პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ
როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ

რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­დგო­მაა, დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხის გა­რე­შე.

რა უნდა ვი­ცო­დეთ კვერ­ცხის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს პრო­დუქ­ტი და რა ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს ჩვენს რა­ცი­ონ­ში? რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა კვერ­ცხი და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ყიდ­ვი­სას? რო­გორ ავარ­ჩი­ოთ სა­აღ­დგო­მოდ მა­გა­რი კვერ­ცხი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად შე­ი­ღე­ბე­ბა - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გას­წავ­ლით ყვე­ლა­ფერს, რაც ამ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ.

კვერ­ცხი შე­ი­ცავს ცი­ლას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის­თვის, არის D ვი­ტა­მი­ნის წყა­რო, შე­ი­ცავს B ჯგუ­ფის ელე­მენ­ტებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა, კვერ­ცხი ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვს პირ­ვე­ლად აძ­ლევთ მას.

1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში კვერ­ცხის ცი­ლის მი­წო­დე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვი­წყებთ კვერ­ცხის გუ­ლის მი­ცე­მით. სა­დღაც 8-9 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა ჭა­მოს ნა­ხე­ვა­რი კვერ­ცხის გული კვი­რა­ში 2-3ჯერ. კვერ­ცხის გულ­ზე ალერ­გია იშ­ვი­ა­თია, უფრო ალერ­გია ცი­ლა­ზე ვი­თარ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტი: რო­გორ უნდა და­ვად­გი­ნოთ ახა­ლია თუ არა მო­ხარ­შუ­ლი ან უმი კვერ­ცხი?

  • რა არის კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე

კვერ­ცხში ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს სალ­მო­ნე­ლა წარ­მო­ად­გენს, სალ­მო­ნე­ლა შე­იძ­ლე­ბა საკ­ვე­ბი­დან და­ე­მარ­თოს ქა­თამს და შემ­დეგ მის და­დე­ბულ კვერ­ცხშიც აღ­მოჩ­ნდეს. ასე­თი კვერ­ცხის მი­ღე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც სალ­მო­ნე­ლო­ზია.

თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ ხართ, რომ თქვენს მიერ ნა­ყი­დი კვერ­ცხი შე­მოწ­მე­ბუ­ლია სალ­მო­ნე­ლა­ზე, უნდა იცო­დეთ კვერ­ცხის სწო­რად მომ­ზა­დე­ბა. არ მი­ირ­თვათ უმი კვერ­ცხი, ან უმი კვერ­ცხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, სალ­მო­ნე­ლა 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 3 წუთ­ში იღუ­პე­ბა, ამი­ტომ კარ­გად შეწ­ვით და მო­ხარ­შეთ კვერ­ცხი, არ მი­ირ­თვათ ის თოხ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში.

  • არის თუ არა სხვა­ო­ბა თეთრ კვერ­ცხსა და მუქი ფე­რის კვერ­ცხს შო­რის?

სარ­გებ­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი, კვერ­ცხის ფერი ქათ­მის ჯიშ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ის არ გა­მო­ხა­ტავს კვერ­ცხის და­დე­ბით თვი­სე­ბებს, თუმ­ცა არის ერთი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ: მალე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლია და წი­ნა­სა­აღ­დგო­მოდ თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ღე­ბა­ვენ კვერ­ცხს, მუქი ფე­რის კვერ­ცხი კი უკე­თე­სად იღე­ბე­ბა, რაც მთა­ვა­რია მისი ნა­ჭუ­ჭი გა­ცი­ლე­ბით მა­გა­რია და ასე­თი კვერ­ცხი უფრო დიდ­ხანს ინა­ხე­ბა.

  • და­დე­ბი­დან რამ­დე­ნი ხანი ინარ­ჩუ­ნებს კვერ­ცხი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს?

ბუ­ნებ­რი­ვია, რაც უფრო ახა­ლია კვერ­ცხი, მით უფრო მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით არის მას­ში სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, და­დე­ბი­დან 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კვერ­ცხს მთლი­ა­ნად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა თვი­სე­ბა, რაც და­დე­ბი­სას აქვს, 7 დღის შემ­დეგ კი ნელ­ნე­ლა იწყებს ამ თვი­სე­ბე­ბის და­კარ­გვას. ქათ­მის კვერ­ცხის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა მაქ­სი­მუმ 25 დღეა იხი­ლეთ ვი­დეო

  • სოფ­ლის თუ მა­ღა­ზი­ის?

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სოფ­ლის კვერ­ცხი გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე ფერ­მის, რო­მელ­საც მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ შო­რის სარ­გებ­ლო­ბის მხრივ სხვა­ო­ბა არ არის. ფერ­მის და სახ­ლის ქა­თა­მი, რო­მე­ლიც ჯან­საღ საკ­ვებს იღებს, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში კარგ და ჯან­საღ კვერ­ცხს და­დებს.

თუ არ ენ­დო­ბით მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნილ კვერ­ცხზე მი­თი­თე­ბულ ვა­დას, ან თუ ყი­დუ­ლობთ სოფ­ლის კვერ­ცხს, რო­მელ­ზეც სა­ერ­თოდ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, გას­წავ­ლით, რო­გორ მიხ­ვდეთ ახა­ლია თუ არა კვერ­ცხი:

  • აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ა­მოძ­რა­ვეთ ის. თუ მას­ში მოძ­რა­ო­ბას იგ­რძნობთ, კვერ­ცხი ძვე­ლია, რად­გან რაც მეტი დრო გა­დის კვერ­ცხის და­დე­ბი­დან, მას­ში ჰა­ე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, გა­ქა­ნე­ბი­სას მოძ­რა­ო­ბა იგ­რძნო­ბა.
  • აი­ღეთ კვერ­ცხი და გა­ხე­დეთ შუქ­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, შე­გიძ­ლი­ათ ქა­ღალ­დი და­გორ­გლოთ, ასე უფრო მარ­ტი­ვია კვერ­ცხის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის დად­გე­ნა.
  • ძვე­ლი კვერ­ცხი პრი­ა­ლებს, ამი­თომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით ყიდ­ვი­სას, ის უნდა იყოს აი ასე­თი მშრა­ლი, ერ­თგვა­რო­ვა­ნი და არა ასე­თი პრი­ა­ლა.
  • უკვე ნა­ყი­დი და სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი კვერ­ცხი შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ­ნა­ი­რად შა­მოწ­მოთ, კარ­გი კვერ­ცხი წყალ­ში ჩაგ­დე­ბი­სას მო­მენ­ტა­ლუ­რად ჩა­ი­ძი­რე­ბა, შე­და­რე­ბით ძვე­ლი ნელ­ნე­ლა ჩა­ი­ძი­რე­ბა, ძა­ლი­ან ძვე­ლი კი აი ასე იტივ­ტი­ვებს წყლის ზე­და­პირ­ზე.
  • კვერ­ცხის სი­ახ­ლის დად­გე­ნა მისი შიგ­თავ­სის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გა­ტე­ხეთ კვერ­ცხი და ნა­ხეთ, რაც უფრო შეკ­რუ­ლია ცილა, კვერ­ცხი ახა­ლია, თუ ცილა წყა­ლი­ვით გა­ი­შა­ლა თეფ­შზე, მისი და­დე­ბი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი.
  • ჩვენ ასე­ვე გას­წავ­ლით მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მიხ­ვდეთ ახა­ლია თუ არა ის. უბ­რა­ლოდ გა­ჭე­რით კვერ­ცხი შუ­ა­ზე, თუ კვერ­ცხის გული ცენ­ტრშია, პრო­დუქ­ტი ახა­ლია, რად­გან მკვრი­ვი ცილა, ხარ­შვი­სას გულს არ გა­უშ­ვებს ნა­ჭუ­ჭის­კენ, მი­უ­ხე­და­ვად კვერ­ცხის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა ხარ­შვი­სას. ყვე­ლა ეს რჩე­ვა ეხე­ბა, რო­გორც ქათ­მის ასე­ვე მწყრის კვერ­ცხებ­საც.

მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ სხვა­დას­ხვა შე­ფუთ­ვის და წარ­მო­ე­ბის კვერ­ცხებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი. ნული, პირ­ვე­ლი, მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხე­ბი. მათ შო­რის სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ზო­მა­ში და ფას­შია - ნული კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხი ყვე­ლა­ზე დი­დია და შე­სა­ბა­მი­სად უფრო ძვი­რიც ღირს, თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, კვერ­ცხის ზო­მას ქა­თა­მი გან­სა­ზღვრავს, დიდ კვერცს, შე­და­რე­ბით დიდი ზო­მი­სა და ასა­კის ქა­თა­მი დებს, ამი­ტომ ყიდ­ვი­სას არ­ჩე­ვა­ნი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კვერ­ცხზე გა­ა­კე­თეთ, ის შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ქათ­მის და­დე­ბუ­ლია და ასე­თი კვერ­ცხი მეტ ხან­საც ინა­ხე­ბა.

კვერ­ცხის შე­ნახ­ვი­სას კი­დევ ერთი რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­ა­თავ­სეთ ის ცხვი­რით ქვე­მოთ, ასე კვერ­ცხი მეტ­ხანს გაძ­ლებს.

იხი­ლეთ მეტი - "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია"

მარინა
0

მადლობას გიხდით საიტერესო იყო,გაიხარეთ

ავტორი:

როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ

როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად და რა პირობებში შევინახოთ, რომ დიდხანს გაძლოს - საჭირო რჩევები სააღდგომოდ

რამდენიმე დღეში აღდგომაა, დღესასწაული, რომელიც წარმოუდგენელია შეღებილი კვერცხის გარეშე.

რა უნდა ვიცოდეთ კვერცხის შესახებ? რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი და რა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს რაციონში? როგორ გავარჩიოთ ახალია თუ არა კვერცხი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას? როგორ ავარჩიოთ სააღდგომოდ მაგარი კვერცხი, რომელიც მარტივად შეიღებება - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გასწავლით ყველაფერს, რაც ამ პროდუქტის შესახებ უნდა იცოდეთ.

კვერცხი შეიცავს ცილას, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, არის D ვიტამინის წყარო, შეიცავს B ჯგუფის ელემენტებს. თუმცა, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, კვერცხი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს პირველად აძლევთ მას.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში კვერცხის ცილის მიწოდება არ არის რეკომენდებული, ამიტომ ვიწყებთ კვერცხის გულის მიცემით. სადღაც 8-9 თვემდე შეიძლება ჭამოს ნახევარი კვერცხის გული კვირაში 2-3ჯერ. კვერცხის გულზე ალერგია იშვიათია, უფრო ალერგია ცილაზე ვითარდება.

იხილეთ ვიდეოექსპერიმენტი: როგორ უნდა დავადგინოთ ახალია თუ არა მოხარშული ან უმი კვერცხი?

  • რა არის კვერცხში ყველაზე დიდი საფრთხე

კვერცხში ყველაზე დიდ საფრთხეს სალმონელა წარმოადგენს, სალმონელა შეიძლება საკვებიდან დაემართოს ქათამს და შემდეგ მის დადებულ კვერცხშიც აღმოჩნდეს. ასეთი კვერცხის მიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც სალმონელოზია.

თუ დარწმუნებულები არ ხართ, რომ თქვენს მიერ ნაყიდი კვერცხი შემოწმებულია სალმონელაზე, უნდა იცოდეთ კვერცხის სწორად მომზადება. არ მიირთვათ უმი კვერცხი, ან უმი კვერცხით მომზადებული საკვები, სალმონელა 100 გრადუს ტემპერატურაზე 3 წუთში იღუპება, ამიტომ კარგად შეწვით და მოხარშეთ კვერცხი, არ მიირთვათ ის თოხლო მდგომარეობაში. ეს რჩევა გაითვალისწინეთ განსაკუთრებით სოფლის კვერცხის შემთხვევაში.

  • არის თუ არა სხვაობა თეთრ კვერცხსა და მუქი ფერის კვერცხს შორის?

სარგებლობის მხრივ არანაირი, კვერცხის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული და ის არ გამოხატავს კვერცხის დადებით თვისებებს, თუმცა არის ერთი გასათვალისწინებელი რამ: მალე აღდგომის დღესასწაულია და წინასააღდგომოდ თითქმის ყველა ოჯახში ღებავენ კვერცხს, მუქი ფერის კვერცხი კი უკეთესად იღებება, რაც მთავარია მისი ნაჭუჭი გაცილებით მაგარია და ასეთი კვერცხი უფრო დიდხანს ინახება.

  • დადებიდან რამდენი ხანი ინარჩუნებს კვერცხი სასარგებლო თვისებებს?

ბუნებრივია, რაც უფრო ახალია კვერცხი, მით უფრო მეტი კონცენტრაციით არის მასში სასარგებლო ნივთიერებები, დადებიდან 7 დღის განმავლობაში კვერცხს მთლიანად აქვს შენარჩუნებული ყველა თვისება, რაც დადებისას აქვს, 7 დღის შემდეგ კი ნელნელა იწყებს ამ თვისებების დაკარგვას. ქათმის კვერცხის ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 25 დღეა იხილეთ ვიდეო

  • სოფლის თუ მაღაზიის?

არსებობს მოსაზრება, რომ სოფლის კვერცხი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ფერმის, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, სინამდვილეში მათ შორის სარგებლობის მხრივ სხვაობა არ არის. ფერმის და სახლის ქათამი, რომელიც ჯანსაღ საკვებს იღებს, ორივე შემთხვევაში კარგ და ჯანსაღ კვერცხს დადებს.

თუ არ ენდობით მაღაზიაში შეძენილ კვერცხზე მითითებულ ვადას, ან თუ ყიდულობთ სოფლის კვერცხს, რომელზეც საერთოდ არ არის მითითებული, გასწავლით, როგორ მიხვდეთ ახალია თუ არა კვერცხი:

  • აიღეთ კვერცხი და გაამოძრავეთ ის. თუ მასში მოძრაობას იგრძნობთ, კვერცხი ძველია, რადგან რაც მეტი დრო გადის კვერცხის დადებიდან, მასში ჰაერი წარმოიქმნება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, გაქანებისას მოძრაობა იგრძნობა.
  • აიღეთ კვერცხი და გახედეთ შუქზე, ის აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგიძლიათ ქაღალდი დაგორგლოთ, ასე უფრო მარტივია კვერცხის გამჭვირვალეობის დადგენა.
  • ძველი კვერცხი პრიალებს, ამითომ კარგად დააკვირდით ყიდვისას, ის უნდა იყოს აი ასეთი მშრალი, ერთგვაროვანი და არა ასეთი პრიალა.
  • უკვე ნაყიდი და სახლში მოტანილი კვერცხი შეგიძლიათ შემდეგნაირად შამოწმოთ, კარგი კვერცხი წყალში ჩაგდებისას მომენტალურად ჩაიძირება, შედარებით ძველი ნელნელა ჩაიძირება, ძალიან ძველი კი აი ასე იტივტივებს წყლის ზედაპირზე.
  • კვერცხის სიახლის დადგენა მისი შიგთავსის მიხედვითაც შეგვიძლია, გატეხეთ კვერცხი და ნახეთ, რაც უფრო შეკრულია ცილა, კვერცხი ახალია, თუ ცილა წყალივით გაიშალა თეფშზე, მისი დადებიდან დიდი დროა გასული.
  • ჩვენ ასევე გასწავლით მოხარშული კვერცხის შემთხვევაში, როგორ მიხვდეთ ახალია თუ არა ის. უბრალოდ გაჭერით კვერცხი შუაზე, თუ კვერცხის გული ცენტრშია, პროდუქტი ახალია, რადგან მკვრივი ცილა, ხარშვისას გულს არ გაუშვებს ნაჭუჭისკენ, მიუხედავად კვერცხის მდებარეობისა ხარშვისას. ყველა ეს რჩევა ეხება, როგორც ქათმის ასევე მწყრის კვერცხებსაც.

მაღაზიის დახლებზე ალბათ შეგიმჩნევიათ სხვადასხვა შეფუთვის და წარმოების კვერცხებზე მითითებული კატეგორიები. ნული, პირველი, მეორე კატეგორიის კვერცხები. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზომაში და ფასშია - ნული კატეგორიის კვერცხი ყველაზე დიდია და შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს, თუმცა გაითვალისწინეთ, კვერცხის ზომას ქათამი განსაზღვრავს, დიდ კვერცს, შედარებით დიდი ზომისა და ასაკის ქათამი დებს, ამიტომ ყიდვისას არჩევანი საშუალო ზომის კვერცხზე გააკეთეთ, ის შედარებით ახალგაზრდა ქათმის დადებულია და ასეთი კვერცხი მეტ ხანსაც ინახება.

კვერცხის შენახვისას კიდევ ერთი რჩევა გაითვალისწინეთ, კონტეინერში მოათავსეთ ის ცხვირით ქვემოთ, ასე კვერცხი მეტხანს გაძლებს.

იხილეთ მეტი - "არცოდნა აკრძალულია"

"უკეთესი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ორი კვირით გახანგრძლივება" - თენგიზ ცერცვაძე

საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა იმართება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა