მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება
ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება

2017 წელს ბერ­ლინ­სა და პე­ტერ­ბურ­გში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ვო­კა­ლის აკა­დე­მია და­არ­სდე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი აპ­რი­ლი­დან ასე­ვე მუ­სორგსკის სა­ხე­ლო­ბის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ო­პე­რო და­სის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს. პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გა­ნაგ­რძობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რას. 2017 წლის მა­ი­სი­დან ლონ­დო­ნის სა­მე­ფო თე­ატ­რის "კო­ვენტ გარ­დე­ნის" მიწ­ვე­ვით ის ინ­კვი­ზი­ტო­რის პარ­ტი­ას შე­ას­რუ­ლებს ჯუ­ზე­პე ვერ­დის ოპე­რა­ში "დონ კარ­ლო­სი". პრე­მი­ე­რა 12 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ამ­ჟა­მად, ბერ­ლინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მას "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ექ­სკლუ­ზი­უ­რად რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა და­უს­ვა.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბერ­ლინ­სა და სან­ქატ-პე­ტერ­ბურ­გში ვო­კა­ლის აკა­დე­მია იხ­სნე­ბა?

- ყო­ველ­თვის მქონ­და სურ­ვი­ლი და­მე­არ­სე­ბი­ნა ვო­კა­ლის აკა­დე­მია და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ახლი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბის­თვის. ახა­ლი ხმე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. არა­ვის ეწყი­ნე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხა­რია, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას მსოფ­ლიო სცე­ნებ­ზე. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ბერ­ლინ­სა და სან­ქს-პე­ტერ­ბურ­გში გა­იხ­სნე­ბა ვო­კა­ლის აკა­დე­მი­ე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა არამ­ხო­ლოდ ჩემი, არა­მედ მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჩემი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­დავ­ცეთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას. უკვე ვიცი რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, ვინც მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი­დან ის­წავ­ლის ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის მუ­სორგსკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სა­ო­პე­რო და­სის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

- ხომ არ თვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­გაკ­რი­ტი­კე­ბენ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გამო?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც გა­სულ წელს, რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე გა­უ­ჩე­რებ­ლად მაკ­რი­ტი­კეს და ათას­გვა­რი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ლო და შე­თხზუ­ლი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე სა­კუ­თარ თავ­ზე, არ მგო­ნია ამის შემ­დეგ კი­დევ ვინ­მემ შეძ­ლოს ჩემი გაკ­ვირ­ვე­ბა. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მი­მაჩ­ნდა სა­ჭი­როდ, სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი მი­მაჩ­ნია, რომ არის ძალ­ზედ მნიშ­ვნლო­ვა­ნი, მუ­სი­კის ენა მარ­თლაც სა­ერ­თა­შო­რი­სოა და მას არ აქვს სა­ზღვრე­ბი. მე ვარ ქარ­თვე­ლი და დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ოჯა­ხის წევ­რი. ამ სა­ერ­თო საქ­მე­ზე ზრუნ­ვა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­ტის­ტებს. და რაც მთა­ვა­რია, წა­ად­გე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი, სიყ­ვა­რუ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იმ სა­ერ­თო დიდ ოჯახ­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე ვსა­უბ­რობ. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ბოლო დროს, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, დან­დო­ბა თუ გაფრ­თხი­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გვაკ­ლია. მი­ხა­რია, რომ თე­ატ­რის სა­ო­პე­რო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, დიდ სცე­ნა­ზე დად­გმულ სპე­ქა­ტაკ­ლებ­ში მი­ვა­ღე­ბი­ნო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ­გვარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბის­თვის მარ­თლაც არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა.

- თქვენ და­უბ­რუნ­დით სას­ცე­ნო კა­რი­ე­რას, რთუ­ლი იყო თუ არა ფორ­მა­ში შეს­ვლა?

- არც ერთი საქ­მე არ არის ად­ვი­ლი თუ მას მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით უდ­გე­ბი. სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რა გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმს მო­ი­თხოვს და სა­კუ­თა­რი თა­ვის მუდ­მივ წრთვნას. წელს უკვე ჩემი სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის 39 წელი სრულ­დე­ბა და რა თქმა უნდა, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და რა­ი­მე ტი­პის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ჩემ­თვის სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ზუს­ტად ერთ თვე­ში იმ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მექ­ნე­ბა გა­მოს­ვლა, სა­დაც მრა­ვა­ლი წლის წინ, ჩემი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხმა­უ­რი­ა­ნი დე­ბი­უ­ტი შედ­გა ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის­თან ერ­თად.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება

ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება

2017 წელს ბერლინსა და პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერალი აპრილიდან ასევე მუსორგსკის სახელობის სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. პარალელურად პაატა ბურჭულაძე განაგრძობს საერთაშორისო კარიერას. 2017 წლის მაისიდან ლონდონის სამეფო თეატრის "კოვენტ გარდენის" მიწვევით ის ინკვიზიტორის პარტიას შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში "დონ კარლოსი". პრემიერა 12 მაისს გაიმართება. პაატა ბურჭულაძე ამჟამად, ბერლინში იმყოფება, სადაც მას "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

- ბატონო პაატა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბერლინსა და სანქატ-პეტერბურგში ვოკალის აკადემია იხსნება?

- ყოველთვის მქონდა სურვილი დამეარსებინა ვოკალის აკადემია და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ახლი თაობის მომღერლებისთვის. ახალი ხმების აღმოჩენითა და საერთაშორისო სააგენტოებთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია დაკავებული ვარ. არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მიხარია, როდესაც ქართველი საოპერო მომღერლები აღწევენ წარმატებას მსოფლიო სცენებზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერლინსა და სანქს-პეტერბურგში გაიხსნება ვოკალის აკადემიები და შესაძლებლობა მომეცემა არამხოლოდ ჩემი, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ჩემი კოლეგების გამოცდილება გადავცეთ მომავალ თაობას. უკვე ვიცი რამდენიმე ქართველი სტუდენტი, ვინც მომდევნო სეზონიდან ისწავლის ჩვენს აკადემიაში. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის მუსორგსკის სახელობის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობა.

- ხომ არ თვლით, რომ საქართველოში გაგაკრიტიკებენ სანქტ-პეტერბურგის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის გამო?

- საქართველოში რაც გასულ წელს, რამდენიმე თვის მანძილზე გაუჩერებლად მაკრიტიკეს და ათასგვარი სრულიად უსაფუძლო და შეთხზული ამბავი მოვისმინე საკუთარ თავზე, არ მგონია ამის შემდეგ კიდევ ვინმემ შეძლოს ჩემი გაკვირვება. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვაკეთებდი იმას, რაც მიმაჩნდა საჭიროდ, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი მიმაჩნია, რომ არის ძალზედ მნიშვნლოვანი, მუსიკის ენა მართლაც საერთაშორისოა და მას არ აქვს საზღვრები. მე ვარ ქართველი და დიდი საერთაშორისო სახელოვნებო ოჯახის წევრი. ამ საერთო საქმეზე ზრუნვა და მისი განვითარება ყველა ქვეყანას წაადგება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის არტისტებს. და რაც მთავარია, წაადგება ჰუმანური, სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას იმ საერთო დიდ ოჯახში, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ. ჩემი დაკვირვებით, ბოლო დროს, ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთის სიყვარული, დანდობა თუ გაფრთხილება და პატივისცემა გვაკლია. მიხარია, რომ თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელობა ის იშვიათი შემთხვევა იქნება, რომელიც შესაძლებლობას მომცემს აკადემიის სტუდენტებს სწავლის პარალელურად, დიდ სცენაზე დადგმულ სპექატაკლებში მივაღებინო მონაწილეობა. ამგვარ გამოცდილებას ახალგაზრდა მომღერლებისთვის მართლაც არაფერი შეედრება.

- თქვენ დაუბრუნდით სასცენო კარიერას, რთული იყო თუ არა ფორმაში შესვლა?

- არც ერთი საქმე არ არის ადვილი თუ მას მაღალი პროფესიონალიზმით უდგები. საოპერო სიმღერა განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს და საკუთარი თავის მუდმივ წრთვნას. წელს უკვე ჩემი სასცენო მოღვაწეობის 39 წელი სრულდება და რა თქმა უნდა, ამდენი წლის მანძილზე ყოველდღიური შრომის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა რაიმე ტიპის წარმატების მიღწევა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთ თვეში იმ თეატრის სცენაზე მექნება გამოსვლა, სადაც მრავალი წლის წინ, ჩემი პირველი საერთაშორისო ხმაურიანი დებიუტი შედგა ლუჩანო პავაროტისთან ერთად.

ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი