სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ
როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ

უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი AMBEBI.GE IRI-ის გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის წყა­რო­ებს შო­რის ლი­დე­რია.

რე­ი­ტინ­გით არა მხო­ლოდ სხვა ვებ-გვერ­დებს უს­წრებს, არა­მედ "ფე­ის­ბუკ­საც" კი ჯობ­ნის, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია და მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. IRI-ის მიერ გა­მო­კი­თხულ­თა 19%-მა AMBEBI.GE მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მთა­ვარ წყა­როდ და­ა­სა­ხე­ლა.

AMBEBI.GE-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი - ეთო ფურ­ცხვა­ნი­ძე ამ წარ­მა­ტე­ბის, სა­ი­ტის სი­ახ­ლე­ე­ბის, ერ­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი გუნ­დი­სა და პორ­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

- ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი IRI-ის კვლე­ვის შე­დე­გებს კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მიყ­ვარს ეს სა­ი­ტი, ეს წარ­მა­ტე­ბა თქვენს მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ადას­ტუ­რებს!"; "ჩემი დილა ყა­ვი­თა და ამ­ბე­ბი.გე-ზე შეს­ვლით იწყე­ბა"; "სა­ი­ტი, რო­მე­ლიც არის და მუ­დამ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში"; "გი­ლო­ცავთ და გი­სურ­ვებთ ყო­ველ­თვის მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე დგო­მას"...

სხვა­თა შო­რის, სა­ი­ტის კო­მენ­ტა­რე­ბის წყა­ლო­ბით, ხალ­ხი ისე და­უ­ახ­ლოვ­და ერ­თმა­ნეთს, რომ არც მო­კი­თხვებს იშუ­რე­ბენ და მე­გობ­რო­ბენ კი­დეც. ზო­გი­ერ­თი თით­ქმის ყვე­ლა სტა­ტი­ა­ზე აკო­მენ­ტა­რებს, არა­ფე­რი გა­მო­ე­პა­რე­ბათ, ზოგი ენაკ­ვი­მა­ტო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა და სა­ხა­ლი­სო პოს­ტებს დებს.

- თქვე­ნი აზ­რით, რა გა­ნა­პი­რო­ბებს AMBEBI.GE-ს ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ მკი­თხველს და­ზუს­ტე­ბულ და ხში­რად, ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდით, რო­მელ­საც სხვა სა­იტ­ზე ვერ წა­ი­კი­თხავს. ბევ­რი თემა, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ზე პირ­ვე­ლად და­წე­რი­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როდ ქცე­უ­ლა სხვა სა­ი­ტე­ბის­თვის, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის და ა.შ. თით­ქმის ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რესს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვამ­ზა­დებთ სტა­ტი­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე, შო­უ­ბიზ­ნეს­ზე, სამ­ხედ­რო თე­მა­ტი­კა­ზე თუ სხვა. მკი­თხვე­ლის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა დღე­ში 150 ათასს აჭარ­ბებს და ჩვენც სულ ვმუ­შა­ობთ, რომ მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი არ მო­ვაკ­ლოთ.

გარ­და ამი­სა, AMBEBI.GE პირ­ვე­ლი პორ­ტა­ლია, რო­მელ­მაც ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ა­ში და­ნერ­გა მულ­ტი­მე­დია პრო­ექ­ტე­ბი - სპე­ცპ­რო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე. ერთ თე­მას ვუთ­მობთ მთლი­ან გვერდს და ამ­ბავს სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოვ­ცემთ ტექ­სტის, ფო­ტო­ე­ბის, ვი­დე­ო­სა და ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სპე­ცპ­რო­ექ­ტებ­ზე დიდი გუნ­დი მუ­შა­ობს და ჩვენ ვა­მა­ყობთ ამ პრო­ექ­ტით (იხი­ლეთ პრო­ექ­ტე­ბი აქ)

- ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თვი­თონ თუ გი­კავ­შირ­დე­ბი­ან, რომ მა­გა­ლი­თად, ესა თუ ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დონ?

- კი, ასე­თი შემ­თხვე­ვაც ხში­რია. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბებს "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გვწე­რენ და ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერ­ზეც გვი­რე­კა­ვენ. ყვე­ლამ იცის, რომ თუ "ამ­ბებ­ზე" და­ი­წე­რე­ბა მათი ამ­ბის ან პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ხში­რად გვაწ­ვდი­ან. ერთს გა­ვიხ­სე­ნებ: ამ­ბა­ვი ეხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე იტა­ლი­ელ ექიმს, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და, აქ კი კერ­ძო კლი­ნი­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტმა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, იქა­უ­რი ტე­ლე­ე­თე­რით მო­ის­მი­ნა ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ და ჩვენ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა. ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, ამ ექიმს მი­ვაკ­ვლი­ეთ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ, მათ კი შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ცენ­ზია შე­უ­ჩე­რეს იტა­ლი­ელ ექიმს.

- ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ხალ­ხი იმ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­თა პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც AMBEBI.GE-ზე არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა?

- ხა­შუ­რე­ლი მწყემ­სი ბი­ჭის ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რული გახ­და. 12 წლის რა­გუ­ლის ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად სწო­რედ ჩვენ­თან და­ი­წე­რა. თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­სა და ძაღ­ლის ჩუ­ქე­ბას სთხოვ­და, რა­საც ჩვენს კო­მენ­ტა­რებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა: რე­დაქ­ცი­ა­შიც რე­კავ­დნენ და მის მი­სა­მართს ითხოვ­დნენ. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ რა­გუ­ლი ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და მისი დახ­მა­რე­ბით, ეს ხალ­ხი ბიჭს და­ვა­კავ­ში­რეთ. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის წყა­ლო­ბით, რა­გუ­ლის რამ­დე­ნი­მე ოც­ნე­ბა აუხ­და. მი­ხა­რია, რომ ასეთ სა­სი­კე­თო საქ­მე­ებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბი მკი­თხვე­ლის­თვი­საც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- სა­ი­ტი მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცეს­შია. რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გეთ ბოლო პე­რი­ოდ­ში და რო­გო­რი თე­მე­ბია ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი?

- ჩვენ ვცდი­ლობთ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და ხში­რად, ეს გა­მოგ­ვდის კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ აჭა­რელ უხუ­ცე­სებ­ზე დავ­წე­რეთ სტა­ტია. ჩვენ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტმა სამ უხუ­ცეს ქალ­ბა­ტონს მი­აკ­ვლია და მათ­თან ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. ისი­ნი 110 წლამ­დე ასა­კის იყ­ვნენ. ჩვენს სა­იტ­ზე ხში­რად შეხ­ვდე­ბით ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბე­ბით იმ­კვიდ­რე­ბენ სა­ხელს 15-16 წლის ასაკ­ში. ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თვე­ლებ­ზეც ხში­რად ვწერთ, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­აქვთ.

- ცოტა ხნის წინ, პორ­ტალს ახა­ლი რუბ­რი­კა და­ე­მა­ტა - "არ­სე­ნა­ლი", რო­მე­ლიც უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- დიახ, სამ­ხედ­რო სფე­რო ხალ­ხს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს. ვწერთ რო­გორც ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყო­ფი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ამ­ბებს, ასე­ვე, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პულ ჯა­რის­კა­ცებ­ზე. ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა - ლალი პა­პას­კირ­მა შეძ­ლო და ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ი­ძია, რომ­ლე­ბიც უგზო-უკვლოდ იყ­ვნენ და­კარ­გუ­ლე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში. ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ე­ბის ციკლს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ხალ­ხი ახ­ლობ­ლე­ბის პოვ­ნა­საც გვთხოვ­და.

- იმ გუნ­დზეც ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს ქმნის...

- რე­დაქ­ტო­რე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­რენ სტა­ტი­ებს და მუდ­მი­ვად არი­ან ხაზ­ზე ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი აქვთ მო­სა­ყო­ლი. ეს გუნ­დი სულ სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­შია. ფაქ­ტობ­რი­ვად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ. არის დღე­ე­ბი, როცა ღა­მით ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, მთელ­მა გუნ­დმა მთე­ლი ღამე ვი­მუ­შა­ვეთ.

უამ­რა­ვი საქ­მე აქვთ მო­დე­რა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით კო­მენ­ტარს კი­თხუ­ლო­ბენ და ფილტრა­ვენ. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ უცენ­ზუ­რო კო­მენ­ტა­რი გა­ი­პა­როს. ჩვე­ნი სა­ი­ტის ვი­ზი­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად, პო­ლი­ტი­კა­ზე და­ო­ბენ, ზოგ­ჯერ ეჩხუ­ბე­ბი­ან კი­დეც ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა ხში­რად, მათი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ეს ახა­ლი სტა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლიც გამ­ხდა­რა. ჩვენ­თვის მკი­თხვე­ლის აზრი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გორც ვიცი, პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ტი­პის კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებთ...

- კი, ასეა. ახლა აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. ავა­რი­ე­ბის რი­ცხვი საგ­რძნობ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საგ­ზაო წე­სე­ბის დაც­ვა რო­გორც მძღო­ლის­თვის, ისე ქვე­ი­თის­თვის. ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ვი­თხოვთ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას.

ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ მას­შტა­ბურ კამ­პა­ნი­ას "პა­ლიტ­რა მე­დია" თით­ქმის ორი წე­ლია აწარ­მო­ებს. "არ ითა­მა­შო, იცხოვ­რე!" - მო­ვუ­წო­დებთ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რად­გან ლუ­დო­მა­ნია ანუ თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც XXI სა­უ­კუ­ნის სენი. მუდ­მი­ვად ვამ­ზა­დებთ სტა­ტი­ებს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის და თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაწ­ვდით ფსი­ქო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის რჩე­ვებს...

ასე­ვე, გვაქვს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა - "იყი­დე ქარ­თუ­ლი, გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თულ წარ­მო­ე­ბას და დამ­წყებ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მე­ნებს ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- თქვენ შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ. რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" მუ­შა­ობთ და რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს ად­გი­ლი?

- ექვს წელ­ზე მე­ტია, "პა­ლიტ­რაში" ვმუ­შა­ობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, "პა­ლიტ­რა ტვ"-ში მო­ვე­დი, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში რებ­რენ­დინ­გი გა­ნი­ცა­და და ახლა PALITRAVIDEO.GE გახ­და. ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ვი­წყე და მალე რე­დაქ­ტო­რად გა­და­მიყ­ვა­ნეს. სულ რა­ღაც ორი წე­ლია, რაც AMBEBI.GE-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ვარ.

"პა­ლიტ­რა" არის ად­გი­ლი, სა­დაც ვა­ტა­რებ დღის ყვე­ლა­ზე დიდ მო­ნაკ­ვეთს. აქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ბევ­რი სა­ერ­თო მაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, "პა­ლიტ­რა­ში" ვის­წავ­ლე თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. მე­დი­ა­ში ყოფ­ნა ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რად­გან ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს. იმე­დი მაქვს, კი­დევ დიდ­ხანს მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს გა­ვუმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ დღე, ბევ­რს და­ვეხ­მა­როთ.

თამ­თა და­დე­შე­ლი, ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ

როგორ იქმნება საიტი, რომლითაც თქვენი დილა იწყება - ყველაფერი AMBEBI.GE-ს შესახებ

უკვე მეოთხე წელია, რაც საინფორმაციო პორტალი AMBEBI.GE IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, ინტერნეტში ინფორმაციების მიღების წყაროებს შორის ლიდერია.

რეიტინგით არა მხოლოდ სხვა ვებ-გვერდებს უსწრებს, არამედ "ფეისბუკსაც" კი ჯობნის, რომელიც მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი სოციალური ქსელია და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. IRI-ის მიერ გამოკითხულთა 19%-მა AMBEBI.GE მათთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ დაასახელა.

AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი - ეთო ფურცხვანიძე ამ წარმატების, საიტის სიახლეების, ერთიანი აქტიური გუნდისა და პორტალთან დაკავშირებული საინტერესო საკითხების შესახებ გვესაუბრა.

- ჩვენი მკითხველი IRI-ის კვლევის შედეგებს კომენტარებით გამოეხმაურა: "მიყვარს ეს საიტი, ეს წარმატება თქვენს მაღალპროფესიონალიზმს ადასტურებს!"; "ჩემი დილა ყავითა და ამბები.გე-ზე შესვლით იწყება"; "საიტი, რომელიც არის და მუდამ იქნება ყველაზე რეიტინგული ქართულ მედიასივრცეში"; "გილოცავთ და გისურვებთ ყოველთვის მაღალ საფეხურებზე დგომას"...

სხვათა შორის, საიტის კომენტარების წყალობით, ხალხი ისე დაუახლოვდა ერთმანეთს, რომ არც მოკითხვებს იშურებენ და მეგობრობენ კიდეც. ზოგიერთი თითქმის ყველა სტატიაზე აკომენტარებს, არაფერი გამოეპარებათ, ზოგი ენაკვიმატობითაც გამოირჩევა და სახალისო პოსტებს დებს.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს AMBEBI.GE-ს ასეთ პოპულარობას?

- ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკითხველს დაზუსტებულ და ხშირად, ექსკლუზიურ ინფორმაციას ვაწვდით, რომელსაც სხვა საიტზე ვერ წაიკითხავს. ბევრი თემა, რომელიც AMBEBI.GE-ზე პირველად დაწერილა, ინფორმაციის წყაროდ ქცეულა სხვა საიტებისთვის, ტელევიზიებისთვის და ა.შ. თითქმის ყველა მომხმარებლის ინტერესს ვაკმაყოფილებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვამზადებთ სტატიებს საზოგადოებრივ საკითხებზე, პოლიტიკაზე, შოუბიზნესზე, სამხედრო თემატიკაზე თუ სხვა. მკითხველის საშუალო რაოდენობა დღეში 150 ათასს აჭარბებს და ჩვენც სულ ვმუშაობთ, რომ მკითხველს საინტერესო ამბები არ მოვაკლოთ.

გარდა ამისა, AMBEBI.GE პირველი პორტალია, რომელმაც ქართულ ინტერნეტმედიაში დანერგა მულტიმედია პროექტები - სპეცპროექტები სხვადასხვა თემატიკაზე. ერთ თემას ვუთმობთ მთლიან გვერდს და ამბავს სრულყოფილად გადმოვცემთ ტექსტის, ფოტოების, ვიდეოსა და ინფოგრაფიკების მეშვეობით. სპეცპროექტებზე დიდი გუნდი მუშაობს და ჩვენ ვამაყობთ ამ პროექტით (იხილეთ პროექტები აქ)

- ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები თვითონ თუ გიკავშირდებიან, რომ მაგალითად, ესა თუ ის ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდონ?

- კი, ასეთი შემთხვევაც ხშირია. ხშირად ადამიანები ამბებს "ფეისბუკის" გვერდზე გვწერენ და ცხელი ხაზის ნომერზეც გვირეკავენ. ყველამ იცის, რომ თუ "ამბებზე" დაიწერება მათი ამბის ან პრობლემის შესახებ, აუცილებლად ექნება გამოხმაურება. ძალიან აქტიურები არიან ემიგრანტები, რომლებიც ინფორმაციას ხშირად გვაწვდიან. ერთს გავიხსენებ: ამბავი ეხებოდა საქართველოში მომუშავე იტალიელ ექიმს, რომელსაც იტალიაში საქმიანობა აკრძალული ჰქონდა, აქ კი კერძო კლინიკის თანამშრომელი იყო. იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა სრულიად შემთხვევით, იქაური ტელეეთერით მოისმინა ამ ადამიანის შესახებ და ჩვენ შეგვატყობინა. ჩვენმა ჟურნალისტმა რამდენიმეკვირიანი გამოძიება ჩაატარა, ამ ექიმს მივაკვლიეთ და ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენეთ, მათ კი შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და საქართველოში ლიცენზია შეუჩერეს იტალიელ ექიმს.

- ხშირია შემთხვევა, როცა ხალხი იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთა პრობლემების შესახებაც AMBEBI.GE-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა?

- ხაშურელი მწყემსი ბიჭის ამბავს გავიხსენებ, რომელიც წინასაახალწლოდ ძალიან პოპულარული გახდა. 12 წლის რაგულის ამბავი პირველად სწორედ ჩვენთან დაიწერა. თოვლის ბაბუას წერილი მისწერა, სადაც მობილური ტელეფონისა და ძაღლის ჩუქებას სთხოვდა, რასაც ჩვენს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: რედაქციაშიც რეკავდნენ და მის მისამართს ითხოვდნენ. გავარკვიეთ, რომ რაგული ერთ-ერთი სასულიერო პირის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი დახმარებით, ეს ხალხი ბიჭს დავაკავშირეთ. მოკლედ, ამ ყველაფრის წყალობით, რაგულის რამდენიმე ოცნება აუხდა. მიხარია, რომ ასეთ სასიკეთო საქმეებშიც ვმონაწილეობთ. ასეთი პოზიტიური ამბები მკითხველისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

- საიტი მუდმივი განახლების პროცესშია. რა სიახლეები დანერგეთ ბოლო პერიოდში და როგორი თემებია ყველაზე კითხვადი?

- ჩვენ ვცდილობთ, საინტერესო ადამიანები აღმოვაჩინოთ და ხშირად, ეს გამოგვდის კიდეც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აჭარელ უხუცესებზე დავწერეთ სტატია. ჩვენმა კორესპონდენტმა სამ უხუცეს ქალბატონს მიაკვლია და მათთან ძალზე საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ისინი 110 წლამდე ასაკის იყვნენ. ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ინოვაციური გამოგონებებით იმკვიდრებენ სახელს 15-16 წლის ასაკში. ემიგრაციაში მყოფ წარმატებულ ქართველებზეც ხშირად ვწერთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვთ.

- ცოტა ხნის წინ, პორტალს ახალი რუბრიკა დაემატა - "არსენალი", რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია.

- დიახ, სამხედრო სფერო ხალხს ძალიან აინტერესებს. ვწერთ როგორც ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების ამბებს, ასევე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებზე. ჩვენმა ჟურნალისტმა - ლალი პაპასკირმა შეძლო და ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ მოიძია, რომლებიც უგზო-უკვლოდ იყვნენ დაკარგულები მეორე მსოფლიო ომში. ამ თემაზე სტატიების ციკლს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი ახლობლების პოვნასაც გვთხოვდა.

- იმ გუნდზეც ვისაუბროთ, რომელიც AMBEBI.GE-ს ქმნის...

- რედაქტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, რომლებიც წერენ სტატიებს და მუდმივად არიან ხაზზე ადამიანებთან, რომლებსაც საინტერესო ამბები აქვთ მოსაყოლი. ეს გუნდი სულ სიახლეების ძიებაშია. ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. არის დღეები, როცა ღამით ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, ბათუმის მოვლენების დროს, მთელმა გუნდმა მთელი ღამე ვიმუშავეთ.

უამრავი საქმე აქვთ მოდერატორებს, რომლებიც დღის განმავლობაში ასობით კომენტარს კითხულობენ და ფილტრავენ. დაუშვებელია, რომ უცენზურო კომენტარი გაიპაროს. ჩვენი საიტის ვიზიტორები ძირითადად, პოლიტიკაზე დაობენ, ზოგჯერ ეჩხუბებიან კიდეც ერთმანეთს. თუმცა ხშირად, მათი კომენტარებიდან ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლება და ეს ახალი სტატიის საფუძველიც გამხდარა. ჩვენთვის მკითხველის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- როგორც ვიცი, პერიოდულად სხვადასხვა ტიპის კამპანიას აწარმოებთ...

- კი, ასეა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებაზე. ავარიების რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი და სამწუხაროდ, ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო წესების დაცვა როგორც მძღოლისთვის, ისე ქვეითისთვის. ხოლო ხელისუფლებისგან ვითხოვთ, კანონმდებლობის გამკაცრებას.

ონლაინკაზინოების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას "პალიტრა მედია" თითქმის ორი წელია აწარმოებს. "არ ითამაშო, იცხოვრე!" - მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, რადგან ლუდომანია ანუ თამაშდამოკიდებულება უკვე აღიარებულია, როგორც XXI საუკუნის სენი. მუდმივად ვამზადებთ სტატიებს ონლაინკაზინოების და თამაშდამოკიდებულების მავნებლობაზე, მოქალაქეებს ვაწვდით ფსიქოლოგების მოსაზრებებს, დაზარალებულების რჩევებს...

ასევე, გვაქვს ქართული წარმოების მხარდაჭერის პროგრამა - "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", რომლის ფარგლებშიც ქართულ წარმოებას და დამწყებ ქართველ ბიზნესმენებს ვაცნობთ საზოგადოებას.

- თქვენ შესახებაც გვიამბეთ. რამდენი ხანია, რაც "პალიტრა მედიაში" მუშაობთ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი?

- ექვს წელზე მეტია, "პალიტრაში" ვმუშაობ. თავდაპირველად, "პალიტრა ტვ"-ში მოვედი, რომელმაც ბოლო პერიოდში რებრენდინგი განიცადა და ახლა PALITRAVIDEO.GE გახდა. ადმინისტრატორის პოზიციაზე დავიწყე და მალე რედაქტორად გადამიყვანეს. სულ რაღაც ორი წელია, რაც AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი ვარ.

"პალიტრა" არის ადგილი, სადაც ვატარებ დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს. აქ არიან ადამიანები, რომლებთანაც ბევრი საერთო მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, "პალიტრაში" ვისწავლე თითქმის ყველაფერი ჩემს პროფესიაში. მედიაში ყოფნა ყოველთვის მინდოდა, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც მუდმივი განვითარების, სხვა ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას გაძლევს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს მოგვეცემა საშუალება ბევრ ადამიანს გავუმრავალფეროვნოთ დღე, ბევრს დავეხმაროთ.

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი