საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო საუბრისას ტიროდა, შემდეგ "გაქრა"... ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობს" - როგორ ნადირობენ ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობაზე
"ბოლო საუბრისას ტიროდა, შემდეგ "გაქრა"... ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობს" - როგორ ნადირობენ ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობაზე

"ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა" - "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა­ში" ამ სა­თა­უ­რით, ჩეჩ­ნეთ­ში გე­ე­ბის მა­სობ­რივ და­კა­ვე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­სა და რუ­სეთ­ში დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

გა­ზეთს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ბრალ­დე­ბით", უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ცე­მას ასე­ვე აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი­მე და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხე­ბაც. "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მსხვერ­პლი არც ისე ცო­ტაა.

გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მდა და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რმა წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, მათ შო­რის: ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში; უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­ში (ეფ-ეს-ბე); ჩეჩ­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში; და ბო­ლოს, ად­გი­ლობ­რივ­მა ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­მა. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და მას შემ­დეგ, რაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს (რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია), მათ რეს­პუბ­ლი­კა და­ტო­ვეს და ამით თავი გა­და­ირ­ჩი­ნეს. ზოგი კი მას შემ­დეგ წა­მო­ვი­და ჩეჩ­ნე­თი­დან, რაც მათი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს...

იხი­ლეთ ვი­დეო| ჩეჩ­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის ბრალ­დე­ბით" ჩა­ცხრი­ლეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 100-მდე ადა­მი­ა­ნი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის "ბრალ­დე­ბით" და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის, ცენ­ტრა­ლუ­რი მუს­ლი­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ორი ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნიც არის. "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა­ში" და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი­სა­გან ჩეჩ­ნე­თის "მთლი­ა­ნად გაწ­მენ­დას" გეგ­მავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით უკვე და­ინ­ტე­რეს­და გა­ე­რო და ეუთო და მათ მოს­კოვს მო­უ­წო­დეს, ჩეჩ­ნეთ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა დევ­ნა და წა­მე­ბა გა­მო­ი­ძი­ონ. ამა­ვე მო­წო­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სეთ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ცნო­ბე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის წა­მე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, "რუ­სეთ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა გა­ნა­ცხა­დოს, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა გა­რიყ­ვი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით წა­ქე­ზე­ბა".

ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის პრესმდივ­ნის ალვი კა­რი­მო­ვის თქმით, რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩეჩ­ნეთ­ში გე­ებს შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. "შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ა­კა­ვო ან შე­ა­ვიწ­რო­ვო ისი­ნი, ვინც, რეს­პუბ­ლი­კა­ში უბ­რა­ლოდ არ არის. ასე­თე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან და ეს არის ზღა­პა­რი" - გა­ნა­ცხა­და კა­რი­მოვ­მა.

სა­კითხს ასე­ვე რა­დი­კა­ლუ­რად მი­უდ­გა რამ­ზან კა­დი­რო­ვი - "ჩეჩ­ნეთ­ში მსგავ­სი ხალ­ხი რომ არ­სე­ბობ­დეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ დას­ჭირ­დე­ბო­დათ მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა, მათ ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მი­ხე­დავ­დნენ და "და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თზე" გაგ­ზავ­ნიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც არ ბრუნ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

"ეხო კავ­კა­ზა" აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­კად­რებს, სა­დაც სახ­ლში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უვარ­დე­ბი­ან. გა­მო­ცე­მის თქმით, ასე­თი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის ფონ­ზე, ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნაგ­რძობს მტკი­ცე­ბას, რომ მსგავ­სი რამ ჩეჩ­ნეთ­ში არ არ­სე­ბობს. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ჩე­ჩე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, მათ­ზე ნა­დი­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ­ზე, რო­გორც ტე­რო­რის­ტებ­ზე ისე ნა­დი­რობ­დნენ და და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მათ­თვის გან­კუთ­ვნილ, ორ სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში, არ­ღუნ­სა და ცოცი-იურ­ტში ათავ­სებ­დნენ, სა­დაც მათ­თან ერ­თად კრი­მი­ნა­ლე­ბი იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს...

სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იქ მყოფ ბრალ­დე­ბუ­ლებს ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ... ასე­თი­ვე ფაქ­ტე­ბი, ჩე­ჩე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­ე­რაც და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა, არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, რად­გან ისი­ნი ოჯახს და­ე­მუქრნენ, თუ ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რებ­დნენ, ისი­ნი მათი ოჯა­ხის წევ­რის ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ვი­დეო კად­რებს გა­ავ­რცე­ლებ­დნენ და ეს მთე­ლი ოჯა­ხის, უფრო სწო­რად, სა­ნა­თე­სა­ოს სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბო­და... ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ჩე­ნი სა­მარ­თლამ­ცვე­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას. რის შემ­დე­გაც მათ პირ­და­პირ სახ­ლში უვარ­დე­ბი­ან და ცი­ხე­ში მიჰ­ყავთ...

27 წლის სა­ი­დი (გა­მო­ცე­მის თქმით, მისი სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) ყვე­ბა, რომ მას გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­უ­კავ­შირ­დნენ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თერ­თო­ბა დიდი ხა­ნია არ ჰქო­ნია. ისი­ნი მას ხში­რად სტუმ­რობ­დნენ და სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ღიად სა­უბ­რობ­დნენ, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლად იწე­რე­ბო­და.

"ცოტა ხან­ში და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, 2,5 მი­ლი­ონ რუბლს ითხოვ­დნენ. მის გა­დახ­დას არ ვა­პი­რებ­დი... მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და ჩეჩ­ნე­თი­დან ჯერ კრას­ნო­დარ­ში, იქი­დან კი მოს­კოვ­ში წა­ვე­დი და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, რომ იქი­დან ევ­რო­პა­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას... ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, ისევ გროზ­ნო­ში მო­მი­წია დაბ­რუ­ნე­ბამ. რა­ღაც საქ­მე­ე­ბის­თვის მა­ხა­ჩყა­ლა­ში მო­მი­წია წას­ვლამ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა და­მა­კა­ვა. მათ მი­თხრეს, რომ ჩემს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­მა "ძველ­მა მე­გობ­რებ­მა" მი­ა­წო­დეს.

შემ­დეგ დე­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ვი­ღაც სამ­ხედ­რო­ე­ბი მკი­თხუ­ლობ­დნენ. შემ­დეგ დე­დას ყურ­მი­ლი გა­მო­არ­თვეს, მი­თხრეს, რომ ჩემი ძმა მძევ­ლად ჰყავ­დათ და ვიდ­რე მე გროზ­ნო­ში არ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, არ გა­უშ­ვებ­დნენ... იმა­ვე ღა­მეს ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა სა­თი­თა­ოდ და­მი­რე­კა და დაბ­რუ­ნე­ბა მთხო­ვა. დე­დამ არა­ფე­რი იცო­და ჩემ­ზე და ყვე­ლას ეკი­თხე­ბო­და, - რაში იყო საქ­მე, - შემ­დეგ პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რომ გეი ვარ... მან მი­თხრა, არა­ფე­რია ამა­ში სა­ში­ნე­ლი... ცოტა ხან­ში, ერთი ნა­თე­სა­ვი ძა­ლო­ვა­ნი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, არა­ფერს და­გი­შა­ვებთ, თუ "შენს ნაც­ნო­ბებ­ზე" ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვცე­მო... ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, არ დავ­ბრუნ­დი სამ­შობ­ლო­ში და ოჯახ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­წყვი­ტე" - ჰყვე­ბა სა­ი­დი, რომ­ლის თქმი­თაც, მისი ძა­ლი­ან ბევ­რი ნაც­ნო­ბი სა­ერ­თოდ "გაქ­რა".

"ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი დე­კემ­ბერ­ში და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მე­გობ­რე­ბი "ჩა­უშ­ვა", გა­მო­უშ­ვეს... ბო­ლოს რომ ვე­სა­უბ­რე, ტი­რო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ისევ ეძე­ბენ... ამის შემ­დეგ, ისიც "გაქ­რა". შემ­დეგ ჩვე­ნი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის­გან გა­ვი­გე, რომ ის ბი­ძა­მისს მო­უკ­ლავს, რო­მე­ლიც ძა­ლოვ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და", - წერს სა­ი­დი.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, - "გე­ე­ბის" აღ­მო­ჩე­ნი­სა და დევ­ნის მე­თოდს "კა­დი­რო­ვის ბი­ჭე­ბი" იმათ წი­ნა­აღ­მდე­გაც იყე­ნებს, ვინც ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა... "რო­მე­ლი­მე ჩე­ჩენ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას "გა­მოს­ძა­ლა­ვენ" და შემ­დეგ მი­ად­გე­ბი­ან. ეს მათ მო­რა­ლუ­რად ანად­გუ­რებს, რად­გან პრო­პა­გან­დის ია­რაღს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყე­ნებს", - წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბოლო საუბრისას ტიროდა, შემდეგ "გაქრა"... ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობს" - როგორ ნადირობენ ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობაზე

"ბოლო საუბრისას ტიროდა, შემდეგ "გაქრა"... ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობს" - როგორ ნადირობენ ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობაზე

"ღირსების მკვლელობა" - "ნოვაია გაზეტაში" ამ სათაურით, ჩეჩნეთში გეების მასობრივ დაკავებასა და მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში დიდი ხმაური მოჰყვა.

გაზეთს ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეების დაპატიმრების შესახებ, რომლის თანახმადაც, "განსხვავებული ორიენტაციის ბრალდებით", უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. გამოცემას ასევე აქვს ინფორმაცია, რამდენიმე დაღუპულის შესახებაც. "ნოვაია გაზეტას" წყაროების ცნობით, მსხვერპლი არც ისე ცოტაა.

გამოცემის მტკიცებით, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და უპრეცედენტოდ ბევრმა წყარომ დაადასტურა, მათ შორის: ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რესპუბლიკის ხელისუფლების ადმინისტრაციაში; უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ეფ-ეს-ბე); ჩეჩნეთის პროკურატურაში; და ბოლოს, ადგილობრივმა ლგბტ აქტივისტებმა. რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს და მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს (რაც ძალიან იშვიათია), მათ რესპუბლიკა დატოვეს და ამით თავი გადაირჩინეს. ზოგი კი მას შემდეგ წამოვიდა ჩეჩნეთიდან, რაც მათი მეგობრები და ნაცნობები დააპატიმრეს...

იხილეთ ვიდეო| ჩეჩნეთში რამდენიმე მამაკაცი "ჰომოსექსუალობის ბრალდებით" ჩაცხრილეს, დაკავებულია 100-მდე ადამიანი

განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის "ბრალდებით" დაკავებულებს შორის, ცენტრალური მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები და ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანიც არის. "ნოვაია გაზეტაში" დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის "მთლიანად გაწმენდას" გეგმავს.

აღნიშნული საკითხით უკვე დაინტერესდა გაერო და ეუთო და მათ მოსკოვს მოუწოდეს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა და წამება გამოიძიონ. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ. გაეროს წარმომადგენელთა თქმით, "რუსეთმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის, საზოგადოებისგან ჰომოსექსუალთა გარიყვისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმით წაქეზება".

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პრესმდივნის ალვი კარიმოვის თქმით, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩეჩნეთში გეებს შევიწროების შესახებ, არასერიოზულია. "შეუძლებელია, დააკავო ან შეავიწროვო ისინი, ვინც, რესპუბლიკაში უბრალოდ არ არის. ასეთები ჩვენთან არ არიან და ეს არის ზღაპარი" - განაცხადა კარიმოვმა.

საკითხს ასევე რადიკალურად მიუდგა რამზან კადიროვი - "ჩეჩნეთში მსგავსი ხალხი რომ არსებობდეს, სამართალდამცველებს არ დასჭირდებოდათ მათზე რეაგირება, მათ ნათესავები და ახლობლები მიხედავდნენ და "დანიშნულების მისამართზე" გაგზავნიდნენ, საიდანაც არ ბრუნდებიან", - განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

"ეხო კავკაზა" აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც სახლში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს უვარდებიან. გამოცემის თქმით, ასეთი ძალადობის კადრების ფონზე, ჩეჩნეთის ხელისუფლება განაგრძობს მტკიცებას, რომ მსგავსი რამ ჩეჩნეთში არ არსებობს. სექსუალური უმცირესობის ერთ-ერთი ჩეჩენი წარმომადგენლის თქმით, მათზე ნადირობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სამართალდამცველები მათზე, როგორც ტერორისტებზე ისე ნადირობდნენ და დაკავების შემდეგ, მათთვის განკუთვნილ, ორ სპეციალურ საიდუმლო ციხეში, არღუნსა და ცოცი-იურტში ათავსებდნენ, სადაც მათთან ერთად კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს...

სექსუალური უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი, იქ მყოფ ბრალდებულებს ცემაში შემოაკვდათ... ასეთივე ფაქტები, ჩეჩენი სამართალდამცველების მიერაც დაფიქსირდა, თუმცა, არ გახმაურებულა, რადგან ისინი ოჯახს დაემუქრნენ, თუ ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდნენ, ისინი მათი ოჯახის წევრის ორიენტაციის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეო კადრებს გაავრცელებდნენ და ეს მთელი ოჯახის, უფრო სწორად, სანათესაოს სირცხვილი იქნებოდა... ოჯახის წევრებმა გაჩუმება ამჯობინეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი სამართლამცველები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აიძულებენ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის გაცემას. რის შემდეგაც მათ პირდაპირ სახლში უვარდებიან და ციხეში მიჰყავთ...

27 წლის საიდი (გამოცემის თქმით, მისი სახელი შეცვლილია) ყვება, რომ მას გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდნენ მეგობრები, რომლებთანაც ურთერთობა დიდი ხანია არ ჰქონია. ისინი მას ხშირად სტუმრობდნენ და სხვადასხვა თემებზე ღიად საუბრობდნენ, შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფარულად იწერებოდა.

"ცოტა ხანში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ, 2,5 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. მის გადახდას არ ვაპირებდი... მანქანა გავყიდე და ჩეჩნეთიდან ჯერ კრასნოდარში, იქიდან კი მოსკოვში წავედი და ყველას ვუთხარი, რომ იქიდან ევროპაში ვაპირებდი წასვლას... ოჯახური მდგომარეობის გამო, მიმდინარე წლის იანვარში, ისევ გროზნოში მომიწია დაბრუნებამ. რაღაც საქმეებისთვის მახაჩყალაში მომიწია წასვლამ, სადაც რამდენიმე პოლიციელმა დამაკავა. მათ მითხრეს, რომ ჩემს შესახებ ინფორმაცია ჩემმა "ძველმა მეგობრებმა" მიაწოდეს.

შემდეგ დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ვიღაც სამხედროები მკითხულობდნენ. შემდეგ დედას ყურმილი გამოართვეს, მითხრეს, რომ ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ და ვიდრე მე გროზნოში არ დავბრუნდებოდი, არ გაუშვებდნენ... იმავე ღამეს ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ დამირეკა და დაბრუნება მთხოვა. დედამ არაფერი იცოდა ჩემზე და ყველას ეკითხებოდა, - რაში იყო საქმე, - შემდეგ პირდაპირ ვუთხარი, რომ გეი ვარ... მან მითხრა, არაფერია ამაში საშინელი... ცოტა ხანში, ერთი ნათესავი ძალოვანი დამიკავშირდა და მითხრა, არაფერს დაგიშავებთ, თუ "შენს ნაცნობებზე" ინფორმაციას მოგვცემო... ამ და სხვა მიზეზების გამო, არ დავბრუნდი სამშობლოში და ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე" - ჰყვება საიდი, რომლის თქმითაც, მისი ძალიან ბევრი ნაცნობი საერთოდ "გაქრა".

"ერთი ჩემი მეგობარი დეკემბერში დაიჭირეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეგობრები "ჩაუშვა", გამოუშვეს... ბოლოს რომ ვესაუბრე, ტიროდა და მეუბნებოდა, რომ ისევ ეძებენ... ამის შემდეგ, ისიც "გაქრა". შემდეგ ჩვენი საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ის ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობდა", - წერს საიდი.

რუსული გამოცემების მიხედვით, - "გეების" აღმოჩენისა და დევნის მეთოდს "კადიროვის ბიჭები" იმათ წინააღმდეგაც იყენებს, ვინც ჩეჩნეთში კადიროვის პოლიტიკას ეწინააღმდეგება... "რომელიმე ჩეჩენ სექსუალურ უმცირესობას მასზე ინფორმაციას "გამოსძალავენ" და შემდეგ მიადგებიან. ეს მათ მორალურად ანადგურებს, რადგან პროპაგანდის იარაღს ხელისუფლება შესანიშნავად იყენებს", - წერს რუსული პრესა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა