი­სა, ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მკვიდ­რნო და ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო,

სიკ­ვდი­ლი შე­ი­მუს­რა!

ქრის­ტე აღ­დგა!

უფა­ლი მე­ფობს!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია II, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი

თბი­ლი­სი, აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი, 16.04. 2017"

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად,

განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო

ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი

კი,- მორჩილების ქურაში"(ზირქ. 2,1,5.)

ქრისტე აღდგა!

გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:

ქრისტე აღდგა!

სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:

ქრისტე აღდგა!

ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.

დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:

"გიხაროდეთ!" (მთ.28;9), "მშვიდობა თქვენდა!" (ინ.20;19), "ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი" (გამოცხ.1, 17-18) და "მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე" (მთ 28;18); "ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე" (ინ.5;24);

რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!

აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ასევე ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.

დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში).

მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა! იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა.

მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ! იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული "მეუფე ჰურიათა," თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.

სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებეობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.

"სადა არის სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არს "ჯოჯოხეთო" ძლევაი შენი" (1 კორ. 15;55)!

იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი "მეორე ადამად" იწოდება. "როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი" (რომ. 5,19), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.

უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; "ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები"(რომ; 6, 3, 4, 6).

ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდულმოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.

თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.

გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: "გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!" (მთ.8, 19-24)

ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.

რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.

ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, - წერენ წმინდა მამები.

წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი).

საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.

ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ "მეს" უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.

ეგოისტური "მე" - სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.

უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.

ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: "მე და შენ" და "მე და ის."

"მე და ის", - ამ ურთიერთობაში "მე" დაშორებულია "ის"-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. "ის" უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.

რაც შეეხება კავშირს "მე და შენ," აქ "შენ" აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, "მე-ს" თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.

თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და "შენ"-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.

ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის "შენ", უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე "მე და შენ" ურთიერთობისა.

დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.

და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?

შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც "მეორე ადამად," ისე "პირმშოდ შესვენებულთა", რადგან გარადაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამადე. ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.

საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადგან აღარც მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სახდასხვა სავანეში, ცოდვილნი, - მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.

ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.

რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.

ეს არის მართალმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგარამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არა აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ. რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.

- რით დავიწყოთ?

- სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე.

იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!

სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.

სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.

გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, - გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.

გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, - ჯვარზე, - მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს? ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობით და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი" (მთ.25,34).

გიხაროდეთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო,

სიკვდილი შეიმუსრა!

ქრისტე აღდგა!

უფალი მეფობს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

თბილისი, აღდგომა ქრისტესი, 16.04. 2017"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი