საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს საღამოს, დაახლოებით 18:16 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი, ყვარლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ალმატთან იყო.