მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად თქვენ გეუბნებით... ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალის სიტყვებმა" - რა საიდუმლოს ამხელს თამარ სხირტლაძე წლების დუმილის შემდეგ
"პირველად თქვენ გეუბნებით... ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალის სიტყვებმა" - რა საიდუმლოს ამხელს თამარ სხირტლაძე წლების დუმილის შემდეგ

ორი დღეა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო... მარ­თა­ლია, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, თუმ­ცა თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი მხო­ლოდ ბოლო დღე­ე­ბია გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბაც. ამ ფაქტს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ისი­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­გან დრო­ულ და ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე მსა­ხი­ობ­მა ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ თა­მარ სხირტლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც 70 წე­ლია თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დგას... თუმ­ცა, ამ თე­მის გარ­და, ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა სხვა გუ­ლის­ტკი­ვი­ლიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რო­მე­ლიც 6 წელ­ზე მე­ტია აწუ­ხებს:

"ხელ­ფა­სი ექ­ვსი წე­ლია აღარ მაქვს. თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვი­ყა­ვი ეს წლე­ბი, მაგ­რამ მე ფულს არ ვტი­რო­დი - იმ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­ვიც­დი­დი, რო­მელ­შიც ჩა­მა­ყე­ნეს! 70 წე­ლია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ოღონ­დაც და­სის წევ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სხვა არა­ფე­რი მსურ­და! ეს მას შემ­დეგ გა­მიმ­ძაფ­რდა, რაც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გავ­დი­ო­დი ერთხელ და მო­რი­გემ მო­მა­ძა­ხა, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ თქვენს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს კი­თხუ­ლო­ბე­ნო... გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­ვუტ­რი­ალ­დი და ვუ­თხა­რი მანდ რამ­ხე­ლა სია დევს და ნა­ხეთ ჩემი ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი და არაო, ეს და­სის სიაა და სი­ა­ში არ არის, თქვენ ხომ და­სის წევ­რი არ ხარ­თო... აი მა­შინ დავ­კარ­გე ყვე­ლა­ფე­რი! ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და ახ­ლაც მი­ჭირს იმ წუ­თე­ბის გახ­სე­ნე­ბა. 70 წელი თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ და ყვე­ლას ჰქონ­და უფ­ლე­ბა ჩემს გარ­და და­სის წევ­რი ყო­ფი­ლი­ყო... ბევ­რი ვი­ტი­რე, ბევ­რი ვიგ­ლო­ვე, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და... მე არ ვარ ის ქალი, რო­მე­ლიც კა­ბი­ნე­ტებ­ში და სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში დარ­ბის...

...პირ­ვე­ლად თქვენ გე­უბ­ნე­ბით რაც მოხ­და. ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად იმოქ­მე­და იმ ქალ­ბა­ტო­ნის სი­ტყვებ­მა, და­სის სიაა და თქვენ ხომ და­სის წევ­რი არ ხარ­თო... 70 წელი ვი­მუ­შა­ვე თე­ატ­რში და და­სის წევ­რი აღარ ხარო ამ სი­ტყვებ­მა ჩამ­ცა ლახ­ვა­რი, თო­რემ ისე­დაც ეგრე იყო, შტატ­გა­რე­შედ გა­მიშ­ვეს და მი­თხრეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მსა­ხი­ო­ბი ხარ, როცა გინ­და გა­მო­დიო... ვე­რაფ­რით ვერ შევ­ძე­ლი თე­ატ­რის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. სპექ­ტაკ­ლე­ბი მქონ­და, რა­საც ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი და სით­ბო მო­აქვს ჩემ­თვის... ფუ­ლის გამო არ­სად არ მსურს სა­უ­ბა­რი და ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­შიც არ მი­ვი­დო­დი, წი­ნას­წარ რომ მცოდ­ნო­და, რა­ზეც იქ იყო სა­უ­ბა­რი. გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი იყო, სად აღარ მე­ძა­ხი­ან და ამ­ჯე­რა­დაც გივი ბე­რი­კაშ­ვილ­ზე მე­გო­ნა გა­და­ცე­მა...

არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს იმა­ზე სა­უ­ბარს, თუ რა პი­რო­ბებ­ში ვართ დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი. ტყუ­ი­ლად რა­ტომ უნდა გა­ვა­ნა­წყე­ნოთ ხალ­ხი?! - 6 წელი უხელ­ფა­სოდ ვმუ­შა­ობ­დი, ხმა არ ამო­მი­ღია და ახლა რაში მჭირ­დე­ბა აჟი­ო­ტა­ჟი ავ­ტე­ხო? - არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ მოყ­ვე­ბა! დახ­მა­რე­ბას რომ გვაძ­ლე­ვენ, იმა­ზეც გვიჭ­რი­ან. თუ არ გჯე­რავთ 6 წელი რომ უხელ­ფა­სოდ ვმუ­შა­ობ­დი, თე­ატ­რი და ბუ­ღალ­ტე­რია მანდ არის და შე­გიძ­ლი­ათ იკი­თხოთ! არა­სო­დეს ტყუ­ი­ლი არ მით­ქვამს! ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სპექ­ტაკ­ლი და რე­პე­ტი­ცი­აც კი არ გა­მიც­დე­ნია და ამი­ტო­მაც მტკი­ო­და გული! არ­სე­ბო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ავად­მყო­ფუ­რად უყ­ვართ თე­ატ­რი... მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია იყოს და­სის წევ­რი და მა­ყუ­რებ­ლის ტაში არ აკ­ლდეს. სხვა მსა­ხი­ობს არა­ფე­რი არ უნდა! მში­ე­რი მოკ­ვდე­ბა, ოღონდ თა­ვის საქ­მე აკე­თოს! Eეს არის ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა! არა­ფერ­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ გვაქვს, რა პი­რო­ბებ­შიც არ უნდა ჩაგ­ვა­ყე­ნონ! მი­თუ­მე­ტეს მე, ჩემს სი­ცო­ცხლე­ში თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­თან არ შევ­სულ­ვარ. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, მა­შინ როცა მი­თხრეს და­სის წევ­რი აღარ ხარო, დი­რექ­ტორ­თან შე­ვე­დი, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ხმას ვერ ვი­ღებ­დი. კი ძა­ლი­ან შე­წუხ­და ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვე­ვო მაგ­რამ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია პა­სუ­ხი აღარ მომ­ცა...

შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი და გა­მოს­ვლებ­ზე ვი­ღებ­დი 80 ლარს... მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 700 ლარი მაქვს აღე­ბუ­ლი, როცა სხვებს 1800 ლარი თვე­ში ჰქონ­დათ ხელ­ფა­სი... ამ­ბო­ბენ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილს ვერ ცნობს და არც ესალ­მე­ბაო და ასეა, არც მე მე­სალ­მე­ბა... შეხ­ვედ­რა გვქონ­და ივა­ნიშ­ვილ­თან ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე და მი­ნის­ტრმა ისე ჩა­მი­ა­რა და ამო­მი­ა­რა გვერ­დით, თით­ქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ ვიყო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნამ­ყო­ფი... არ მცნობს და არც მე­სალ­მე­ბა! რას ვი­ზამთ, ასე გა­ვი­და ეს ცხოვ­რე­ბა! აი წა­ვი­და გივი და ალ­ბათ მეც მალე მივ­ყვე­ბი! ასა­კიც ხელს მი­წყობს და ის დიდი ტკი­ვი­ლიც, რა­საც ვა­ტა­რებ­დი ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში! არა­ვინ არ და­ი­ჯე­როთ, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა სა­სი­კე­თოდ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ!"

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

ფოტო: ლაშა გურ­გე­ნი­ძე

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მსა­ხი­ო­ბე­ბის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა თუ ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი? - "მი­ნის­ტრმა ისე ჩა­მი­ა­რა, თით­ქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცე­ნა­ზე ნამ­ყო­ფი..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პირველად თქვენ გეუბნებით... ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალის სიტყვებმა" - რა საიდუმლოს ამხელს თამარ სხირტლაძე წლების დუმილის შემდეგ

"პირველად თქვენ გეუბნებით... ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალის სიტყვებმა" - რა საიდუმლოს ამხელს თამარ სხირტლაძე წლების დუმილის შემდეგ

ორი დღეა წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდა მსახიობების ხელფასების შემცირების გამო... მართალია, კულტურის სამინისტროს რამდენიმე თვის წინანდელი გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა თემა აქტუალური მხოლოდ ბოლო დღეებია გახდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი კულტურის მინისტრისგან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოვლენების ფონზე მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ თამარ სხირტლაძეს დაუკავშირდა, რომელიც 70 წელია თეატრის სცენაზე დგას... თუმცა, ამ თემის გარდა, ქალბატონმა თამარმა სხვა გულისტკივილიც გაგვიმხილა, რომელიც 6 წელზე მეტია აწუხებს:

"ხელფასი ექვსი წელია აღარ მაქვს. თვალცრემლიანი ვიყავი ეს წლები, მაგრამ მე ფულს არ ვტიროდი - იმ მდგომარეობას განვიცდიდი, რომელშიც ჩამაყენეს! 70 წელია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვდგავარ და ოღონდაც დასის წევრი ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მსურდა! ეს მას შემდეგ გამიმძაფრდა, რაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გავდიოდი ერთხელ და მორიგემ მომაძახა, ქალბატონო თამარ თქვენს ტელეფონის ნომერს კითხულობენო... გაოცებული მოვუტრიალდი და ვუთხარი მანდ რამხელა სია დევს და ნახეთ ჩემი ტელეფონი-მეთქი და არაო, ეს დასის სიაა და სიაში არ არის, თქვენ ხომ დასის წევრი არ ხართო... აი მაშინ დავკარგე ყველაფერი! ამდენი დრო გავიდა და ახლაც მიჭირს იმ წუთების გახსენება. 70 წელი თეატრში ვმუშაობ და ყველას ჰქონდა უფლება ჩემს გარდა დასის წევრი ყოფილიყო... ბევრი ვიტირე, ბევრი ვიგლოვე, მაგრამ არაფერი გამომივიდა... მე არ ვარ ის ქალი, რომელიც კაბინეტებში და სამინისტროებში დარბის...

...პირველად თქვენ გეუბნებით რაც მოხდა. ჩემზე ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა იმ ქალბატონის სიტყვებმა, დასის სიაა და თქვენ ხომ დასის წევრი არ ხართო... 70 წელი ვიმუშავე თეატრში და დასის წევრი აღარ ხარო ამ სიტყვებმა ჩამცა ლახვარი, თორემ ისედაც ეგრე იყო, შტატგარეშედ გამიშვეს და მითხრეს თავისუფალი მსახიობი ხარ, როცა გინდა გამოდიო... ვერაფრით ვერ შევძელი თეატრის გარეშე ცხოვრება. სპექტაკლები მქონდა, რასაც ყველაზე დიდი სიხარული და სითბო მოაქვს ჩემთვის... ფულის გამო არსად არ მსურს საუბარი და ინგა გრიგოლიას გადაცემაშიც არ მივიდოდი, წინასწარ რომ მცოდნოდა, რაზეც იქ იყო საუბარი. გივი ბერიკაშვილი ჩემთვის უახლოესი იყო, სად აღარ მეძახიან და ამჯერადაც გივი ბერიკაშვილზე მეგონა გადაცემა...

არანაირი აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რა პირობებში ვართ დღეს მსახიობები. ტყუილად რატომ უნდა გავანაწყენოთ ხალხი?! - 6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი ავტეხო? - არავითარი შედეგი არ მოყვება! დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვიჭრიან. თუ არ გჯერავთ 6 წელი რომ უხელფასოდ ვმუშაობდი, თეატრი და ბუღალტერია მანდ არის და შეგიძლიათ იკითხოთ! არასოდეს ტყუილი არ მითქვამს! ჩემს ცხოვრებაში სპექტაკლი და რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და ამიტომაც მტკიოდა გული! არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ავადმყოფურად უყვართ თეატრი... მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. სხვა მსახიობს არაფერი არ უნდა! მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! Eეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზიას არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ! მითუმეტეს მე, ჩემს სიცოცხლეში თეატრის ხელმძღვანელთან არ შევსულვარ. ერთადერთი შემთხვევა იყო, მაშინ როცა მითხრეს დასის წევრი აღარ ხარო, დირექტორთან შევედი, მაგრამ ნერვიულობისგან ხმას ვერ ვიღებდი. კი ძალიან შეწუხდა ყველაფერს გავარკვევო მაგრამ წელიწადნახევარია პასუხი აღარ მომცა...

შტატგარეშე მსახიობი ვიყავი და გამოსვლებზე ვიღებდი 80 ლარს... მთელი წლის განმავლობაში 700 ლარი მაქვს აღებული, როცა სხვებს 1800 ლარი თვეში ჰქონდათ ხელფასი... ამბობენ კულტურის მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილს ვერ ცნობს და არც ესალმებაო და ასეა, არც მე მესალმება... შეხვედრა გვქონდა ივანიშვილთან ფუნიკულიორზე და მინისტრმა ისე ჩამიარა და ამომიარა გვერდით, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ ვიყო თეატრის სცენაზე ნამყოფი... არ მცნობს და არც მესალმება! რას ვიზამთ, ასე გავიდა ეს ცხოვრება! აი წავიდა გივი და ალბათ მეც მალე მივყვები! ასაკიც ხელს მიწყობს და ის დიდი ტკივილიც, რასაც ვატარებდი ამ 7 წლის განმავლობაში! არავინ არ დაიჯეროთ, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ მსახიობების მიმართ!"

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

ფოტო: ლაშა გურგენიძე

ასევე წაიკითხეთ: მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება