აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს და ჰოსპიტალიზება არ დასჭირვებია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ვინაიდან შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, საქმეზე სისხლის სამართლებრივი ძიება არ დაიწყება და რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოხდება.