პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის
თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი პო­ლი­ტი­კის­გან ხან­გრძლივ ან სა­მუ­და­მო პა­უ­ზას იღებს. ამის შე­სა­ხებ ხი­და­შელ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში, კოკა კვირ­კვე­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში "შუ­ა­დღის სტუ­დია" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ასე გა­მო­ვი­და, რომ ჩემს სტა­ტუს­ში ბევ­რი ყო­ფი­ლია, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, ეს ბევ­რს არა­ფერს ცვლის ჩემ­თვის. 12-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მე დავ­ბრუნ­დი იქ, სა­დაც ვი­ყა­ვი - სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში. ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს ვეხ­მა­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი ქვეყ­ნის გა­რეთ, იქ, სა­დაც სა­ჭი­რო ვარ და ვინც თვლის, რომ ჩემი ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა ეს პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს: "მე საკ­მა­ოდ გრძე­ლი პა­უ­ზის აღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. შე­იძ­ლე­ბა პა­უ­ზაც კი აღარ იყოს და ასე დარ­ჩეს პო­ლი­ტი­კას­თან, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კას­თან გან­შო­რე­ბას ვა­პი­რებ".

ხი­და­შე­ლის თქმით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბა იყო სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხუ­რი, რაც კი ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გი­ნოს და თუკი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხურ­ში უკვე მუ­შა­ობ­დი, მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლია, სხვა რამე მო­გე­წო­ნოს.

ხი­და­შელ­მა იმ მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა, რის გა­მოც პო­ლი­ტი­კის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"ეს არის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უნდა მიხ­ვდე, რომ რო­დე­საც 24 წელი რა­ღა­ცას აკე­თებ, უფრო სწო­რად შენ გგო­ნია, რომ აკე­თებ და მერე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ შენ გე­გო­ნა აკე­თებ­დი, სხვა ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღო. მერე სხვებს ეუბ­ნე­ბი: მოდი, ახლა თქვენ აკე­თეთ და ვნა­ხოთ, მერე კი­დევ შემ­დე­გი 20 წელი რომ გა­ივ­ლის, შე­ვე­და­როთ. ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რია. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ან რა­ღაც როლ­ში და მერე იმ რო­ლი­დან ვერ გა­მო­დი­ან. მე ძა­ლი­ან ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ისე ვი­თარ­დე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ იმ­დე­ნად არა­ჯან­სა­ღია, რომ მე ნამ­დვი­ლად უნდა გავ­ჩერ­დე. ერთ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ მი­ზეზ­ზე თუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბიძ­გის მიმ­ცე­მი იყო დო­ლი­ძე­ლე­ბის და ბახ­ტრი­ო­ნე­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი. მე ვფიქ­რობ, არის გე­ოგ­რა­ფი­ე­ბი, სა­დაც მეტს ელო­დე­ბი, ვიდ­რე სოფ­ლად, ვიდ­რე სხვა წერ­ტილ­ში და სხვა არ­ჩე­ვან­ში ანუ რა­ღაც ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ჩემი აზ­რით, ასე­თი ტი­პის ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სა­დაც ელო­დე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი უფრო მა­ღა­ლია, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ამ­ბის უფრო მა­ღა­ლია. იმი­ტომ კი არა, რომ ისი­ნი უფრო კარ­გე­ბი არი­ან და სხვე­ბი ცუ­დე­ბი არი­ან, იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან და მო­ლო­დი­ნე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკისგან ხანგრძლივ ან სამუდამო პაუზას იღებს. ამის შესახებ ხიდაშელმა რადიო "პალიტრის" ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში "შუადღის სტუდია" სტუმრობისას განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

"ასე გამოვიდა, რომ ჩემს სტატუსში ბევრი ყოფილია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ბევრს არაფერს ცვლის ჩემთვის. 12-წლიანი პაუზის შემდეგ მე დავბრუნდი იქ, სადაც ვიყავი - სამოქალაქო სექტორში. ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებს ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საკონსულტაციო საქმიანობას ვეწევი ქვეყნის გარეთ, იქ, სადაც საჭირო ვარ და ვინც თვლის, რომ ჩემი ექსპერტიზა სჭირდებათ", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ეს პოლიტიკურ აქტივობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს: "მე საკმაოდ გრძელი პაუზის აღება გადავწყვიტე. შეიძლება პაუზაც კი აღარ იყოს და ასე დარჩეს პოლიტიკასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკასთან განშორებას ვაპირებ".

ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრობა იყო საუკეთესო სამსახური, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოდგინოს და თუკი ყველაზე საუკეთესო სამსახურში უკვე მუშაობდი, მაშინ შეუძლებელია, სხვა რამე მოგეწონოს.

ხიდაშელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა.

"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა აკეთებდი, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მერე სხვებს ეუბნები: მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ, მერე კიდევ შემდეგი 20 წელი რომ გაივლის, შევედაროთ. ამიტომ ეს ძალიან ნორმალურია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან. მე ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე. ერთ ძალიან კონკრეტულ მიზეზზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი იყო დოლიძელების და ბახტრიონელების არჩევანი. მე ვფიქრობ, არის გეოგრაფიები, სადაც მეტს ელოდები, ვიდრე სოფლად, ვიდრე სხვა წერტილში და სხვა არჩევანში ანუ რაღაც ობიექტური მოცემულობები არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ობიექტური მოცემულობაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც კონკრეტული წერტილები, სადაც ელოდები, რომ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხი უფრო მაღალია, გაცნობიერება ამბის უფრო მაღალია. იმიტომ კი არა, რომ ისინი უფრო კარგები არიან და სხვები ცუდები არიან, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და მოლოდინებიც სხვადასხვანაირი გვაქვს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია; ექსპერტიზის მძიმე დასკვნა