მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გიორგაძე - იძულებული ვარ ვთქვა, რომ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს
მიხეილ გიორგაძე - იძულებული ვარ ვთქვა, რომ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ ზუ­რაბ ყიფ­ში­ძის ჯა­მუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა და­სა­ხე­ლე­ბულ 400 ლარს.

რო­გორც მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ძა­ლი­ან წუხს, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე უწევს დღეს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ეპა­სუ­ხა ბრალ­დე­ბებ­ზე.

"მე ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ასე­თი მღელ­ვა­რე­ბაა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მთე­ლი ეს თემა აწყო­ბი­ლი იყო ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ყიფ­ში­ძის გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­შე­მო. ეთერ­ში ისიც ით­ქვა, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად 400 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სის გამო შიმ­ში­ლობს. ვწუხ­ვარ, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე მი­წევს სა­უ­ბა­რი და არა ზო­გა­დად სის­ტე­მურ სა­კი­თხზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა ამ­ბა­ვი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­და­პირ შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ. არა­ვი­თარ 400 ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე და მი­თუ­მე­ტეს ყო­ველ­თვი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ბევ­რად მეტს, კონ­კრე­ტულ ხელ­ფასს იღებს რო­გორც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, ისე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რებ­ში. ის ასე­ვე არის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი "პირ­ველ არხზე" და კი­დევ უფრო მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს ყო­ველ­თვი­უ­რი. აღარ ვამ­ბობ ფონ­დი "ქარ­თუს" გრან­ტის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ ეს კერ­ძო თან­ხა არის და რა­ტომ ით­ვლის სა­მი­ნის­ტრო ამ თან­ხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვით­ვლი, უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს ეს ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი და "პირ­ვე­ლი არხი", ეს არის ის უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან აქვს სა­ბი­უ­ჯე­ტო ანა­ზღა­უ­რე­ბა ზუ­რაბ ყიფ­ში­ძეს.

"ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, გი­ორ­გიმ ან ზუ­რამ რა­ტომ ჩა­იგ­დეს თავი ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც ამ­დე­ნად გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ის­ტო­რია მოყ­ვა პირ­და­პირ ეთერ­ში გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ, სა­დაც 400 ლარ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ მეტი თან­ხა გა­მო­დის ჯა­მუ­რად თვე­ში შე­მო­სა­ვა­ლი. ყვე­ლა­ნა­ირ პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბას სა­ზღვა­რი აქვს ჩემი მხრი­დან. მე იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამა­ზე ვი­სა­უბ­რო, იმი­ტომ, რომ მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ამ­ბა­ვი ატყდა, ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­ტენ­ზია გა­მო­ით­ქვა ეთე­რებ­ში, პი­რად სა­უბ­რებ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე აღარ­ფერს ვამ­ბობ. მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის შე­წუ­ხე­ბუ­ლი და ამი­ტომ, მე მი­წევს ასე­თი გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რა­ზეც მე ვსა­უბ­რობ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მიხეილ გიორგაძე - იძულებული ვარ ვთქვა, რომ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს

მიხეილ გიორგაძე - იძულებული ვარ ვთქვა, რომ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს.

როგორც მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან წუხს, რომ კონკრეტულ ადამიანზე უწევს დღეს საუბარი, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და ამიტომ გადაწყვიტა ეპასუხა ბრალდებებზე.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ პრაქტიკულად 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა ზოგადად სისტემურ საკითხზე, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გასცდა ამბავი, როდესაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ 400 ლარიან ხელფასზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში. ის ასევე არის გადაცემის წამყვანი "პირველ არხზე" და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი "ქართუს" გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხა არის და რატომ ითვლის სამინისტრო ამ თანხას. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლი, უბრალოდ მინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო

მისივე განმარტებით, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და "პირველი არხი", ეს არის ის უწყებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისად, აქედან აქვს საბიუჯეტო ანაზღაურება ზურაბ ყიფშიძეს.

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა პირდაპირ ეთერში გიორგი ყიფშიძემ, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა ეთერებში, პირად საუბრებში, სოციალურ ქსელზე აღარფერს ვამბობ. მთელი საზოგადოება არის შეწუხებული და ამიტომ, მე მიწევს ასეთი განმარტებების გაკეთება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება