პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის ბიჭის სააღდგომო საჩუქრები - გაიცანით სანდრო, რომელიც საკუთარ სახლზე და სახელოსნოზე ოცნებობს
10 წლის ბიჭის სააღდგომო საჩუქრები - გაიცანით სანდრო, რომელიც საკუთარ სახლზე და სახელოსნოზე ოცნებობს

სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბის მო­ხატ­ვა 10 წლის სან­დრომ ერთი წე­ლია და­ი­წყო. იდეა შარ­შან, მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც დე­დამ მისი მო­ხა­ტუ­ლი სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი ნახა და შეს­თა­ვა­ზა, საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლეო.

სან­დრო ქან­თა­რია: "კვერ­ცხე­ბის მო­ხატ­ვა და გა­ყიდ­ვა შარ­შან და­ვი­წყე. ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ფუჭ­და, არ მინ­დო­და, დედა შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ჩე­მით მე­შო­ვა ფული. ჩემი სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­მე­დია" ჰოლ­დნი­გის HR-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ი­გო და ისე­თი ტე­ლე­ფო­ნით და­მა­სა­ჩუქ­რეს, რო­მელ­საც არც ვე­ლო­დი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ყი­დუ­ლი კვერ­ცხე­ბი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯვა სხვა საქ­მის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და. ვცდი­ლობ, შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა სწო­რად დავ­ხარ­ჯო. ჯერ არ ვიცი, რას ვი­ყი­დი. შე­ვაგ­რო­ვებ, შევ­ხე­დავ და ოჯახ­ში რაც გვჭირ­დე­ბა, იმას შე­ვი­ძენ".

რად­გან ტე­ლე­ფო­ნი აჩუ­ქეს, პირ­ვე­ლად აღე­ბუ­ლი თან­ხით სა­ღე­ბა­ვე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი შე­ი­ძი­ნა და სა­აღ­დგო­მოდ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე სა­ა­ხალ­წლო­დაც გა­აგ­რძე­ლა. ახა­ლი წლის­თვის ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი მო­ხა­ტა და გა­ყი­და. რო­გორც სან­დრო ამ­ბობს, დე­დამ და მის­მა მე­გობ­რებ­მა ძა­ლი­ან დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს და დღემ­დე გვერ­დში უდ­გა­ნან: "დე­დას მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ, ზოგი სა­ღე­ბა­ვით, ზოგი - დე­კო­რა­ცი­ით. ახლა ხუმ­რო­ბით "ბიზ­ნეს­კიდს" მე­ძა­ხი­ან".

თავ­და­პირ­ვე­ლად ნამ­დვილ კვერ­ცხებს ხა­ტავ­და, ახლა კი - ხე­ლოვ­ნურ­ზე გა­და­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ყვა­ვი­ლე­ბით მო­ხა­ტუ­ლი კვერ­ცხე­ბი მოს­წონთ, ასე­ვე მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს სხვა­დას­ხვა ფე­რით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბი.

ნა­ხეთ მეტი ფოტო აქ

"კვერ­ცხის ბუ­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბის იდეა დე­დას მო­უ­ვი­და, რაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საქ­მეა. ასეთ ძნელ სა­მუ­შა­ოს თა­ვად დედა აკე­თებს. ღა­მით, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან მო­დის, მე ვი­ძი­ნებ, ის კი თო­კის და­მუ­შა­ვე­ბას იწყებს, მე­ო­რე დღეს მას­ზე დრო რომ აღარ დავ­ხარ­ჯო. ძა­ფე­ბით ვა­კე­თებ­დით ბუ­დე­ებს, სა­დაც ვა­ლა­გებ­დით კვერ­ცხებს და ამან ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა" - ამ­ბობს სან­დრო.

მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­ნა­კე­თია და წე­სით, ძვი­რი უნდა ღირ­დეს, ძალ­ზე ია­ფია. კვერ­ცხს 3 ლა­რად ყი­დის, ბუ­დეს­თან ერ­თად - 5 ლა­რად. სან­დრო მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნია. კა­რა­ტე­ზე და­დის, სახ­ლის გვერ­დით არ­სე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სა­ნია და ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, კლა­სის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეა:

"ყვე­ლა­ფერს ვა­თავ­სებ. პირ­ველ რიგ­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის მერე თუ ძა­ლი­ან არ ვარ დაღ­ლი­ლი, ვხა­ტავ. ვარ­ჯი­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიც, ვცდი­ლობ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის დრო გა­მოვ­ნა­ხო. შა­ბათ-კვი­რას ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ, მერე აუ­ცი­ლებ­ლად ვხა­ტავ. თუ ნა­ხა­ტით ვა­კე­თებ კვერ­ცხს, 10 წუთი მჭირ­დე­ბა და თუ უბ­რა­ლოდ, ვღე­ბავ, 7-8 წუთი. ასე რომ, რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა ვიყო, ერთი ცალ კვერ­ცხს მა­ინც ვა­კე­თებ ხოლ­მე.

სან­დრო კა­რა­ტე­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბას აპი­რებს, ძა­ლი­ან უნდა, დედა ასა­ხე­ლოს. სურს, მისი ჩემ­პი­ო­ნო­ბის გამო ხალ­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი მო­ის­მი­ნოს. ამ­ბობს, რომ ამ დროს ძა­ლი­ან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. ის არც ქველ­მოქ­მე­დე­ბას ივი­წყებს. ცოტა ხნის წინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რე­ბელ საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა­ში. მან ქველ­მოქ­მე­დე­ბა ტრა­დი­ცი­ად აქ­ცია - ყო­ვე­ლი გა­სა­ყი­დი ნივ­თის კო­ლექ­ცი­ი­დან პირ­ვე­ლი გა­ყი­დუ­ლის თან­ხას (სიმ­ბო­ლუ­რად) საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე­ში დებს.

- დედა ხში­რად მე­სა­უბ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. 5 წლის რომ ვი­ყა­ვი, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და. ყვე­ლა ემ­ზა­დე­ბო­და. მე და დე­დას კი ჯერ არა­ფე­რი გვქონ­და სახ­ლში, მაგ­რამ დე­დას მე­გობ­რებ­მა ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნეს. დედა ასეთ დღე­ებს არ ივი­წყებს და მეც მას­წავ­ლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ჭირ­ვე­ბამ არ შე­მა­ში­ნოს. თუ რამე მო­მინ­დე­ბა და მისი შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მექ­ნე­ბა, ცუდი არა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გვერ­დში მიდ­გა­ნან. ამი­ტომ მეც ვცდი­ლობ, მათ გა­სა­ხა­რად კარ­გად მო­ვიქ­ცე და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო.

სან­დრო სა­კუ­თარ სახლზე ოც­ნე­ბობს. უნდა, რომ პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო ჰქონ­დეს სან­დრო სა­კუ­თარ სახლზე ოც­ნე­ბობს. უნდა, რომ პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო ჰქონ­დეს. ძა­ლი­ან უყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, ხე­ე­ბის, შე­ნო­ბე­ბის, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადა­მი­ა­ნის თვა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა უყ­ვარს. მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის თვა­ლებ­ში ხა­სი­ა­თი ჩანს. თვა­ლებ­ში იკი­თხე­ბა სევ­დაც, სი­ხა­რუ­ლიც, გაბ­რა­ზე­ბაც:

- დე­დას ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი აქვს. სწო­რედ ამი­ტომ გა­მიჩ­ნდა იდეა, რომ მის თვა­ლებს დავკვირ­ვე­ბო­დი და გა­და­მე­ღო.

სან­დრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა. ის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც იცის შრო­მი­სა და სწავ­ლის ფასი. მისი ოც­ნე­ბე­ბი არაა მხო­ლოდ პა­ტა­რა ბავ­შვის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ფიქ­რი. იცის, რა­საც ამ­ბობს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ოც­ნე­ბა აას­რუ­ლოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი სახ­ლი, სა­ხე­ლოს­ნო­თი, ყვე­ლას მოგ­ვას­მე­ნი­ნებს სა­ჩემ­პი­ო­ნო ჰიმნს და დე­დას, რო­მე­ლიც მისი უერ­თგუ­ლე­სი მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მის­ცემს სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ველს.

სან­დრო ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭია!

ლადო გო­გო­ლა­ძე

10 წლის ბიჭის სააღდგომო საჩუქრები - გაიცანით სანდრო, რომელიც საკუთარ სახლზე და სახელოსნოზე ოცნებობს

10 წლის ბიჭის სააღდგომო საჩუქრები - გაიცანით სანდრო, რომელიც საკუთარ სახლზე და სახელოსნოზე ოცნებობს

სააღდგომო კვერცხების მოხატვა 10 წლის სანდრომ ერთი წელია დაიწყო. იდეა შარშან, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დედამ მისი მოხატული სააღდგომო კვერცხები ნახა და შესთავაზა, საქმიანობა გააგრძელეო.

სანდრო ქანთარია: "კვერცხების მოხატვა და გაყიდვა შარშან დავიწყე. ტელეფონი გამიფუჭდა, არ მინდოდა, დედა შემეწუხებინა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით მეშოვა ფული. ჩემი სურვილის შესახებ "პალიტრამედია" ჰოლდნიგის HR-ის ხელმძღვანელმა გაიგო და ისეთი ტელეფონით დამასაჩუქრეს, რომელსაც არც ველოდი. შესაბამისად, გაყიდული კვერცხებიდან აღებული თანხის დახარჯვა სხვა საქმისთვისაც შეიძლებოდა. ვცდილობ, შეგროვილი თანხა სწორად დავხარჯო. ჯერ არ ვიცი, რას ვიყიდი. შევაგროვებ, შევხედავ და ოჯახში რაც გვჭირდება, იმას შევიძენ".

რადგან ტელეფონი აჩუქეს, პირველად აღებული თანხით საღებავები და დეკორაციები შეიძინა და სააღდგომოდ დაწყებული საქმე საახალწლოდაც გააგრძელა. ახალი წლისთვის ნაძვის ხის სათამაშოები მოხატა და გაყიდა. როგორც სანდრო ამბობს, დედამ და მისმა მეგობრებმა ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს და დღემდე გვერდში უდგანან: "დედას მეგობრები ძალიან დამეხმარნენ, ზოგი საღებავით, ზოგი - დეკორაციით. ახლა ხუმრობით "ბიზნესკიდს" მეძახიან".

თავდაპირველად ნამდვილ კვერცხებს ხატავდა, ახლა კი - ხელოვნურზე გადავიდა. განსაკუთრებით ყვავილებით მოხატული კვერცხები მოსწონთ, ასევე მოწონებით სარგებლობს სხვადასხვა ფერით გაფორმებული კვერცხები.

ნახეთ მეტი ფოტო აქ

"კვერცხის ბუდეების გაკეთების იდეა დედას მოუვიდა, რაც ყველაზე რთული საქმეა. ასეთ ძნელ სამუშაოს თავად დედა აკეთებს. ღამით, როცა სამსახურიდან მოდის, მე ვიძინებ, ის კი თოკის დამუშავებას იწყებს, მეორე დღეს მასზე დრო რომ აღარ დავხარჯო. ძაფებით ვაკეთებდით ბუდეებს, სადაც ვალაგებდით კვერცხებს და ამან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა" - ამბობს სანდრო.

მისი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთია და წესით, ძვირი უნდა ღირდეს, ძალზე იაფია. კვერცხს 3 ლარად ყიდის, ბუდესთან ერთად - 5 ლარად. სანდრო მომავალი ჩემპიონია. კარატეზე დადის, სახლის გვერდით არსებულ ეკლესიაში სტიქაროსანია და ამ ყველაფრის პარალელურად, კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა:

"ყველაფერს ვათავსებ. პირველ რიგში ვმეცადინეობ, მეცადინეობის მერე თუ ძალიან არ ვარ დაღლილი, ვხატავ. ვარჯიშიდან დაბრუნებულიც, ვცდილობ, ჩემი საყვარელი საქმისთვის დრო გამოვნახო. შაბათ-კვირას ეკლესიაში მივდივარ, მერე აუცილებლად ვხატავ. თუ ნახატით ვაკეთებ კვერცხს, 10 წუთი მჭირდება და თუ უბრალოდ, ვღებავ, 7-8 წუთი. ასე რომ, როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ერთი ცალ კვერცხს მაინც ვაკეთებ ხოლმე.

სანდრო კარატეში მსოფლიოს ჩემპიონობას აპირებს, ძალიან უნდა, დედა ასახელოს. სურს, მისი ჩემპიონობის გამო ხალხმა საქართველოს ჰიმნი მოისმინოს. ამბობს, რომ ამ დროს ძალიან ამაყი და ბედნიერი იქნება. ის არც ქველმოქმედებას ივიწყებს. ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო გამოფენაში. მან ქველმოქმედება ტრადიციად აქცია - ყოველი გასაყიდი ნივთის კოლექციიდან პირველი გაყიდულის თანხას (სიმბოლურად) საქველმოქმედო საქმეში დებს.

- დედა ხშირად მესაუბრება ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 5 წლის რომ ვიყავი, აღდგომის დღესასწაული ახლოვდებოდა. ყველა ემზადებოდა. მე და დედას კი ჯერ არაფერი გვქონდა სახლში, მაგრამ დედას მეგობრებმა ბევრი საჩუქარი მომიტანეს. დედა ასეთ დღეებს არ ივიწყებს და მეც მასწავლის, რომ მნიშვნელოვანია, გაჭირვებამ არ შემაშინოს. თუ რამე მომინდება და მისი შეძენის საშუალება არ მექნება, ცუდი არაფერი გავაკეთო. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან. ამიტომ მეც ვცდილობ, მათ გასახარად კარგად მოვიქცე და წარმატებას მივაღწიო.

სანდრო საკუთარ სახლზე ოცნებობს. უნდა, რომ პატარა სახელოსნო ჰქონდეს  სანდრო საკუთარ სახლზე ოცნებობს. უნდა, რომ პატარა სახელოსნო ჰქონდეს. ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება, ხეების, შენობების, თუმცა განსაკუთრებულად ადამიანის თვალების გადაღება უყვარს. მიაჩნია, რომ ადამიანის თვალებში ხასიათი ჩანს. თვალებში იკითხება სევდაც, სიხარულიც, გაბრაზებაც:

- დედას ყველაზე ლამაზი და სევდიანი თვალები აქვს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ მის თვალებს დავკვირვებოდი და გადამეღო.

სანდრო საქართველოს მომავალი თაობაა. ის თაობა, რომელმაც იცის შრომისა და სწავლის ფასი. მისი ოცნებები არაა მხოლოდ პატარა ბავშვის გაუაზრებელი ფიქრი. იცის, რასაც ამბობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ოცნება აასრულოს. დარწმუნებული ვარ, მას ექნება საკუთარი სახლი, სახელოსნოთი, ყველას მოგვასმენინებს საჩემპიონო ჰიმნს და დედას, რომელიც მისი უერთგულესი მეგობარია, ძალიან ბევრჯერ მისცემს სიამაყის საფუძველს.

სანდრო ძალიან მაგარი ბიჭია!

ლადო გოგოლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი