პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე
"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ლელა კა­კუ­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ქვეყ­ნდე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის თე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცელ­და ჭორი, თით­ქოს, დე­და­მი­წას ას­ტე­რო­ი­დი უახ­ლოვ­დე­ბა, რო­მე­ლიც მას გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა, მი­ვი­ღეთ რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი, სა­დაც მკთხვე­ლე­ბი, ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლას­გან ითხო­ვენ პა­სუხს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დი მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ქვეყ­ნდე­ბო­და გა­ზე­თებ­ში, ჟურ­ნა­ლებ­სა თუ წიგ­ნებ­ში:

1996 წელი, 15 ივ­ნი­სი, დი­ლის 5 სა­ა­თი.

დე­და­მი­წა­ზე, ბუ­ნე­ბა­ში ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, რო­გორ­საც გუ­ლის­ხმო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი, ანუ წარ­ღვნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუ­ქი ფორ­მით გა­და­ივ­ლის.

2008 წლის 12 აპ­რი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხს არ უნდა ეში­ნო­დეს, სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა! იგი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ქარ­თუ­ლი სული ყო­ველ­თვის იცო­ცხლებს დე­და­მი­წა­ზე, სა­ნამ იგი არ­სე­ბობს. დე­და­მი­წა კი ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს.

მეც­ნი­ე­რე­ბი­სა რა გი­თხრათ, ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ იძი­ებ­დნენ და იძი­ე­ბენ, მაგ­რამ უფ­ლის ნე­ბით, ცხოვ­რე­ბა და სი­ცო­ცხლე ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა დე­და­მი­წა­ზე. იც­ვლე­ბა კლი­მა­ტი, რა­საც მერე ბუ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა სი­ცო­ცხლეს, იგი დე­და­მი­წა­ზე არას­დროს გამ­ქრა­ლა. მალე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დარ­ჩე­ბი­ან. ამინ!

2009 წელი, 29 იან­ვა­რი, თბი­ლი­სი.

დე­და­მი­წა რჩე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც იყო. კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი აქამ­დეც ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი კი ანად­გუ­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს, ანად­გუ­რე­ბენ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებს და მერე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბა – ადამ და ევა­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, იგი­ვეს ვხე­დავ: ჩემი ქვე­ყა­ნა გა­დარ­ჩე­ბა! თუ რა ძა­ლე­ბი იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, ეს რუ­კა­ზე აღ­ვნიშ­ნე და იგი გა­ზეთ­შიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე რამ­დენ­ჯერ­მე. ასე­ვე ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, რო­გო­რი ენერ­გი­ე­ბი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთს, ჩრდი­ლო­ეთს, აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთს. ეს, ჩემო ხალ­ხო, ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ ვერც კი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ!!!

2009 წელი, 30 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

ვი­მე­ო­რებ: ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვართ და ვიქ­ნე­ბით! ყვე­ლა დიდი კა­ტაკ­ლიზ­მი, რაც კი იბო­ბოქ­რებს დე­და­მი­წა­ზე, ას­ცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. დიახ, ეს არ არის ზღა­პა­რი, ეს რე­ა­ლო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო ერთი დიდი ტა­ძა­რია, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნებს ხი­ფა­თი არ ელით, რო­მელ­საც შე­გიძ­ლი­ათ თა­ვე­ბი შე­ა­ფა­როთ. შა­დი­მა­ნე­ბი და უწ­მინ­დუ­რე­ბი იქ ვერ მოხ­ვდე­ბი­ან! ჩემი სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა! გა­დარ­ჩე­ბა ჩემი ხალ­ხი! ამინ!!!

2010 წელი, 15 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ დიდ ცვლი­ლე­ბებს. დე­და­მი­წა სუფ­თავ­დე­ბა! მი­წისძვრე­ბი, წყალ­დი­დო­ე­ბე­ბი, ვუკ­ლა­ნე­ბის ამოფრქვე­ვე­ბი… მოკ­ლედ ბუ­ნე­ბა იც­ვლე­ბა, მაგ­რამ დე­და­მი­წა არ­სად ქრე­ბა! ბუ­ნე­ბაც თან­და­თან ჩა­წყნარ­დე­ბა.

მო­მა­ვალ­ში, შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, ვხე­დავ, წარ­მო­იქ­მნე­ბა ახა­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი. ამას მოჰ­ყვე­ბა ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბი და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე. დე­და­მი­წა სა­ხეს იც­ვლის. ასე იყო წარ­სულ­შიც, როცა ბევ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია და­ინ­გრა, წყალ­მა და­ფა­რა და ა.შ. და ა.შ. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ხალ­ხიც გა­დარ­ჩა და დე­და­მი­წა­მაც გა­ნაგ­რძო არ­სე­ბო­ბა.

ვხე­დავ, ბუ­ნე­ბა ცვლის დე­და­მი­წა­ზე ბევრ რა­მეს, რა­საც არც ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. არის ომე­ბი, იყე­ნე­ბენ ყვე­ლა სა­ხის ია­რაღს, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი მო­აქვს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ეს ბე­დის­წე­რაა? ასე­თია ნება კოს­მო­სი­დან!

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლოს და ჩემს საყ­ვა­რელ ხალ­ხს, ვხე­დავ, ყვე­ლა ხი­ფა­თი, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა თუ ომე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ას­ცდე­ბა. არ მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­წის პი­რი­დან აღგ­ვა, ყვე­ლა­ფერს მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტანთ!

სხვა­თა შო­რის, სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბი ერთი პე­რი­ო­დი შე­წყდე­ბა. ეს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს დე­და­მი­წას. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი კი მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო­ე­ბი იყე­ნე­ბენ. ეს კა­ტას­ტრო­ფაა! მაგ­რამ ვხე­დავ, მო­დის დრო, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­წყვე­ტენ ომებს და დამ­შვიდ­დე­ბა დე­და­მი­წა; დრო­ე­ბით, მარ­თა­ლია, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი სრულ­დე­ბა! ამინ!

2010 წელი, 18 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, მო­მა­ვალ­შიც ბო­ბოქ­რობს ბუ­ნე­ბა. ეს ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ იქ­ნე­ბა და­მან­გრე­ვე­ლი. ჩვე­ნი­ვე ბუ­ნე­ბა გვი­ცავს სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვის­გან! სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი უხი­ფა­თო ზო­ნაა. ვხე­დავ, არის მი­წისძვრე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, მაგ­რამ არა და­მან­გრე­ვე­ლი მას­შტა­ბე­ბი­სა!

ვხე­დავ, სა­დაც ძლი­ე­რი ვულ­კა­ნია ამოფრქვე­უ­ლი, რა­ღაც მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბაც გა­მო­ი­ყო­ფა და ადა­მი­ა­ნე­ბი ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ. იგი სე­რი­ო­ზულ ვირუსს გა­მო­იწ­ვევს. ამა­ზე ბევ­რი ქვე­ყა­ნა აყ­ვირ­დე­ბა - ფრთხი­ლად! - თუმ­ცა ვირუსს მეც­ნი­ე­რე­ბა მა­ინც გა­უმკლავ­დე­ბა, ვხე­დავ!!!

2010 წელი, 25 ივ­ლი­სი.

ნუ შე­შინ­დე­ბი, ადა­მი­ა­ნო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კოს­მო­სი­დან მო­დის და დე­და­მი­წის გაქ­რო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. პი­რი­ქით, მას უზარ­მა­ზა­რი კოს­მი­უ­რი ენერ­გი­ე­ბი იცავს და მალე მთელ დე­და­მი­წას სიმ­შვი­დე მო­ი­ცავს. დიახ, სიმ­შვი­დე და კოს­მო­სი ყვე­ლას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს. მსოფ­ლი­ოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ევ­ლი­ნე­ბი­ან, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ახა­ლი პრე­მი­ე­რე­ბი. ეს ცვლა შე­სამ­ჩნე­ვია იმი­ტომ, რომ ისი­ნი ერ­თდო­უ­ლად იც­ვლე­ბი­ან და ერ­თდრო­უ­ლად მო­დი­ან პო­ლი­ტი­კა­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­საც ვხე­დავ. მაგ­რამ პირ­ვე­ლო­ბას მსოფ­ლი­ო­ში მა­ინც ამე­რი­კა იტო­ვებს.

2010 წელი, 7 აგ­ვის­ტო, ურე­კი.

ბუ­ნე­ბა ბო­ბოქ­რობს, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კაც ბო­ბოქ­რობს. მოკ­ლედ, დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა პლა­ნე­ტა­ზე! მაგ­რამ დე­და­მი­წა გა­დარ­ჩე­ბა, გა­დარ­ჩე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მხო­ლოდ რცე­ულ­ნი, ხოლო დარ­ჩე­ნილ ნა­გავს დე­და­მი­წა მხრე­ბი­დან ჩა­მო­ი­ბერ­ტყავს. და­დე­ბი­თი კოს­მი­უ­რი ენერ­გი­ე­ბი კი ნელ-ნელა გა­იშ­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე და ცხვრე­ბა, სი­ცო­ცხლე გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე ბუ­ნე­ბაც მშვიდ­დე­ბა, მისი დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი და­დე­ბი­თია დე­და­მი­წის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბით­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ვი­მე­ო­რებ, სი­ცო­ცხლის, ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­სა­წყი­სია. ამინ!

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დე­და­მი­წა, ბუ­ნე­ბა ყო­ველ­თვი გა­ნიც­დის ცვლი­ლე­ბებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გავა რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე და ბუ­ნე­ბა ისევ აბო­ბოქრდე­ბა, ისევ ცე­ცხლი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, ვულ­კა­ნე­ბი და ა.შ. ვხე­დავ, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის, რათა დე­და­მი­წამ იარ­სე­ბოს. ეს, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­ღვნას ეძა­ხით - პი­რი­ქით, ეს არის დე­და­მი­წის, ასე ვთქვათ, გა­სუფ­თა­ვე­ბა და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­სა­წყი­სი.

2011 წელი, 27 იან­ვა­რი, თბი­ლი­სი, ნი­ნო­ო­ბა.

მო­მა­ვალ­ში ვხე­დავ უცხო კუნ­ძუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა ოკე­ა­ნე­ში. ამ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო ილა­პა­რა­კებს. დე­და­მი­წა გა­დარ­ჩე­ბა! იგი არც არას­დროს გამ­ქრა­ლა ორ­ბი­ტი­დან! დე­და­მი­წაც ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ასე ვთქვათ, და ხან­და­ხან დაგ­რო­ვილ ნა­გავს იბერ­ტყავს ხოლ­მე. მერე კი ადა­მი­ა­ნი კვლავ გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას. იგი არას­დროს ტო­ვებს დე­და­მი­წას. დე­და­მი­წა ერთ-ერთი მშვე­ნი­ე­რი პლა­ნე­ტაა კოს­მოს­ში.

2011 წელი, 25 მა­ი­სი, თბი­ლი­სი.

ვი­მე­ო­რებ, რომ ბუ­ნე­ბა ისევ ბო­ბოქ­რობს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ვხე­დავ, ისევ ერ­თდრო­უ­ლად ამო­ხეთ­ქავს ის მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჯერ არ ამო­უ­ხეთ­ქავთ. მი­წისძვრე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა და ცე­ცხლი ეკი­დე­ბა ყვე­ლა­ფერს.

ია­პო­ნი­ა­ში დიდი ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვე­ვა. იგი თით­ქოს სა­მუ­და­მოდ იყო მი­ძი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა, ბა­ტო­ნე­ბო. თუმ­ცა, დღეს ვინც ფიქ­რობს, რომ ეს არის აპო­კა­ლიფ­სი, ცდე­ბა, ეს ასე არ არის. ვი­მე­ო­რებ ას­ჯერ და­ნა­ხულს და ისევ ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ, რომ დე­და­მი­წას არა­ფე­რი არ მო­უ­ვა! უბ­რა­ლოდ, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა და­თე­სეს ბუ­ნე­ბა­ში, იმას იმ­კი­ან. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი იწ­ვნე­ვენ ბუ­ნე­ბის ამ დარ­ტყმას. ასე იყო მი­ლი­ო­ნი წლე­ბის უკან, ასეა დღეს და ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ეს არის მყა­რი სი­მარ­თლე და მორ­ჩა!!!

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად გა­მოძ­ვრე­ბა ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან. ამას ხში­რად იმი­ტომ ვი­მე­ო­რებ და ვწერ, რომ არ მინ­და ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი შიშ­მა შე­ი­პყროს. ისე­დაც რთულ პე­რი­ო­დებს გავ­დი­ვართ და ახლა ბუ­ნე­ბის რის­ხვას სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ვერ აი­ტან­და!

ჩემი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი ძლი­ერ­დე­ბა და ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ნათ­ლად ჩანს, რომ კოს­მო­სი გვი­ცავს და გვი­ფა­რავს! ამას ვე­რა­ვინ უარ­ყოფს!!! ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი ხი­ლუ­ლი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის".

"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე

"მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში" - ლელა კაკულია კლიმატის ცვლილებებისა და ასტეროიდის შესახებ გავრცელებულ ჭორზე

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ქვეყნდება წინასწარმეტყველებები, რომლებიც კლიმატის ცვლილების თემას უკავშირდება. 

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ჭორი, თითქოს, დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც მას განადგურებით ემუქრება, მივიღეთ რამდენიმე წერილი, სადაც მკთხველები, ქალბატონი ლელასგან ითხოვენ პასუხს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი მისი ჩანაწერებიდან, რომლებიც წლების მანძილზე ქვეყნდებოდა გაზეთებში, ჟურნალებსა თუ წიგნებში:

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

დედამიწაზე, ბუნებაში ისეთი ცვლილებები არ იქნება, როგორსაც გულისხმობენ მეცნიერები, ანუ წარღვნები. ყველაფერი მსუბუქი ფორმით გადაივლის.

2008 წლის 12 აპრილი.

საქართველოს ხალხს არ უნდა ეშინოდეს, საქართველო გადარჩება! იგი, როგორც ყოველთვის, ხელშეუხებელია. ქართული სული ყოველთვის იცოცხლებს დედამიწაზე, სანამ იგი არსებობს. დედამიწა კი ყოველთვის იარსებებს.

მეცნიერებისა რა გითხრათ, ადამიანები მუდამ იძიებდნენ და იძიებენ, მაგრამ უფლის ნებით, ცხოვრება და სიცოცხლე ყოველთვის იქნება დედამიწაზე. იცვლება კლიმატი, რასაც მერე ბუნების ცვლილებებიც მოჰყვება, მაგრამ, რაც შეეხება სიცოცხლეს, იგი დედამიწაზე არასდროს გამქრალა. მალე ყველაფერი შეიცვლება ბუნებაში, მაგრამ ვხედავ, ადამიანები გადარჩებიან. ამინ!

2009 წელი, 29 იანვარი, თბილისი.

დედამიწა რჩება ისეთი, როგორიც იყო. კატაკლიზმები აქამდეც ყოველთვის ხდებოდა, ადამიანები კი ანადგურებენ ერთმანეთს, ანადგურებენ ცივილიზაციებს და მერე ყველაფერი თავიდან იწყება – ადამ და ევადან.

რაც შეეხება საქართველოს, იგივეს ვხედავ: ჩემი ქვეყანა გადარჩება! თუ რა ძალები იცავენ საქართველოს, ეს რუკაზე აღვნიშნე და იგი გაზეთშიც გამოვაქვეყნე რამდენჯერმე. ასევე ვიწინასწარმეტყველე, როგორი ენერგიები იცავს საქართველოს დასავლეთს, ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთს. ეს, ჩემო ხალხო, ძალზე სერიოზული საკითხია, იმდენად სერიოზული, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ!!!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.

ვიმეორებ: ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით! ყველა დიდი კატაკლიზმი, რაც კი იბობოქრებს დედამიწაზე, ასცდება საქართველოს. დიახ, ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა.

საქართველო ერთი დიდი ტაძარია, რომელშიც ადამიანებს ხიფათი არ ელით, რომელსაც შეგიძლიათ თავები შეაფაროთ. შადიმანები და უწმინდურები იქ ვერ მოხვდებიან! ჩემი საქართველო გადარჩება! გადარჩება ჩემი ხალხი! ამინ!!!

2010 წელი, 15 აპრილი, თბილისი.

ვხედავ დიდ ცვლილებებს. დედამიწა სუფთავდება! მიწისძვრები, წყალდიდოებები, ვუკლანების ამოფრქვევები… მოკლედ ბუნება იცვლება, მაგრამ დედამიწა არსად ქრება! ბუნებაც თანდათან ჩაწყნარდება.

მომავალში, შორეულ მომავალში, ვხედავ, წარმოიქმნება ახალი კუნძულები. ამას მოჰყვება ახალი ქალაქები და უამრავი სიახლე. დედამიწა სახეს იცვლის. ასე იყო წარსულშიც, როცა ბევრი ცივილიზაცია დაინგრა, წყალმა დაფარა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხიც გადარჩა და დედამიწამაც განაგრძო არსებობა.

ვხედავ, ბუნება ცვლის დედამიწაზე ბევრ რამეს, რასაც არც ადამიანები ჩამორჩებიან. არის ომები, იყენებენ ყველა სახის იარაღს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს კაცობრიობისთვის. ეს ბედისწერაა? ასეთია ნება კოსმოსიდან!

რაც შეეხება ჩემს საყვარელ საქართველოს და ჩემს საყვარელ ხალხს, ვხედავ, ყველა ხიფათი, ეს ბუნებრივი მოვლენაა თუ ომებისგან გამოწვეული, საქართველოს ასცდება. არ მოხდება საქართველოს მიწის პირიდან აღგვა, ყველაფერს მსუბუქად გადავიტანთ!

სხვათა შორის, სამხედრო სწავლებები ერთი პერიოდი შეწყდება. ეს ძალიან აზიანებს დედამიწას. ყველაზე უარესი კი მომწამლავი ნივთიერებებია, რომელსაც სამხედროები იყენებენ. ეს კატასტროფაა! მაგრამ ვხედავ, მოდის დრო, როცა ადამიანები შეწყვეტენ ომებს და დამშვიდდება დედამიწა; დროებით, მართალია, მაგრამ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წინასწარმეტყველებები სრულდება! ამინ!

2010 წელი, 18 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, მომავალშიც ბობოქრობს ბუნება. ეს ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ჩემი საყვარელი საქართველოსთვის ეს კატაკლიზმები არ იქნება დამანგრეველი. ჩვენივე ბუნება გვიცავს სერიოზული ნგრევისგან! საქართველო ერთ-ერთი უხიფათო ზონაა. ვხედავ, არის მიწისძვრები, წყალდიდობები, მაგრამ არა დამანგრეველი მასშტაბებისა!

ვხედავ, სადაც ძლიერი ვულკანია ამოფრქვეული, რაღაც მომწამლავი ნივთიერებაც გამოიყოფა და ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ. იგი სერიოზულ ვირუსს გამოიწვევს. ამაზე ბევრი ქვეყანა აყვირდება - ფრთხილად! - თუმცა ვირუსს მეცნიერება მაინც გაუმკლავდება, ვხედავ!!!

2010 წელი, 25 ივლისი.

ნუ შეშინდები, ადამიანო. ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და დედამიწის გაქრობა დაუშვებელია. პირიქით, მას უზარმაზარი კოსმიური ენერგიები იცავს და მალე მთელ დედამიწას სიმშვიდე მოიცავს. დიახ, სიმშვიდე და კოსმოსი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. მსოფლიოს ახალი პოლიტიკოსები მოევლინებიან, ახალი პრეზიდენტები, ახალი პრემიერები. ეს ცვლა შესამჩნევია იმიტომ, რომ ისინი ერთდოულად იცვლებიან და ერთდროულად მოდიან პოლიტიკაში. ძალიან საინტერესოა, რასაც ვხედავ. მაგრამ პირველობას მსოფლიოში მაინც ამერიკა იტოვებს.

2010 წელი, 7 აგვისტო, ურეკი.

ბუნება ბობოქრობს, მსოფლიო პოლიტიკაც ბობოქრობს. მოკლედ, დიდი ცვლილებები იქნება პლანეტაზე! მაგრამ დედამიწა გადარჩება, გადარჩებიან ადამიანები, მხოლოდ რცეულნი, ხოლო დარჩენილ ნაგავს დედამიწა მხრებიდან ჩამოიბერტყავს. დადებითი კოსმიური ენერგიები კი ნელ-ნელა გაიშლება დედამიწაზე და ცხვრება, სიცოცხლე გაგრძელდება. ასევე ბუნებაც მშვიდდება, მისი დიდი ცვლილებები დადებითია დედამიწისთვის, ადამიანებითვი განსაკუთრებით. ეს ყველაფერი კი, ვიმეორებ, სიცოცხლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ამინ!

მინდა აღვნიშნო, რომ დედამიწა, ბუნება ყოველთვი განიცდის ცვლილებებს საუკუნეების განმავლობაში. გავა რამდენიმე საუკუნე და ბუნება ისევ აბობოქრდება, ისევ ცეცხლი, წყალდიდობები, ვულკანები და ა.შ. ვხედავ, ეს აუცილებელიც არის, რათა დედამიწამ იარსებოს. ეს, რასაც ადამიანები წარღვნას ეძახით - პირიქით, ეს არის დედამიწის, ასე ვთქვათ, გასუფთავება და ახალი სიცოცხლის დასაწყისი.

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.

მომავალში ვხედავ უცხო კუნძულებს, რომლებიც ბუნების ცვლილების შედეგად წარმოიქმნება ოკეანეში. ამ აღმოჩენებზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. დედამიწა გადარჩება! იგი არც არასდროს გამქრალა ორბიტიდან! დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია, ასე ვთქვათ, და ხანდახან დაგროვილ ნაგავს იბერტყავს ხოლმე. მერე კი ადამიანი კვლავ განაგრძობს ცხოვრებას. იგი არასდროს ტოვებს დედამიწას. დედამიწა ერთ-ერთი მშვენიერი პლანეტაა კოსმოსში.

2011 წელი, 25 მაისი, თბილისი.

ვიმეორებ, რომ ბუნება ისევ ბობოქრობს მთელ მსოფლიოში. ვხედავ, ისევ ერთდროულად ამოხეთქავს ის მიძინებული ვულკანები, რომლებსაც ჯერ არ ამოუხეთქავთ. მიწისძვრებიც ერთდროულად ხდება და ცეცხლი ეკიდება ყველაფერს.

იაპონიაში დიდი ვულკანი ამოიფრქვევა. იგი თითქოს სამუდამოდ იყო მიძინებული, მაგრამ არა, ბატონებო. თუმცა, დღეს ვინც ფიქრობს, რომ ეს არის აპოკალიფსი, ცდება, ეს ასე არ არის. ვიმეორებ ასჯერ დანახულს და ისევ ვწინასწარმეტყველებ, რომ დედამიწას არაფერი არ მოუვა! უბრალოდ, რაც ადამიანებმა დათესეს ბუნებაში, იმას იმკიან. მთელი მსოფლიოს ქვეყნები იწვნევენ ბუნების ამ დარტყმას. ასე იყო მილიონი წლების უკან, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის მყარი სიმართლე და მორჩა!!!

როგორც აღვნიშნე, საქართველო ძალიან მსუბუქად გამოძვრება ამ მოვლენებიდან. ამას ხშირად იმიტომ ვიმეორებ და ვწერ, რომ არ მინდა ჩემი ქართველები შიშმა შეიპყროს. ისედაც რთულ პერიოდებს გავდივართ და ახლა ბუნების რისხვას საქართველო ნამდვილად ვერ აიტანდა!

ჩემი ქვეყანა და ხალხი ძლიერდება და ამ ძნელბედობის ჟამს ნათლად ჩანს, რომ კოსმოსი გვიცავს და გვიფარავს! ამას ვერავინ უარყოფს!!! ვინაიდან ყველაფერი ხილული ხდება ადამიანებისთვის".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი