პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს
გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს

გო­რის ყო­ფი­ლი აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რის სა­ერ­თო ტუ­ა­ლეტ­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. მათ შო­რის, 8 თვის ორ­სუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ბავ­შვს მა­ის­ში ელო­დე­ბა. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ტუ­ა­ლეტ­ში და-ძმა, ნაზი და თა­მაზ სა­ა­თაშ­ვი­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს.

ნაზი და თა­მაზ სა­ა­თაშ­ვი­ლებ­მა სოფ­ლის სახ­ლის დან­გრე­ვის შემ­დეგ, გორ­ში ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იქი­რა­ვეს. მათ­თან ერ­თად, კი­დევ ერთი ძმა ოჯახთნ ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მეშ­ვი­დე ბავ­შვს ელო­დე­ბა. ერთ ოთახ­ში 10 ადა­მი­ა­ნი ვერ მო­თავ­სდა. ცოლ-შვი­ლი­ან ძმას­თან კონ­ფლიქ­ტის გამო ნა­ზიმ და თა­მაზ­მა მე­რი­ის­გან ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი მი­ა­ტო­ვეს და ტუ­ა­ლეტ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. თა­მაზ სა­ა­თაშ­ვი­ლი ან­თე­ბუ­ლი ღუ­მე­ლით ღა­მის სა­ა­თებ­ში გო­რის ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ობს და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი­დან პლასტმა­სის ბოთ­ლებს აგ­რო­ვებს. ნაზი სა­ა­თაშ­ვი­ლი კი მძი­მე­დაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

სა­ა­თაშ­ვი­ლე­ბის მიერ შე­ფა­რე­ბუ­ლი სოსო აზა­ლა­ძე კი ნა­სა­მარ­თლე­ვია და მე­უღ­ლე ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ შე­ირ­თო. ოჯახ­მა ის რვა თვის ორ­სულ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ამის შემ­დეგ შე­ი­ფა­რეს ორი­ვე სა­ა­თაშ­ვი­ლებ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს

გორის ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი, მათ შორის 8 თვის ორსული ქალი ცხოვრობს

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, 8 თვის ორსული ქალი, რომელიც ბავშვს მაისში ელოდება. ის მეუღლესთან ერთად, ტუალეტში და-ძმა, ნაზი და თამაზ საათაშვილებმა შეიფარეს.

ნაზი და თამაზ საათაშვილებმა სოფლის სახლის დანგრევის შემდეგ, გორში ერთსართულიანი სახლი იქირავეს. მათთან ერთად, კიდევ ერთი ძმა ოჯახთნ ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად მეშვიდე ბავშვს ელოდება. ერთ ოთახში 10 ადამიანი ვერ მოთავსდა. ცოლ-შვილიან ძმასთან კონფლიქტის გამო ნაზიმ და თამაზმა მერიისგან ნაქირავები სახლი მიატოვეს და ტუალეტში გადავიდნენ საცხოვრებლად. თამაზ საათაშვილი ანთებული ღუმელით ღამის საათებში გორის ქუჩებში მოძრაობს და ნაგვის ურნებიდან პლასტმასის ბოთლებს აგროვებს. ნაზი საათაშვილი კი მძიმედაა დაავადებული.

საათაშვილების მიერ შეფარებული სოსო აზალაძე კი ნასამართლევია და მეუღლე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეირთო. ოჯახმა ის რვა თვის ორსულ მეუღლესთან ერთად სახლიდან გააგდო. ამის შემდეგ შეიფარეს ორივე საათაშვილებმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა