სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში
ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში

"მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ზი­ცი­ის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მეღ­ვი­ნე­ო­ბას ეხე­ბა, ჩვენ­თვის - ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს გა­მო­ფე­ნა იწყე­ბა ქარ­თუ­ლი ნი­მუ­შე­ბით. წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქვევ­რი კა­ხე­თი­დან, შემ­დეგ ქვევ­რის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - ორ­ში­მო, სარ­ცხი, სამ­თი­თა... ასე­ვე ყუ­რძნის ჩა­მო­საკ­რე­ფად გან­კუთ­ვნი­ლი გი­დე­ლიც", - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს აღ­ნუს­ხვა-დო­კუ­მენ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი - გი­ორ­გი გა­გო­ში­ძე მარ­სე­ლის მუ­ზე­უმ­ზე გვე­სა­უბ­რა…

- ქა­ლა­ქი - მარ­სე­ლი გახ­ლავთ საფ­რან­გე­თის უდი­დე­სი პორ­ტი ხმელ­თა­შუა ზღვის პი­რას. ლი­ო­ნის ყუ­რეს­თან მდე­ბა­რე დიდი ქა­ლა­ქია, 800 ათა­სი მა­ცხოვ­რებ­ლით... ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქიც გახ­ლავთ, რად­გან და­არ­სე­ბუ­ლია ბერ­ძე­ნი მო­ა­ხალ­შე­ნე­ე­ბის მიერ, ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნე­ში... ეს ქა­ლა­ქი მხო­ლოდ ინ­დუსტრი­უ­ლი კი არა, კულ­ტუ­რის ცენ­ტრიც არის. 2013 წელს ევ­რო­პის კულ­ტუ­რის დე­და­ქა­ლა­ქი იყო და ამი­ტო­მაც იქ აშენ­და ძა­ლი­ან ბევ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბა. ერთ-ერთი ასე­თი ნა­გე­ბო­ბაა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­ზე­უ­მი. ეს არის ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი. მუ­ზე­უ­მი მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბას, არა­მედ ძველ პორტთან არ­სე­ბულ სენ ჟა­ნის ციხე-სი­მაგ­რე­საც, რო­მე­ლიც მე-17-ე სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. ციხე-სი­მაგ­რე და მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან რკი­ნის ხი­დით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გა­და­წყვე­ტი­ლი მუ­ზე­უ­მის რო­გორც ექ­სტე­რი­ე­რი, ასე­ვე ინ­ტე­რი­ე­რიც... მუ­ზე­უმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც ძვე­ლი არ­ტეფ­ქ­ტე­ბი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი ის­ტო­რია. მთე­ლი სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცე თე­მა­ტუ­რად ოთხ ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი: პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის წა­მო­შო­ბას უკავ­შირ­დე­ბა... პირ­ველ თე­მა­ტურ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ადა­მი­ა­ნის მიერ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის და­სა­წყი­სი პე­რი­ო­დი. ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია სამ ფუნ­და­მენ­ტურ კულ­ტი­ვი­რე­ბულ მცე­ნა­რე­ულ პრო­დუქტს ემ­ყა­რე­ბა. ეს არის - ხორ­ბა­ლი და მის­გან წარ­მოქ­მნი­ლი პუ­რე­უ­ლი, ვაზი თა­ვი­სი ღვი­ნით და ზე­თის­ხი­ლის ზეთი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და იხი­ლეთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ექ­სპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მნახ­ველს ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბას აც­ნობს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში

ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში

"მუზეუმის ექსპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მეღვინეობას ეხება, ჩვენთვის - ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ეს გამოფენა იწყება ქართული ნიმუშებით. წარმოდგენილია ქვევრი კახეთიდან, შემდეგ ქვევრის მოვლის საშუალებები - ორშიმო, სარცხი, სამთითა... ასევე ყურძნის ჩამოსაკრეფად განკუთვნილი გიდელიც", - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - გიორგი გაგოშიძე მარსელის მუზეუმზე გვესაუბრა…

- ქალაქი - მარსელი გახლავთ საფრანგეთის უდიდესი პორტი ხმელთაშუა ზღვის პირას. ლიონის ყურესთან მდებარე დიდი ქალაქია, 800 ათასი მაცხოვრებლით... ისტორიული ქალაქიც გახლავთ, რადგან დაარსებულია ბერძენი მოახალშენეების მიერ, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში... ეს ქალაქი მხოლოდ ინდუსტრიული კი არა, კულტურის ცენტრიც არის. 2013 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო და ამიტომაც იქ აშენდა ძალიან ბევრი, საინტერესო ნაგებობა. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა ულტრათანამედროვე მუზეუმი. ეს არის ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაციების მუზეუმი. მუზეუმი მოიცავს არა მხოლოდ თანამედროვე შენობას, არამედ ძველ პორტთან არსებულ სენ ჟანის ციხე-სიმაგრესაც, რომელიც მე-17-ე საუკუნეშია აგებული. ციხე-სიმაგრე და მუზეუმის შენობა ერთმანეთთან რკინის ხიდით არის დაკავშირებული. ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი მუზეუმის როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერიც... მუზეუმში საინტერესოდაა წარმოდგენილი, როგორც ძველი არტეფქტები, ასევე თანამედროვე საშუალებებით გაცოცხლებული ისტორია. მთელი სამუზეუმო სივრცე თემატურად ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი მიწათმოქმედების წამოშობას უკავშირდება... პირველ თემატურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ადამიანის მიერ მიწათმოქმედების დასაწყისი პერიოდი. ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაცია სამ ფუნდამენტურ კულტივირებულ მცენარეულ პროდუქტს ემყარება. ეს არის - ხორბალი და მისგან წარმოქმნილი პურეული, ვაზი თავისი ღვინით და ზეთისხილის ზეთი... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ, როგორ გამოიყურება ექსპოზიცია, რომელიც მნახველს ქართულ მეღვინეობას აცნობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება