კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე
"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. 63 წლის რჩე­უ­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო და­რა­სელ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა გარ­დაც­ვლილ ბი­ძა­ზე, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე. და­რა­სე­ლი ბი­ძის უც­ნობ ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს - ფო­ტო­ზე ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ცი­ხეს­თან დგას, მა­ი­სურ­ზე კი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სუ­რა­თი აქვს...

"ტუი იცით რა­ტომ და­არ­ქვეს? რა­ღაც ძვე­ლი ამე­რი­კუ­ლი ფილ­მის ინ­დი­ე­ლი გმი­რი იყო, რო­მე­ლიც სულ სა­ო­ცარ ილე­თებს ას­რუ­ლებ­და, კლდე­ებ­ზე ხტო­და, თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ეხ­ვე­ო­და. ვახო 23-ე სკო­ლის ეზო­ში ცხოვ­რობ­და, მის სახ­ლს სას­წავ­ლე­ბელ­თან ერთი მა­ღა­ლი ღობე ყოფ­და, ჰოდა არას­დროს სკო­ლა­ში კა­რი­დან არ შე­სუ­ლა, სულ მე­სერ­ზე გა­დახ­ტო­მით პირ­და­პირ ფან­ჯრი­დან ძვრე­ბო­და კლას­ში. მე­რეც არას­დროს აურ­ჩე­ვია იოლი გზა. მის "არა­ნორ­მა­ლურ საქ­ცი­ე­ლებ­ზე" კი­დევ ბევ­რი რამე ახ­სენ­დე­ბათ. არას­დროს ყო­ფი­ლა " ყვე­ლა­სა­ვით ნორ­მა­ლუ­რი", ორ­დი­ნა­ლუ­რი, ჰოდა ტუი შე­არ­ქვეს.

ძა­ლი­ან უში­შა­რი და ერ­თგუ­ლი იყო. არას­დროს ყო­ფი­ლა მთავ­რო­ბა­ში, სულ ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, მისი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ლო­გი­კუ­რიც იყო. თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძე­მაც ვა­ხოს­თან ყოფ­ნას მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი არ­ჩია. თუმ­ცა, გა­ვი­და დრო და ალ­მო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­და­ნაც მან გად­მო­იყ­ვა­ნა და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­საც, ორი კაცი რომ დარ­ჩა პრე­ზი­დენ­ტთან, ერთი ვახო იყო.

მე სულ ვე­კა­მა­თე­ბო­დი, მის გა­მოს­ვლებ­ზე ვდარ­დობ­დი. მე წე­სი­ე­რი გო­გოს კომ­პლექ­სი მქონ­და, ის კი მშვე­ნივ­რად ამარ­თლებ­და თა­ვის ბავ­შვო­ბის ზედ­მეტ­სა­ხელს. არას­დროს იყო ჩემ­ზე ნა­წყე­ნი. ვუყ­ვარ­დი და მე რას ვგრძნობ­დი მის მი­მართ სუ­ლაც არ ანაღ­ვლებ­და. ის უბ­რა­ლოდ გას­ცემ­და. ამის გამო ვერ ვა­მარ­ცხებ­დი და თავს ვა­ნე­ბებ­დი.

მარ­ტო ერთი სუს­ტი წერ­ტი­ლი ქონ­და. ბავ­შვე­ბი. აი, მხო­ლოდ მათ შე­ეძ­ლოთ მისი მო­რე­ვა. ერთხელ ვი­ღა­ცა ქალ­მა სა­შინ­ლად ლან­ძღა, ეგ კი­დევ მშვი­დად აი­ტა­ნა, მაგ­რამ რო­გორც კი ის ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ა­ზე გა­და­ვი­და, მივ­ხვდი ეხლა რა­ღაც დატ­რი­ალ­დე­ბო­და. შორს ვი­დე­ქი და სას­წრა­ფოდ გავ­ძა­ხე ჩემს მე­გო­ბარს, ბავ­შვი და­ა­ნა­ხეთ­ქო. იმ წამს დამ­შვიდ­და, მოლ­ბა და გა­ი­ღი­მა. ბავ­შვებს ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბათ დიდი ვახო.

დიდ­მა დარ­დმა და ბევ­რმა შე­უ­რა­ცხყო­ფამ და­ა­ა­ვა­და. ტკი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თა­ვის თა­ვის­თვის სად ეცა­ლა, სა­ნამ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით არ და­ე­ცა. ნერ­ვი­უ­ლო­ბამ წა­აქ­ცია.

დიდი სი­ჩუ­მეა ეხლა ჩვენს სახ­ლში. აღა­რა­ვინ ურევს. წა­ვი­და დიდი ხუ­ლი­გა­ნი. დიდი ბო­დი­ში ვახო და მშვი­დო­ბით ტუი!" - წერს ნინო და­რა­სე­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე

"სიჩუმეა ჩვენს სახლში... წავიდა დიდი ხულიგანი" - ნინო დარასელის ემოციური პოსტი ვახტანგ რჩეულიშვილზე

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. 63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ჟურნალისტმა ნინო დარასელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა გარდაცვლილ ბიძაზე, ვახტანგ რჩეულიშვილზე. დარასელი ბიძის უცნობ ფოტოსაც ავრცელებს - ფოტოზე ვახტანგ რჩეულიშვილი ციხესთან დგას, მაისურზე კი გუკა რჩეულიშვილის სურათი აქვს...

"ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა. ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა, ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა, სულ მესერზე გადახტომით პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში. მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის "არანორმალურ საქციელებზე" კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ. არასდროს ყოფილა " ყველასავით ნორმალური", ორდინალური, ჰოდა ტუი შეარქვეს.

ძალიან უშიშარი და ერთგული იყო. არასდროს ყოფილა მთავრობაში, სულ ოპოზიციაში იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია. თუმცა, გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან, ერთი ვახო იყო.

მე სულ ვეკამათებოდი, მის გამოსვლებზე ვდარდობდი. მე წესიერი გოგოს კომპლექსი მქონდა, ის კი მშვენივრად ამართლებდა თავის ბავშვობის ზედმეტსახელს. არასდროს იყო ჩემზე ნაწყენი. ვუყვარდი და მე რას ვგრძნობდი მის მიმართ სულაც არ ანაღვლებდა. ის უბრალოდ გასცემდა. ამის გამო ვერ ვამარცხებდი და თავს ვანებებდი.

მარტო ერთი სუსტი წერტილი ქონდა. ბავშვები. აი, მხოლოდ მათ შეეძლოთ მისი მორევა. ერთხელ ვიღაცა ქალმა საშინლად ლანძღა, ეგ კიდევ მშვიდად აიტანა, მაგრამ როგორც კი ის ქალბატონი მაიაზე გადავიდა, მივხვდი ეხლა რაღაც დატრიალდებოდა. შორს ვიდექი და სასწრაფოდ გავძახე ჩემს მეგობარს, ბავშვი დაანახეთქო. იმ წამს დამშვიდდა, მოლბა და გაიღიმა. ბავშვებს ძალიან დააკლდებათ დიდი ვახო.

დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა. ტკიოდა ყველაფერი, მაგრამ თავის თავისთვის სად ეცალა, სანამ პირდაპირი მნიშვნელობით არ დაეცა. ნერვიულობამ წააქცია.

დიდი სიჩუმეა ეხლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი. დიდი ბოდიში ვახო და მშვიდობით ტუი!" - წერს ნინო დარასელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს