პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს
რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

"ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი თით­ქმის ყვე­ლა მოქ­მედ პო­ლი­ტი­კოსს აქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ნაკ­ლისს არც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ამ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის" სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა, მათ შო­რის სამ­ძიმ­რის გან­ცხა­დე­ბებ­საც ავ­რცე­ლებს. კარ­გად მახ­სოვს, რო­დე­საც დიდი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ოთარ კო­ბე­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა დიდი მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა, რაც ნამ­დვი­ლად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან ოთარ კო­ბე­რი­ძის­და­რი მსა­ხი­ო­ბი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თია.

სამ­წუ­ხა­როდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დზე არა­ვის უნა­ხავს დიდი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო გა­მოთ­ქმუ­ლი მწუ­ხა­რე­ბა, მგო­ნი, არც გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა­ზე და­წყვე­ტია გული და არც გე­ნი­ო­სი რეზო ჩხე­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მი­უ­ტა­ნია გულ­თან. 10 აპ­რილს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ექს-პრე­ზი­დენ­ტი დუმს და იმას წერს და ურ­ჩევს უკ­რა­ი­ნე­ლებს რომ ოკუ­პი­რე­ბულ დონ­ბას­თან კე­დე­ლი ავა­შე­ნო­თო.

ექს-პრე­ზი­დენ­ტის ინ­დენ­ტუ­რი იყო და არის მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ქცე­ვა. ნათ­ქვა­მია ცოლ-ქმა­რი დიდი ხნის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მერე, ზნით ერ­თმა­ნეთს ემ­სგავ­სე­ბი­ა­ნო, ასე არი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის მიმ­დევ­რე­ბიც - ყვე­ლა­ფერ­ში ბე­ლადს და­ემ­სგავ­სნენ. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ლო­გი­კუ­რად მგო­ნია, რომ ამ ხალ­ხის­თვის მხო­ლოდ ისაა ქვეყ­ნის­თვის და­ნაკ­ლი­სი, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქებ­და და ადი­დებ­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებს გულ­თან ახ­ლო­საც არ მი­ი­ტა­ნენ.

გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ვი­ცო­დი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად არ და­წყდე­ბო­და გული მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, მით უფრო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, მაგ­რამ თუ გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ ამას ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის უერ­თგუ­ლე­სი მხარ­დამ­ჭე­რი, აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი დო­დო­ნა კი­ზი­რია, რო­მე­ლიც წერ­და: "ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლი მო­რა­ლუ­რი ამ­ნის­ტია არ არის და არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არა მაქვს აფე­რის­ტი ბო­რი­ას ტა­კი­მას­ხა­რის გამო კურ­ცხა­ლი ვაფ­რქვიო... "გივი ბე­რი­კაშ­ვილს დე­ბი­ლე­ბის გარ­და სხვა როლი არ უთა­მა­შია, ამის­თვის კი ის და­ბა­დე­ბუ­ლი იყო. ლონ­დრეც ამ კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნის. სხვა­თა შო­რის, ჰიტ­ლე­რი უკე­თე­სი მხატ­ვა­რი იყო, ვიდ­რე ბე­რი­კაშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბი."

კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ უფრო მეტ სა­ში­ნე­ლე­ბას წერ­დნენ, ზო­გი­ერ­თი ისე შორ­საც წა­ვი­და რომ წერ­და - "ბე­რი­კაშ­ვი­ლი ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლია და გა­მი­ხარ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბაო".

ამ­ბავს პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ივე­რი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი ელჩი მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე:

"გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე ან კარ­გს ამ­ბო­ბენ, ან არა­ფერს. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ან სპორ­ტსმე­ნი ასე­თი­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით იყოს და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი. ჟან გა­ბე­ნი დიდი მსა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ უვარ­გი­სი ადა­მი­ა­ნი. სკო­ტი პი­პე­ნი გე­ნი­ა­ლუ­რი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში ცნო­ბი­ლი წუ­წუ­რა­ქი. პა­ტი­ო­ბენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთი ჟან გა­ბე­ნია, მე­ო­რე პი­პე­ნი. გე­ნი­ო­სე­ბი! სა­ხა­სი­ა­თო რო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო დო­ნის შემ­სრუ­ლე­ბელს იგი­ვეს არ აპა­ტი­ე­ბენ..." - წერ­და გამ­ყრე­ლი­ძე პი­რად გვერ­დზე.

შე­იძ­ლე­ბა გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი არ მოგ­წონ­დეს, სუ­ბი­ექ­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ იმის გამო, რომ ის შენი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­გი­ხარ­დეს, რბი­ლად რომ ვთქვათ უზე­ნო­ბაა.

P.S. მახ­სოვს, წლე­ბის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა - ვინ გსურთ ახალ წელს მეკვლედ. ხმე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. ამ გა­მო­კი­თხვა­ში კარ­გად ჩანს ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი­სად­მი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მიერ მისი ლან­ძღვა, ისევ იმათ­ზე მოქ­მე­დებს ცუ­დად ვინც ილან­ძღე­ბა, თო­რემ ხვალ-ზეგ მლან­ძღვე­ლე­ბი არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბი­ან, გან­სხვა­ვე­ბით გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი­სა, რომ­ლის რო­ლე­ბი მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც ისე­თი­ვე საყ­ვა­რე­ლი იქ­ნე­ბა ხალ­ხის­თვის, რო­გორც მის სი­ცო­ცხლე­ში იყო...

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს

რატომ გაუხარდა გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ მხარდამჭერს

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი თითქმის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს აქვს, ბუნებრივია, გამონაკლისს არც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, რომელიც ამ "ფეისბუქგვერდის" საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად ეხმიანება, მათ შორის სამძიმრის განცხადებებსაც ავრცელებს. კარგად მახსოვს, როდესაც დიდი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების გამო ექსპრეზიდენტმა დიდი მწუხარება გამოთქვა, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოთარ კობერიძისდარი მსახიობი მართლაც იშვიათია.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე არავის უნახავს დიდი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება, მგონი, არც გურამ ფირცხალავაზე დაწყვეტია გული და არც გენიოსი რეზო ჩხეიძის გარდაცვალება მიუტანია გულთან. 10 აპრილს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ექს-პრეზიდენტი დუმს და იმას წერს და ურჩევს უკრაინელებს რომ ოკუპირებულ დონბასთან კედელი ავაშენოთო.

ექს-პრეზიდენტის ინდენტური იყო და არის მისი მხარდამჭერების ქცევა. ნათქვამია ცოლ-ქმარი დიდი ხნის თანაცხოვრების მერე, ზნით ერთმანეთს ემსგავსებიანო, ასე არიან სააკაშვილის მიმდევრებიც - ყველაფერში ბელადს დაემსგავსნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლოგიკურად მგონია, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ისაა ქვეყნისთვის დანაკლისი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქებდა და ადიდებდა, ხოლო დანარჩენებს გულთან ახლოსაც არ მიიტანენ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ვიცოდი ყველას ერთნაირად არ დაწყდებოდა გული მის გარდაცვალებაზე, მით უფრო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, მაგრამ თუ გაუხარდებოდათ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით აქტიურობდა სააკაშვილის უერთგულესი მხარდამჭერი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც წერდა: "ჩემთვის სიკვდილი მორალური ამნისტია არ არის და არავითარი სურვილი არა მაქვს აფერისტი ბორიას ტაკიმასხარის გამო კურცხალი ვაფრქვიო... "გივი ბერიკაშვილს დებილების გარდა სხვა როლი არ უთამაშია, ამისთვის კი ის დაბადებული იყო. ლონდრეც ამ კატეგორიას ეკუთვნის. სხვათა შორის, ჰიტლერი უკეთესი მხატვარი იყო, ვიდრე ბერიკაშვილი მსახიობი."

კომენტარებში კიდევ უფრო მეტ საშინელებას წერდნენ, ზოგიერთი ისე შორსაც წავიდა რომ წერდა - "ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის მკვლელია და გამიხარდა მისი გარდაცვალებაო".

ამბავს პოსტით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი, "ნაციონალური" ხელისუფლების დროინდელი ელჩი მამუკა გამყრელიძე:

"გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, სულაც არ არის აუცილებელი კარგი მსახიობი ან სპორტსმენი ასეთივე ადამიანური თვისებებით იყოს დაჯილდოვებული. ჟან გაბენი დიდი მსახიობი იყო, მაგრამ უვარგისი ადამიანი. სკოტი პიპენი გენიალური კალათბურთელი, მაგრამ ამერიკაში ცნობილი წუწურაქი. პატიობენ. ბოლოს და ბოლოს, ერთი ჟან გაბენია, მეორე პიპენი. გენიოსები! სახასიათო როლების საშუალო დონის შემსრულებელს იგივეს არ აპატიებენ..." - წერდა გამყრელიძე პირად გვერდზე.

შეიძლება გივი ბერიკაშვილი, როგორც მსახიობი არ მოგწონდეს, სუბიექტურია ხელოვნების შეფასება, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შენი პარტიის მხარდამჭერი არ იყო მისი გარდაცვალება გაგიხარდეს, რბილად რომ ვთქვათ უზენობაა.

P.S. მახსოვს, წლების წინ "კვირის პალიტრამ" გამოკითხვა ჩაატარა - ვინ გსურთ ახალ წელს მეკვლედ. ხმების აბსოლუტური უმრავლესობა გივი ბერიკაშვილმა მიიღო. ამ გამოკითხვაში კარგად ჩანს ხალხის დამოკიდებულება გივი ბერიკაშვილისადმი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ მისი ლანძღვა, ისევ იმათზე მოქმედებს ცუდად ვინც ილანძღება, თორემ ხვალ-ზეგ მლანძღველები არავის ემახსოვრებიან, განსხვავებით გივი ბერიკაშვილისა, რომლის როლები მისი სიკვდილის შემდეგაც ისეთივე საყვარელი იქნება ხალხისთვის, როგორც მის სიცოცხლეში იყო...

ლადო გოგოლაძის ბლოგი AMBEBI.GE-სთვის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი