საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ვაკეში ავტომობილი ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა

ვაკეში ავტომობილი ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე გოგონას ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც Ambebi.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, გოგონას პოლიტრამვები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაყვანის მომენტში კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს "ფეისბუქ" მომხმარებელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო:

"საშინელება მოხდა. ასეთი არაფერი მინახავს. ვაკეში, გუდვილის ასახვევთან ჯიპმა მკვეთრად დაატორმუზა და უცებ ჩემი მანქანის წინ გოგო გადმოფრინდა... ცოცხალია და იმედია კარგად იქნება... მძღოლი ადგილზეა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია