სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."
კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბაც. ამ ფაქტს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ისი­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­გან დრო­ულ და ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე მსა­ხი­ობ­მა ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ მსა­ხი­ო­ბე­ბის პრო­ტესტზე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი დღეს გა­ა­კე­თა. მან თე­ატ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ "ისი­ნი არა­ფერს აკე­თე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის­თვის". მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა თე­ატ­რში არ მომ­ხდა­რა.

"ის თუ რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბოდ­ნენ თე­ატ­რე­ბი 10%-იან შემ­ცი­რე­ბას ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­სა, მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­კი­თხი იყო. ზოგ­მა ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყვი­ტა სხვა­დას­ხვა ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბით და ხელ­ფა­სე­ბი არ შე­უმ­ცი­რა მსა­ხი­ო­ბებს. ზოგ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა შე­უმ­ცი­რა ხელ­ფა­სი იმ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ აღარ იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი სპექ­ტაკ­ლებ­ში. ზო­გან იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად - 10%-ით შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე რომ, ეს იყო თი­თო­ე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმ ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში, რა ბი­უ­ჯე­ტიც თე­ატ­რებს აქვთ, ალ­ბათ, თა­ვად თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მო­ი­ძი­ონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სწო­რედ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუმ­ცა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ თე­ატ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფერს აკე­თე­ბენ და მხო­ლოდ ბი­უ­ჯე­ტი­დან ელო­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

წა­ი­კი­თხეთ: "მა­მა­ჩემს 500 ლარი უნდა ჰქონ­დეს ხელ­ფა­სი და ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნიკს 5000?" - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მსა­ხი­ო­ბებს გა­ფიც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."

კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი კულტურის მინისტრისგან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოვლენების ფონზე მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობების პროტესტზე პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. მან თეატრების ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ "ისინი არაფერს აკეთებენ დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის". მისივე ინფორმაციით, მსახიობების ხელფასების შემცირება ყველა თეატრში არ მომხდარა.

"ის თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები 10%-იან შემცირებას ჯამური ბიუჯეტისა, მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხი იყო. ზოგმა ეს პრობლემა გადაწყვიტა სხვადასხვა ხარჯების შემცირებით და ხელფასები არ შეუმცირა მსახიობებს. ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში. ზოგან იყო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად - 10%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ეს იყო თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. იმ ბიუჯეტის პირობებში, რა ბიუჯეტიც თეატრებს აქვთ, ალბათ, თავად თეატრის ხელმძღვანელების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ამის შესაძლებლობას სწორედ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ თეატრების ხელმძღვანელები, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ბიუჯეტიდან ელოდებიან საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი