მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის ცხოვრება
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის ცხოვრება

"ხში­რად სა­უბ­რო­ბენ და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე. მეც, რო­გორც ჩემი ქვეყ­ნის ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი, ვოც­ნე­ბობ, ჩვენს ბი­ჭებს არას­დროს ეში­ნო­დეთ ხვა­ლინ­დე­ლი დღის, და­ვი­წყე­ბის; ჯან­მრთე­ლო­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, იმა­ზე ფიქ­რის, რა ბედი ეწე­ვა მის ოჯახს. ეს სა­კი­თხი ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის არ­მი­ა­ში მოგ­ვა­რე­ბუ­ლია... "- ამ­ბობს ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო და თა­ვი­სი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს, იმა­თი, ვი­საც 90-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის მო­უ­წი­ათ ბრძო­ლამ და ცხოვ­რე­ბას ომის ნარ­ჩე­ნე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ...

ამის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტა­მი­შის ბრძო­ლებ­ში მძი­მედ და­იჭ­რა. წლე­ბია, დე­და­მი­სი შვი­ლის ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად უწყე­ბი­დან უწყე­ბა­ში და­დის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, ჩვენს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის შემ­დეგ, "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხველ­მა გა­და­უ­რი­ცხა... თუმ­ცა, ლე­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ეტა­პობ­რი­ვად უცხო­ეთ­ში უწევს წას­ვლა და ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. თა­ვად, სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს, თუმ­ცა, ახლა ერთ-ერთი მო­რი­გი ასე­თი შემ­თხვე­ვაა, - თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად საკ­მა­რი­სი თან­ხის თავ­მოყ­რა ვერ ხერ­ხდე­ბა...

19 წლის ლე­ვან ბლუ­იშ­ვილს, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 17 ტყვია მოხ­ვდა. ის ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა...

თავ­და­პირ­ვე­ლად, მკვდა­რი ეგო­ნათ და გაგ­რის მორ­გში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა სწო­რედ მორ­გში მი­აგ­ნეს. თან დედა ჰყავ­დათ, შვი­ლის "ცხე­და­რი" რომ ამო­ეც­ნო, - "ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ვტი­რო­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი. თა­ვი­ღა ჰქონ­და მთე­ლი. კი­სერ­ზე, არ­ტე­რი­ას­თან მო­მიხ­ვდა ხელი და ვიგ­რძე­ნი, რომ ფეთ­ქავ­და... ცო­ცხა­ლია-მეთ­ქი, - ვთქვი, ნა­ხევ­რად გულ­წა­სულ­მა... იქი­დან, სას­წრა­ფოდ გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი, თბი­ლის­ში გად­მო­აფ­რი­ნეს", - იხ­სე­ნებს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნის დედა, ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი.

ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი:

- ბი­ჭებ­მა მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით და ქვეყ­ნის დაც­ვა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა. მა­შინ სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვიც­დი­დით სამ­შობ­ლოს, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით ალა­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ქვე­ნა გრძნო­ბის გა­რე­შე გვიყ­ვარ­და და მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ვი­საც მკლავ­ში ძალა ჰქონ­და, უნდა წა­სუ­ლი­ყო, მერე ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლებ­ში თა­მა­მად რომ შეგ­ვე­ხე­და.

ასე ბევ­რი წა­ვი­და აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ ომის სი­სას­ტი­კემ რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რად დაგ­ვა­ნა­ხა. ომში, "შავ­ნა­ბა­დას" ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წა­ვე­დი... მახ­სოვს, გამ­თე­ნი­ი­სას გე­მით გან­თი­ად­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით. 3 სა­ა­თი ვცდი­ლობ­დით შეს­ვლას. იქ აფხა­ზუ­რი მხა­რის დიდი ძა­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ. გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გაგ­რის ბა­ტა­ლი­ო­ნი და "ლე­სე­ლი­ძის საძ­მო" (თუ არ ვცდე­ბი, ასე ერ­ქვა ლე­სე­ლი­ძე­ლე­ბის ერთ-ერთ შე­ნა­ერ­თს) შე­მოგ­ვეშ­ვე­ლა, თან აფხა­ზებს ჩვენ­ზე უა­რე­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბა ჰქონ­დათ... უჭ­მე­ლო­ბა, უძი­ლო­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი თა­ვი­სას შვე­ბო­და, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად მა­ინც არ დავ­ცე­მულ­ვართ. ყო­ველ­დღე ვა­წყდე­ბო­დით ხელ­მძღვა­ნელ­თა შეც­დო­მებ­სა და გა­უ­აზ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბო­და.

1992 წლის 30 აგ­ვის­ტო იყო, გაგ­რა­ში, კოლ­ხი­და­ში შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვე­დით. ერთ-ერთი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, დღის თორ­მე­ტი ან პირ­ვე­ლი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლი­ღაც აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყოფ­ზე თავ­დას­ხმას აპი­რებ­და. ჩვენს სა­დე­სან­ტო ნა­წილს ამ თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა ეკის­რე­ბო­და. 100 ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის და­ღუპ­ვას, 10 კა­ცის თავ­გან­წირ­ვა ვარ­ჩი­ეთ და რამ­დე­ნი­მე მე­ო­მარ­მა კოლ­ხი­და­ში და­ბა­ნა­კე­ბულ აფხა­ზურ ბან­დფორ­მი­რე­ბა­ზე იე­რი­ში მი­ვი­ტა­ნეთ.

ცე­ცხლის გახ­სნას მათი მხრი­დან პა­სუ­ხი მოჰ­ყვა. ის პო­ზი­ცია კი და­ვი­კა­ვეთ, მაგ­რამ შე­ტა­კე­ბის დროს ძა­ლი­ან მძი­მედ და­ვი­ჭე­რი - 17 ტყვია მომ­ხვდა, მათ შო­რის სნა­ი­პე­რის ტყვია. რო­გორც მი­თხრეს, მი­წა­ზე და­ვარ­დნის შემ­დეგ, გონ­და­კარ­გულს, "აკა­ე­მის" ავ­ტო­მა­ტი­დან მთე­ლი ჯერი "გა­და­მა­ტა­რეს"... რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი ჩემ­გან 15-20 მეტ­რის რა­დი­უს­ში ნაღ­მი აფეთ­ქდა და მისი ნამ­სხვრე­ვე­ბიც მომ­ხვდა... რა­ღაც სას­წა­უ­ლით ისე მოხ­და, რომ სხე­უ­ლის ერ­თა­დერ­თი ნა­წი­ლი, სა­დაც ტყვია არ მომ­ხვედ­რია, თავი იყო... გონ­ზე მხო­ლოდ მა­შინ მო­ვე­დი, როცა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნით თბი­ლის­ში მოვ­ყავ­დი, ისიც - რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ამის შემ­დეგ, ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მიბ­რუნ­და აზ­როვ­ნე­ბა" - იხ­სე­ნებს ვე­ტე­რა­ნი.

მას შემ­დეგ, არც კი ახ­სოვთ, ლე­ვანს რამ­დე­ნი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია, ზოგი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გიც - თურ­ქეთ­ში. მარ­ცხე­ნა ხელი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, თა­ვი­სუფ­ლად ვერც მარ­ჯვე­ნას ამოძ­რა­ვებს. ოპე­რა­ცია, რომ­ლის თან­ხის სრუ­ლად შეგ­რო­ვე­ბის­თვის დედა-შვი­ლი იბ­რძვის, იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ თი­თე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა შეძ­ლოს.

ყო­ველ ოპე­რა­ცი­ის წინ, ლე­ვა­ნის დედა კა­ბი­ნე­ტი­დან კა­ბი­ნეტ­ში და­დის, - ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს წამ­ყვა­ნებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ყვე­ლას, ვი­საც რა­ღაც თან­ხით მისი დახ­მა­რე­ბა ხე­ლე­წი­ფე­ბა, ბო­დი­შებს უხ­დის დრო­ის და­კარ­გვის­თვის, შე­წუ­ხე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბას შე­ე­წი­რა და ახლა მისი გა­სა­ჭი­რის ყვე­ლას­თან ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი უწევს, რად­გან თა­ვად არ შე­უძ­ლია ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­როს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს... ზოგ­ჯერ ეხ­მა­რე­ბი­ან, ხან­და­ხან კი, იქი­დან ცა­რი­ე­ლი და­პი­რე­ბე­ბით გა­მო­დის.

"ხში­რად, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ვებ­რძვი, მაგ­რამ შემ­დეგ მახ­სენ­დე­ბა, რომ მე ყო­ველ­თვის არ ვე­ყო­ლე­ბი ჩემს შვილს, ამი­ტომ ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, მინ­და, ის ერთი ხელი მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს და სა­მა­რე­ში არ ჩამ­ყვეს დარ­დი, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით პურ­საც ვერ და­იჭ­რის..." - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვილ­მა, მისი თქმით, მო­რი­გი ოპე­რა­ცი­ის­თვის თან­ხა აკ­ლდე­ბათ...

598 47 45 19 - ლე­ვა­ნი595 31 37 96- ზა­ი­რა ბლუ­იშ­ვი­ლი­ლი­ბერ­თი ბან­კი: GE25LB2100048045060422მიმ­ღე­ბი: ლე­ვან ბლუ­იშ­ვი­ლი

ტელ: 0901 701 210 ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი (და­რე­კეთ მაგ­თი­სა ბი­ლა­ი­ნის აბო­ნენ­ტებ­მა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის ცხოვრება

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის ცხოვრება

"ხშირად საუბრობენ დასავლურ სტანდარტებზე. მეც, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი, ვოცნებობ, ჩვენს ბიჭებს არასდროს ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, დავიწყების; ჯანმრთელობის დაკარგვის შემთხვევაში, იმაზე ფიქრის, რა ბედი ეწევა მის ოჯახს. ეს საკითხი ნატოს წევრი ქვეყნების არმიაში მოგვარებულია... "- ამბობს ვეტერანი სამხედრო და თავისი თანამებრძოლების მაგალითი მოჰყავს, იმათი, ვისაც 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მოუწიათ ბრძოლამ და ცხოვრებას ომის ნარჩენებით განაგრძობენ...

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ლევან ბლუიშვილი, რომელიც ტამიშის ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა. წლებია, დედამისი შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად უწყებიდან უწყებაში დადის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას გარკვეული თანხა, ჩვენს მიერ მომზადებული სტატიის შემდეგ, "კვირის პალიტრის" მკითხველმა გადაურიცხა... თუმცა, ლევანის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ეტაპობრივად უცხოეთში უწევს წასვლა და ოპერაციების გაკეთება. თავად, საკუთარ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა, ახლა ერთ-ერთი მორიგი ასეთი შემთხვევაა, - თურქეთში ოპერაციის გასაკეთებლად საკმარისი თანხის თავმოყრა ვერ ხერხდება...

19 წლის ლევან ბლუიშვილს, რომელიც აფხაზეთში ომში მოხალისედ წავიდა, მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა. ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და სასიკვდილოდ დაიჭრა...

თავდაპირველად, მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს. თან დედა ჰყავდათ, შვილის "ცხედარი" რომ ამოეცნო, - "ჩემს ერთადერთ შვილს ვტიროდი და ვეფერებოდი. თავიღა ჰქონდა მთელი. კისერზე, არტერიასთან მომიხვდა ხელი და ვიგრძენი, რომ ფეთქავდა... ცოცხალია-მეთქი, - ვთქვი, ნახევრად გულწასულმა... იქიდან, სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში გადმოაფრინეს", - იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანის დედა, ზაირა ბლუიშვილი.

ლევან ბლუიშვილი:

- ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე გვიყვარდა და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა.

ასე ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახა. ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძის საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ... უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთა შეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა.

1992 წლის 30 აგვისტო იყო, გაგრაში, კოლხიდაში შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ.

ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა... რაღაც სასწაულით ისე მოხდა, რომ სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც - რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება" - იხსენებს ვეტერანი.

მას შემდეგ, არც კი ახსოვთ, ლევანს რამდენი ოპერაციის გაკეთება მოუწია, ზოგი საქართველოში, ზოგიც - თურქეთში. მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს. ოპერაცია, რომლის თანხის სრულად შეგროვებისთვის დედა-შვილი იბრძვის, იმისთვის სჭირდება, რომ თითების ამოძრავება შეძლოს.

ყოველ ოპერაციის წინ, ლევანის დედა კაბინეტიდან კაბინეტში დადის, -  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს, სატელევიზიო შოუს წამყვანებს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც რაღაც თანხით მისი დახმარება ხელეწიფება, ბოდიშებს უხდის დროის დაკარგვისთვის, შეწუხებისთვის, იმისთვის, რომ მისი ერთადერთი შვილის ჯანმრთელობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას შეეწირა და ახლა მისი გასაჭირის ყველასთან ხმამაღლა საუბარი უწევს, რადგან თავად არ შეუძლია ვეტერანი სამხედროს გრძელვადიანი მკურნალობა ბოლომდე მიიყვანოს... ზოგჯერ ეხმარებიან, ხანდახან კი, იქიდან ცარიელი დაპირებებით გამოდის.

"ხშირად, თავმოყვარეობას ვებრძვი, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მე ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს, ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, ის ერთი ხელი მაინც შეუნარჩუნდეს და სამარეში არ ჩამყვეს დარდი, რომ საკუთარი ხელით პურსაც ვერ დაიჭრის..." - გვითხრა ქალბატონმა ზაირა ბლუიშვილმა, მისი თქმით, მორიგი ოპერაციისთვის თანხა აკლდებათ...

598 47 45 19 - ლევანი595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილილიბერთი ბანკი: GE25LB2100048045060422მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელ: 0901 701 210 ზარის ღირებულება 1 ლარი (დარეკეთ მაგთისა ბილაინის აბონენტებმა)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე