წარბებს ქალები ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ. მოდური წარბის მოყვანილობა ხშირად იცვლება, მაგრამ უახლესი ტრენდი, რომელმაც მთელი "ინსტაგრამი" მოიცვა, ბუმბულის ფორმის წარბია.
ერთ დღესაც ფინელმა ვიზაჟისტმა სტელა სირონენმა გააკეთა ისეთი რამ, რაც დღემდე არავის მოუფიქრია - შუაზე გადავარცხნა წარბები. ამ ხერხით წარბები ბუმბულისმაგვარ ფორმას იღებს. მისმა პოსტმა, სადაც ასე დავარცხნილი წარბი იყო გამოქვეყნებული, 40 000 მოწონება დაიმსახურა და საკმაო აჟიოტაჟიც გამოიწვია.
ზოგი მას ულამაზოდ მიიჩნევს, მაგრამ უმეტესობა ახალი ტრენდით მოხიბლულია.
მომზადებულია uk.style.yahoo.com-ს მიხედვით